გასაოცარი საშუალება! როგორ გავწმინდოთ მეტალის ჭურჭელი ქიმიის გარეშე

ჩვენ ყოველდღე გვაქვს ურთიერთობა უამრავ ქიმიურ სარეცხ საშუალებასთან. ეს ჩვეულებრივ მოვლენად იქცა, რომელზეც არავის უფიქრია. არადა, ტყუილად – ქიმიური საშუალებები ვნებს როგორც ჩვენს ჯანმრთელობას, ისე გარემოს.

ხილულ სიბინძურეს ვრეცხავთ, თუმცა, ირეცხება თუ არა ჭურჭლიდან სარეცხი საშუალებები? ან როგორ ისახება ეს ჩვენს ჯანმრთელობაზე? სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ ქიმიური ნაერთები, რომლებიც ჭურჭლის სარეცხი საშუალებების შემადგენლობაშია, ძალიან სახიფათოა.

ზედაპირულად აქტიური ნივთირებები, რომლებზეც ყველა სარეცხი საშუალებაა დამზადებული, ზეჟანგად იქცევა. ადამიანის ორგანიზმში ან წყალსატევში მოხვედრის შემდეგ, იგი ანადგურებს უჯრედებს და ვნებს წყლის ცოცხალ სამყაროს.

გთავაზობთ ნატურალური საშუალებების საინტერესო სიას, რომლებიც ჩაანაცვლებს თქვენს სახლში არსებული ქიმიური საშუალებების უმეტესობას. ისინი ეფექტური და, ამავდროულად, უსაფრთხოა. ამ ნივთიერებების გამოყენება დადებითად აისახება თქვენს ჯანმრთელობაზე და დიდი რაოდენობით ფულსაც დაგაზოგინებთ.

ნატურალური სარეცხი საშუალებები

1. მდოგვის ფხვნილი

ნატურალური სარეცხი საშუალება ჭურჭლისთვის, რომლის შესახებაც ძალიან ცოტამ იცის. მოაყარეთ ნოტიო ღრუბელს და გარეცხეთ ცხიმიანი თეფშები – იდეალურად გაირეცხება!

2. სახლის დალაგებისთვის ძალიან კარგი საშუალებაა წყლისა და ძმრის თანაბარი ხსნარი. სასიამოვნო არომატისთვის შეიძლება თითო წვეთი ლავანდის ზეთის დამატებაც.

3. ძმარი და წყალი 1:5 პროპორციით – კარგი საშუალებაა ფანჯრების გასაწმენდად. ძმარი შეგიძლიათ ლიმონის წვენით ჩაანაცვლოთ.

4. შუშების გაპრიალება, გაწმენდის შემდეგ, შეგიძლიათ ნიშადურის სპირტითა და საპნით.

5. ნიჟრიდან, აბაზანიდან, უნიტაზიდან ლაქები იმაზე მარტივად ამოდის, ვიდრე თქვენ ფიქრობთ. მოასხით ძმარი, მოაყარეთ სოდა და დააყენეთ. ლაქები მარტივად აიწმინდება ჯაგრისით. აღარავითარი ძვირადღირებული საშუალება აღარ გჭირდებათ.

6. ქსოვილის გათეთრებისთვის, 10 ლ წყალს დაუმატეთ 2 ს.კ. წყალბადის ზეჟანგი და 1 ს.კ. ნიშადურის სპირტი.

7. საკვები სოდა შესანიშნავი საშუალებაა ღუმლის გასაწმენდად. ცხიმების ამოსაყვანად, მთელი ღამით გააჩერეტ 1/4 ფინჯანი ნიშადურის სპირტი ღუმელში, მეორე დილით კი მოწმინდეთ შიდა ზედაპირი სოდით.

8. ჯერ კიდევ თბილი ქურის გაწმენდა შეიძლება მარილის დახმარებით – ეს ძალიან ეფექტურია.

9. მარილით მილების გაწმენდა შეიძლება. ჩაყარეთ იგი ნიჟრის ხვრელში და დაასხით მდუღარე წყალი. გაიხსენეთ ამის შესახებ, როცა მილები კიდევ ერთხელ გაიჭედება.

10. ხალიჩის გასაწმენდად, მოაყარეთ სიმინდის სახამებელი მის ზედაპირს და ცოტა ხანში კარგად დაამუშავეთ მტვერსასრუტით. სისუფთავე გარანტირებულია.

ახლა თქვენ და თქვენი ახლობლები დაცული ხართ ქიმიის მავნე ზემოქმედებისგან, სახლი კი მაინც სისუფთავით ბრწყინავს.