7 ხრიკი ცნობილი სასტუმროს დიასახლისებისგან, რათა დალაგებამ დიდი დრო არ წაიღოს

ლუქს-კლასის სასტუმროებში არსებობს მკაცრი სტანდარტები, რომელთა თანახმადაც, ნომერი, საშუალოდ, ყოველ 30 წუთში უნდა დალაგდეს. მართალია, ეს დაუჯერებლად გეჩვენებათ, თუმცა დიასახლისები, რომლების სასტუმროებში მუშაობენ, წარმატებით უმკლავდებიან დასმულ დავალებას. ასეთი სისწრაფის საიდუმლო და ხარისხი იმაში მდგომარეობს, რომ დალაგების თითოეული ეტაპი მკაცრადაა დაგეგმილი. რატომ არ უნდა გამოვიყენოთ ეს ეფექტური პრაქტიკა ჩვეულებრივი სახლის პირობებში?

წარმოგიდგენთ სასტუმროს ნომრების დალაგების 7 ხრიკს, რომლებიც დაგეხმარებათ ბინის ნახევარ საათში დალაგებაში.

1. ვიშორებთ ნაგავს

პირველ რიგში, დამლაგებლებს ნომრიდან გააქვთ დაგროვილი ნაგავი: იღებენ გამოყენებულ ფლაკონებს სააბაზანოდან, წმენდენ ნაგვის ურნებს და იღებენ ცარიელ ბოთლებს. ბინაში, ამ ეტაპზე, შეგიძლიათ დაიწყოთ ნივთების თავიანთ ადგილებზე დადებით: ტანსაცმელი სკამიდან კარადაში, წიგნები და წვრილმანები – თაროებზე. თუ ჭურჭლის სარეცხი მანქანა გაქვთ, დროა, ჩართოთ იგი.

2. არ ვივიწყებთ საყოფაცხოვრებო ქიმიას

ამ შემთხვევაში, საუბარია სააბაზანოსა და სამზარეულოს დალაგებაზე. უნდა წაუსვათ საწმენდი საშუალება ფილებს, ნიჟრებს, აბაზანასა და უნიტაზს და გააჩეროთ ასე 10-15 წუთით. ამ დროისთვის, სახლში სხვა საქმეების გაკეთებასაც მოასწრებთ.

3. ვცვლით საწოლის თეთრეულს

საწოლის სისუფთავეც არ უნდა დაგავიწყდეთ. დაბინძურებული თეთრეული მაშინვე მოათავსეთ მანქანაში, დრო რომ არ დაკარგოთ. ამ ეტაპის ყველაზე რთული ნაწილია საწოლზე ახალი თეთრეულის დაფენა. იმისათვის, რომ ნაკლები დრო დაგჭირდეთ, გამოიყენეთ რეზინიანი ზეწრები.

4. მტვერთან ბრძოლისთვის 5 წუთი გვაქვს

თავიდან უჩვეულოდ გვეჩვენება: შეიძლება თუ არა ყველა ზედაპირიდან მტვრის მოწმენდა 5 წუთში, როცა საუბარი თქვენს ბინაზეა. თუმცა, თუ პირველი პუნქტი წარმატებით შეასრულეთ, ზედმეტი ნივთისგან გათავისუფლებული ზედაპირები და იატაკი ძალიან სწრაფად მოიწმინდება.

არაფერი რომ გამოგეპაროთ, დაალაგეთ შემდეგი სქემით – ყველაზე შორი ოთახიდან შემოსასვლელამდე, ოთახებში – ფანჯრიდან კარებამდე.

5. დროა, შვაბრა ავიღოთ ხელში

ბევრს შეიძლება აშინებდეს სიტყვა “სველი დალაგება”, თუმცა, ამ შემთხვევაში საუბარი მხოლოდ იატაკის მოწმენდაზეა. იმისათვის, რომ პროცესი მაქსიმალურად დააჩქაროთ და გაიმარტივოთ, აირჩიეთ ბრტყელი შვაბრა განიერი პირით – ასეთით დიდი ზომის ავეჯის ქვეშაც შეაღწევთ და იატაკიც სწრაფად მოიწმინდება. რა თქმა უნდა, არ უნდა დაგავიწყდეთ პირის რეგულარული ცვლის შესახებაც. შემდეგ გააღეთ ფანჯრები გასანიავებლად და გადადით სააბაზანოსა და სამზარეულოში – დროა, საყოფაცხოვრებო ქიმია ჩამოწმინდოთ.

6. რევიზორობის ფუნქციაც შევითავსოთ

უზარმაზარ “სისუფთავის სადგურებზე”, რომლებსაც დიასახლისები თან ატარებენ სასტუმროებში, იპოვით უამრავ დასასუფთავებელ საშუალებას – შვაბრითა და მტვერსასრუტით დაწყებული, კბილის ჯაგრისებისა და ბამბის ჩხირებით დასრულებული. ასე ყველაზე რთულად მისაწვდომ ადგილებშიც კი ახერხებს დალაგებას. ამიტომ, თუ გენერალური დალაგება გადაწყვიტეთ, ზედმეტი არ იქნება ყველა კუთხისა და ზედაპირის გადათვალიერება, მაშინ იდეალური სისუფთავე უფრო დიდხანს შენარჩუნდება.

7. ბოლო შტრიხები

სანამ დალაგებას დაასრულებთ, ყურადღებით დაათვალიერეთ ყველა ოთახი, ჭერიდან იატაკამდე. ასე შეამჩნევთ წვრილ შეუსაბამობებს, რომლებიც სუფთა ბინას არ შეეფერება – იქნება ეს სხვაგან დამდგარი სკამი თუ მხალიჩის აკეცილი კუთხეები. ახლა, როცა ყველაფერი თავის ადგილზეა, კარგი იქნება, თუ თავს რაღაც გემრიელით დააჯილდოვებთ ან უბრალოდ ჩაეშვებით დივანზე – დალაგება ხომ წარმატებით დასრულდა.