
ალბათ, ნებისმიერი დიასახლისი დამეთანხმება, რომ სააბაზანო ოთახში არასდროსაა საკმარისი ადგილი ნივთების შესანახავად. ყოველგვარი ქილები, ტუბები, საყოფაცხოვრებო ქიმია – ეს ყველაფერი ქაოსის შეგრძნებას ქმნის. ეს რომ არ მოხდეს, ჩვენ შევაგროვეთ 17 ძალიან მაგარი იდეა, რომლებიც სააბაზანო ოთახის ორგანიზებაში დაგეხმარებათ.
1. ყვავილის ქოთნები
ხანდახან, ძალიან საინტერესო შენახვის სისტემის შექმნა შეიძლება ამისთვის სავსებით შეუფერებელი ნივთებისგან. ამის ნათელი მაგალითია შესანიშნავი თარო ყვავილის ქოთნებით, რომლებიც გამოგადგებათ ბამბის დისკების, ჰიგიენური საშუალებებისა და სხვა წვრილმანების შენახვაში.
2. “ჯიბეები”
კლასიკური სააბაზანო ოთახის ინტერიერს შესანიშნავად შეერწყმის კერამიკის დეკორატიული “ჯიბეები”. ასეთებს შექმნით ყვავილის დიდი კაშპოებისგან, მიამაგრებთ კედლებზე და გამოიყენებთ სავარცლების, თმის მოვლისა და ვარცხნილობის ხელსაწყოების შესანახავად.
3. კუთხის ნიჟარა
კუთიხს კომპაქტური ნიჟარა პრაქტიკული გადაწყვეტილებაა სარეცხი და ჰიგიენური საშუალებების შესანახავად, პატარა სააბაზანოში.
4. დასაკიდი თაროები
თუ არ გინდათ, ინტერიერი დამატებითი კარადებითა და თაროებით გადაავსოთ, ჩვენი რედაქციის რჩევაა, უპირატესობა მიანიჭოთ დასაკიდ ბადეს, რომლის დაყოფაც შეიძლება სექციებად.
5. პლასტმასის თაროები
მკვეთრი ფერის, კომპაქტური თაროები – ბიუჯეტური საშუალებაა, რომელიც არამხოლოდ სააბაზანოს ორგანიზებაში, არამედ კედლების გაფორმებაშიც დაგეხმარებათ.
6. ორგანაიზერი
ძველი პირსახოცით შეგიძლიათ დამოუკიდებლად შექმნათ შესანიშნავი დასაკიდი ორგანაიზერი, რომელსაც დაკიდებთ კარზე და გამოიყენებთ ჯაგრისების, შხაპის გელების, სავარცხლებისა და მსგავსი წვრილმანების შესანახავად.
7. მავთულის თაროები
შეიძინეთ საყოფაცხოვრებო მაღაზიებში რამდენიმე უბრალო მავთულის თარო და გამოიყენეთ ნიჟრის ქვეშ, კარადაში, წესრიგის დასამყარებლად.
8. პლასტმასის კალათები
პლასტმასის მკვეთრი ფერის კალათები, საყოფაცხოვრებო მაღაზიიდან, შეიძლება შენახვის ორიგინალურ სისტემად აქციოთ. ამისთვის შეაერთეთ ისინი რამდენიმე მეტალის კაუჭით და მიამაგრეთ ასეთივეებით, საშხაპე ფარდის ლავგარდანზე.
9. თაროები და რეილინგები
არ ღირს პატარა სააბაზანო ოთახის სივრცის ამოვსება მასიური დასაკიდი კარადებით. ამის ნაცვლად, გამოიყენეთ შენახვის ღია სისტემები: ვიწრო თაროები, მაგნიტური ლენტები და რეილინგები. მათი დახმარებით არამხოლოდ ყველა ნივთის შენახვას, არამედ ცარიელი კედლების იერის გალამაზებასაც შეძლებთ.
10. ხელნაკეთი საკიდი
მყარი თოკითა და რეზინის მილებით შეგიძლიათ ორიგინალური საკიდის დამზადება. მასზე ჩამოკიდებთ რამდენიმე პატარა პირსახოცს, თმის უთოსა და რამდენიმე კომპლექტ თეთრეულს.
11. დახურული კარადები
ჩვენი რედაქციის აზრით, შენახვის ფარული სისტემები პატარა სივრცეებისთვის ზედგამოჭრილია. გამოსაწევი სექციების მქონე სარკე, წვრილი თარო ბორბლებზე, დაყენებული აბაზანასა და სარეცხის მანქანას შორის, აბაზანის ქვედა ეკრანი გამოსაწევი პანელებით – ეს ყველაფერი ინტერიერს გათვლილსა და ფუნქციურს ხდის.
12. ხის სტელაჟი
ხის დეტალები ძალიან ლამაზია თანამედროვე სააბაზანო ოთახების ინტერიერში. თუ თქვენი სან.კვანძის სივრცე ამის საშუალებას იძლევა, დააყენეთ იქ ხის ღია სტელაჟი. მასში მოთავსდება იმ ნივთების დიდი ნაწილი, რომლებიც სააბაზანოში უნდა იყოს.
13. კომბინირებული სტელაჟი
მოდური და ძალიან პრაქტიკული სტელაჟი, რომელიც დახურული კარადებისა და ღია თაროებისგან შედგება. ასეთი ავეჯი საკმაოდ საინტერესოდ გამოიყურება და სხვადასხვა ნივთის შესანახავად გამოდგება.
14. ტუმბო ნიჟრის ქვეშ
მოდური ტანდემი, რომელიც თანამედროვე დასაწებებელი ნიჟრისა და ლამაზი, თანამედროვე კარადისგან შედგება.
15. მცირე საკიდები
გამოიყენეთ კარადის კარის ნაწილი სახვევის, უთოსა და სტაილერების შესანახავად. ამისთვის უბრალოდ მიამაგრეთ კედელზე პვქ-მილების ნაჭრები.
16. ვიწრო კარადა
თუ თქვენს სან.კვანძში სრულყოფილი ტუმბოსა და დასაკიდი კარადების ადგილი არაა, შეუკვეთეთ ხელოსანს რამდენიმე ვიწრო მოდელი. მათი დაყენება შეიძლება ცარიელ ადგილას, სარეცხ მანქანასა და აბაზანას შორის ან საშხაპე კაბინასა და ნიჟარას შორის.
17. პირამიდა
ორიგინალური პირამიდა ხის კარადებისგან, დაყენებული აბაზანის თავზე, თანამედროვე სან.კვანძის ნამდვილი პიკანტური დეტალი იქნება. უბრალოდ გაითვალისწინეთ, რომ ხე სპეციალური ხსნარებით უნდა იყოს დამუშავებული, რომელიც ხელს შეუშლის ტენიანობის მავნე ზეგავლენას.