როგორ შევკეროთ ქსოვილის ზეწრები სკამებისთვის

S

სკამი დღეგრძელი ნივთია, თუ იგი ხარისხიანადაა დამზადებული. შეიძენთ ხის გამძლე სკამებს ერთხელ და დიდხანს არ მოგიხდებათ ახლის შეძენა. უბრალოდ, დროთა განმავლობაში, სკამი მომხიბლავ იერს კარგავს, განსაკუთრებით, თუ იგი ქსოვილითაა გაფორმებული. ძველი, თუმცა დროით გამოცდილი სკამების გარდასახვა შეიძლება მათთვის ზეწრების შეკერვით.

დღეს ჩვენი რედაქცია გასწავლით, თუ როგორ შევკეროთ ზეწრები სკამისთვის, ზედმეტი წვალების გარეშე.

როგორ შევკეროთ ზეწრები სკამისთვის

ზეწრის შესაკერავად საჭიროა ქსოვილის საჭირო სიგრძის განსაზღვრა. გაზომეთ სიგრძე სკამის წინა ფეხიდან, საზურგის გავლით, სკამის უკანა ფეხამდე. გაზომეთ საჯდომის სიგანე ყველაზე განიერ ადგილზე, ჩვეულებრივ, ეს 45 სმ-ა, და მოიტოვეთ 3-3 სმ თითოეული მხრიდან. ლამაზ შემოსაკრავ ქსოვილს სპეციალიზებულ მაღაზიაში იპოვით.

თუ ხელში ნემსი-ძაფი პირველად აიღეთ, ნუ იჩქარებთ ზეწრის შეკერვას ძვირადღირებული ქსოვილით. როგორც საცდელი ვარიანტი, რომელიც ხელს გაგავარჯიშებინებთ.

დაგჭირდებათ

  • მაკრატელი
  • შემოსაკრავი მასალა
  • მარკერი ან ცარცი
  • საზომი ლენტი
  • ქინძისთავები

1. მუშაობის პროცესი მოსახერხებელი რომ იყოს, დაახურეთ სავარძელს ქსოვილი და დაამაგრეთ პერიმეტრზე ქინძისთავებით. დახაზეთ სავარძლების კუთხეები მარკერის ან ცარცის გამოყენებით.

2. ჩამოუშვით 1-2 სმ და მოჭერით ნაჭრის ნარჩენები. ესკიზი მზადაა.

3. გადადეთ ქსოვილი საზურგეზეც და მიამაგრეთ გვერდებში ქინძისთავებით. დახაზეთ მარკერით, მოიტოვეთ 1-1 სმ და მოჭერით ქსოვილის ნარჩენები.

4. მანქანით მიაკერეთ ერთმანეთს ზედა და ქვედა დეტალი, უკუღმა ამობრუნებული.

5. შეკერეთ ქსოვილის ზედა ნაწილის გვერდებიც.

6. ახლა ზეწრის ქვედა ნაწილიც უნდა შეკეროთ. მისი სიგრძე დაარეგულირეთ სურვილისამებრ, აღნიშნულ ვარიანტში კი ზეწარი მხოლოდ ზურგსა და საჯდომს ფარავს, ფეხები ჩანს.

7. მზადაა. მოაზომეთ ახალი ზეწარი სკამს.

იხილეთ უფრო დაწვრილებითი ინსტრუქცია ვიდეოში: