
ადამიანების უმეტესობას მყუდრო და ლამაზ სახლში ცხოვრების სურვილი აერთიანებს. რამხელა ბედნიერებაა, როდესაც საკუთარ სახლზე ოცნება რეალობად იქცევა! საქმე მცირეა: რემონტი უნდა გავაკეთოთ.
წყვილმა ხრუშოვკის ტიპის ბინა შეიძინა, რომელშიც სრული ქაოსი სუფევდა. მაგრამ მათ არც ჩამოხეული კედლების, არც არეულობის შეშინებიათ და შიშველი ხელებით შეუდგნენ საქმეს. რემონტი კი სამზარეულოდან დაიწყეს…
პატარა სამზარეულოს რემონტი
ყველაზე მეტად ბინის ახალი მფლობელები სამზარეულოში იშვიათმა ქვანახშირის ღუმელმა გააკვირვა.
გარეთ არსებული მილები კიდევ უფრო ართულებდა ამოცანას…
ძველი ხის ჩარჩო თანამედროვე ორმაგი შუშის ფანჯრით შეიცვალა. წყვილმა პროდუქტების შესანახი ნიშა უცვლელად დატოვა: ეს ძალიან მოსახერხებელია, თანაც, დამატებითი კარადა ნამდვილად არ იქნებოდა ბინაში ზედმეტი. იატაკის დაფების ნაწილი შეცვალეს და იგი საიზოლაციო მასალითა და ფანერის ნაჭრებით დააგეს.
გამყოფი, რომელიც სააბაზანოსა და ოთახის მოსაზღვრე კედელს შორის იყო, გიფსოკარდონით დაფარეს, შემდეგ კი შელესეს.
როგორც ხედავთ, სურათი თანდათან მწყობრში დგება… კედლები სწორი და ლამაზია, ახალი გაყვანილობა გამოსაყენებლად მზად არის, იატაკზე კი უკვე აგია ლინოლეუმი.
ყველაფერი, რის დამალვაც შეიძლებოდა, დამალეს!
სამზარეულოს ნაკრებისთვის მათ ნათელი გამა შეარჩიეს, ინტერიერის მთავარი უპირატესობა კი ორიგინალური “წინსაფარი” იყო.
ალბათ, თქვენთვისაც რთულია იმის დაჯერება, რომ ეს თანამედროვე სამზარეულო ოდესღაც უვარგისი ნაგავი იყო. მათი შედარებაც კი არ ღირს!
ამ ფოტოებით თავადაც დარწმუნდებით, რომ მთავარი მხოლოდ მონდომებაა და თუ მოვინდომებთ, ყველაზე გაუბედურებულ ქოხსაც კი ნამდვილ სასახლედ ვაქცევთ…