
პალეტები – მზა ნახევარფაბრიკატებია, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნას, როგორც სამშენებლო მასალა. ავეჯის წარმოების დაწყებამდე, პალეტები კარგად უნდა დამუშავდეს და დეზინფიცირდეს. რადგან, ვინ იცის, ადრე სად ინახებოდა იგი და რას გადააადგილებდნენ ამ ნივთით.
სახლის ავეჯის დასამზადებლად პალეტების არჩევისას, მოძებნეთ EUR ან EPAL ნიშნები, ისინი კარგი ხარისხისაა და ძალიან გამძლეა. გამოიყენეთ ეს ხრიკები ინტერიერის გაფორმებისთვის. როდესაც ჩემმა ქმარმა ასეთი ავეჯი დაინახა, მაშინვე საქმეს შეუდგა!
ინტერიერის გაფორმების იდეები
1. პალეტებისგან დამზადებული სტელაჟი შესანიშნავი დეკორაცია გახდება თქვენი შემოსასვლელი დარბაზისთვის. მდიდარი მუქი კაკლის ფერის მისაღებად გამოიყენეთ ხის ლაქი.
2. რატომ უნდა შეიძინოთ ძვირადღირებული მობილური საკიდები, როდესაც პალეტების საშუალებით შეგიძლიათ ფუნქციონალური რამ დაამზადოთ საკუთარი ხელით!
3. ასეთი ჰამაკი შეგიძლიათ დაკიდოთ არა მხოლოდ ბაღში, არამედ პირდაპირ აივანზეც!
4. ასევე გარდერობისთვის შეგიძლიათ შექმნათ ასეთი დიდი ზომის სტელაჟი პალეტებისგან.
5. ასეთი ელეგანტური შირმა არა მხოლოდ სივრცის ვიზუალურად გაყოფაში დაგეხმარებათ, არამედ ინტერიერსაც დაამშვენებს.
6. ძალიან ბევრი სუვენირი გაქვთ, რომლებიც მოგზაურობებიდან ჩამოიტანეთ? განათავსეთ ისინი ხელნაკეთი ჟურნალის მაგიდის შუშის ქვეშ.
7. თუ მცენარის ერთფეროვანი ქოთნები მოგბეზრდათ, ეს იდეა თქვენთვისაა!
8. წარმოუდგენლად მოდური კომოდი შემოსასვლელი დარბაზისთვის. დაჯერებაც კი მიჭირს, რომ იგი ჩვეულებრივი პალეტებისგანაა დამზადებული.
9. როგორ მოგწონთ ასეთი გაფორმება ტელევიზორის ადგილისთვის?
10. პატარა გამყოფი განათებით პატარა ბინაში სივრცის ზონირებაში დაგეხმარებათ.
11. თუ სამუშაო კუთხის მოსაწყობად ადგილი საერთოდ არ გაქვთ, შესაძლოა ეს იდეა გამოგადგეთ…
12. მრიცხველი ან წყლის გამაცხელებელი შეგიძლაით პალეტებისგან შექმნილ კარადაში დამალოთ.
13. ელეგანტური ხის სანათი ნებისმიერ საძინებელს დაამშვენებს.
იმედი გვაქვს, შემოთავაზებული იდეებიდან რომელიმე მაინც აუცილებლად მოგეწონებათ და შეძენის ნაცვლად, თავად დაამზადებთ თქვენთვის სასურველ საშინაო ნივთსა თუ საგანს.