15 გენიალური იდეა ერთოთახიანი ბინისთვის

ჩვენმა რედაქციამ უკვე მრავალი საშუალება შემოგთავაზათ ბინაში ადგილის ეკონომიისთვის. ავეჯი-ტრანსფორმერების გამოყენება – ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური გადაწყვეტილებაა თავისუფალი ძვირფასი მეტრების გამოსაყენებლად, პატარა ზომის საცხოვრებლებში. იხილეთ ჩვენი ნაკრები და თავად დარწმუნდით.

ავეჯი-ტრანსფორმერი

1. კედლის კომპაქტური პანელი, რომელიც სამუშაო ადგილად იქცევა.

2. შესანიშნავი გადაწყვეტილება პატარა სამზარეულოსთვის.

3. მინიმალური დეტალები, მაქსიმალური სასარგებლო სივრცე.

4. ასეთი მაგიდის დამზადება ნებისმიერ მამაკაცს შეუძლია (თუ სკოლაში შრომის გაკვეთილებს არ აცდენდა).

5. კედელი-ტრანსფორმერი განსაცვიფრებლად გამოიყურება!

6. კომპაქტური დასაკეცი სკამი: მოსახერხებელია და ადგილს თითქმის არ იკავებს.

7. სტელაჟი ისეა დაპროექტებული, რომ თაროებს შორის არსებულ სივრცეებში ეტევა მთელი მაგიდა, თავისი სკამებით.

8. ხოლო ეს მაგიდა-სართულები მატრიოშკის პრინციპითაა გაკეთებული.

9. აქ სტუმრებს ყოველთვის სიხარულით ხვდებიან!

10. ხოლო ის, ვინც ამ პროექტზე მუშაობდა, ნამდვილი გენიოსია. საძინებელი, სასადილო, საჭმლის მოსამზადებელი ზონები – ყველაფერი ერთ მოდულურ კედლად იკეცება.

11. დივანი ტრანსფორმირდება…

12. ეფექტური სავარძელი, თაროებით.

13. კონსტრუქცია, რომელიც წარმოსახვას ასიამოვნებს. აღსანიშნავია, რომ იგი უზარმაზარი ზომის სულაც არაა.

14. დეკორის ამოუცნობი ელემენტი, საჭირო მომენტში, მოსახერხებელ სავარძლებად და პატარა მაგიდად იქცევა.

15. პატარა საცხოვრებელი – საყვარელ გასართობზე უარის თქმის საბაბი სულაც არაა!

მართლაც, ასეთი ავეჯით ბინას პატარას ვეღარ ვუწოდებთ, რადგან მასში ყველაფრის მოთავსებას შევძლებთ.