
ხშირად ხდება, რომ კარადაში უამრავი ტანსაცმელია, რეალურად კი ჩასაცმელი არაფერი გვაქვს. გადაყრა გვენანება, არადა, არც მოდის მსოფლმხედველობაში ჯდება… ამ შემთხვევაში, სიტუაციიდან გამოსავლის საპოვნელად და ახალი ტანსაცმლის შეძენაზე ეკონომიის გასაკეთებლად, უბრალოდ საკუთარი ხელებით ნივთების გარდაქმნა საუკეთესო გზაა. ამისთვის სულ 10 წუთი დაგჭირდებათ, შედეგი კი მოლოდინს გადააჭარბებს.
1. სვიტშოთი მაისურით
უვარგისი შარვლები – საყვარელი მაისურის მოდერნიზების საბაბია. თუ შარვლებს ქვედა ნაწილს მოაჭრით და მიაკერებთ მაისურის მკლავებს, მიიღებთ მოდურ სვიტშოთს მკვეთრი დეკორით. ანალოგიური იდეა შეიძლება გამოიყენოთ ჯინსის ქურთუკის გასაახლებლად, რომელსაც ლამაზი მკლავები გაუჩნდება. თქვენი ტანსაცმელი უნიკალური და განუმეორებელი იქნება. ტანსაცმლის ასეთი მოდერნიზება შეიძლება როგორც თქვენთვის, ისე ბავშვისთვისაც.
2. კაბა შარვლისგან
თუ გარდერობში გრძელი და ძალიან განიერი შარვალი იდებს მტვერს, რომლის ტარებასაც არ აპირებთ, შეგიძლიათ, მისგან ახალი ტანსაცმელი შექმნათ. ამაში რთული არაფერია – აიწიეთ შარვალი მკერდის დონემდე, ერთი ფეხი გამოიყენეთ ფუძედ, ხოლო მეორე გაჭერით შუაზე და შემოიხვიეთ წელზე, დეკორის სახით.
3. სპორტული შარვლები გარდერობის სასარგებლოდ
ხშირად, სპორტული შარვლები გვბეზრდება ან მუხლებთან ფუჭდება. ერთი შეხედვით, ერთადერთი გამოსავალი მათი გადაყრაა, თუმცა ცდებით. უბრალოდ მოჭერით მაკრატლით ფეხებშორისი ნაწილი და შარვლის ტოტები, შემდეგ შეკერეთ შუაში. ასე მინიმალურ დროში, თქვენს გარდერობში ახალი ქვედა-ბოლო გაჩნდება. ძველ ჯინსებს კი მარტივად აქცევთ მაღალწელიან კაბად, თუ მოაჭრით ზედმეტ ნაწილებს და კი არ შეკერავთ, უბრალოდ ღილებით შეაერთებთ ორ ნაწილს.
4. ხელნაკეთი საცუარო კოსტუმი
თუ გარდერობში უვარგისი ლეგინსები გაქვთ, მათ მარტივად აქცევთ საცურაო კოსტუმებად. მკეთრი ფერი და პრინტები ხელს არ შეუშლის, პირიქით, ახალ ტანსაცმელს უფრო მოუხდება. ლეგინსის ზედა ნაწილი შეგიძლიათ საცურაო შორტებად გამოიყენოთ, ხოლო გადაკვანძული ფეხები – კოსტუმის ზედა ნაწილის ფუნქციას შეასრულებს. მას შეგიძლიათ დაუმატოთ სამკაულები რგოლის, გულსაბნევის ან ბუსების სახით. დაამზადეთ ბრეტელები, სურვილისამებრ.
5. ახალი მაისური
ჯერ შარვლები უნდა გადააბრუნოთ, ფეხებით ზემოთ. შემდეგ მოაჭერით რწზინი ან აიტოვეთ, თუ ფიქსაციის მქონე ტოპის გაკეთება გინდათ. შემდეგ, დატოვეთ შარვალზე მაისურის სილუეტი, დანარჩენი კი უკომპრომისოდ მოჭერით. შუა ნაწილით გამოვა გაჭერი, რომელიც ზემოთ უნდა მოკეროთ.
6. ჩანთა ცხოვრების ყველა შემთხვევისთვის
ძველი ტანსაცმელი ახალი ჩანთების შესაქმნელი საუკეთესო მასალაა. ჩვეულებრივი მაისურის ან სვიტრისგან შეიძლება რბილი ჩანთის შეკერვა, მაღაზიაში საყიდლების ჩასალაგებლად ან აივანზე სხვადასხვა ნივთის ჩამოსაკიდებლად. სპორტული შარვლებით კი სავარჯიშო ტანსაცმლის სატარებელ ჩანთას მიიღებთ. აი, ძველ ჯინსებს ან კომბინეზონს აქცევთ საიმედო და მედეგ ჩანთად, მოდური გაფორმებებით.
7. ჟილეტი ან მოსასხამი
მოდური საზაფხულო ტანსაცმლის მიღება შეიძლება სპორტული ან საზაფხულო შარვლებით. ამისთვის მოჭერით ზედა ნაწილი, ფეხებშორისი ადგილი და მანჟეტები. ერთი მხარე მოკერეთ – ეს იქნება ზურგი, ხოლო მეორე დატოვეთ გახსნილი. ტანსაცმელს შეავსებს ლამაზი ქამარი ან ნებისმიერი უჩვეულო დეტალი.
8. ზურგჩანთა
ნებისმიერი მჭიდრო ტანსაცმელი შეიძლება აქციოთ მოდურ და პრაქტიკულ ზურგჩანთად. აქ ფანტაზიის თამაში აქსესუარების ნებისმიერ ვარიანტს გამოგაყენებინებთ. მთავარია, ახალი ნივთი შეავსოთ მოდური დეკორით, რათა იგი ახალივით გამოიყურებოდეს.