
პატარა სამზარეულო შეიძლება სახლში უზარმაზარი ნაკლი იყოს. ამას საკუთარი გამოცდილებით ვამბობ, რადგან ასეთ სივიწროვეში სამწევრიანი ოჯახიც კი ვერ მოახერხებს ერთად ვახშმობას.
დღეს გთავაზობთ ფანტაზიის ჩართვას იმისათვის, რომ სამზარეულო არამხოლოდ კერძების მოსამზადებელ და მისართმევ ადგილად, არამედ ბინის საყვარელ ნაწილადაც აქციოთ.
უკვე ავეჯის შერჩევის ეტაპზე, მრავალი ფაქტორია გასათვალისწინებელი. პატარა სამზარეულოებისთვის იდეალურია უჯრებიანი კარადები, დასაკეცი მაგიდები, მაგნიტური ლენტები და სხვ.
რა თქმა უნდა, ავეჯი სწორადაც უნდა დაიდგას. ამისთვის მთელი სივრცე სამ ზონად უნდა დაყოთ: ნიჟარა, შესანახავი და მოსამზადებელი ზონები. ნახეთ, როგორ შეიძლება ეს გამოიყურებოდეს.
მაცივარი ფანჯრის მოპირდაპირე მხარეს
თუ სარეცხი მანქანა სააბაზანოშია, ავეჯის ასეთი განლაგება გაძლევთ დიდ ფუნქციურობას.
მაცივარი ფანჯრის გვერდით
თავისი არსით, წინა ვარიანტის ერთ-ერთი სახეობაა, თუმცა, ავეჯი სხვა ადგილას გადადის. მისი მთავარი ნაკლია ის, რომ ძალიან მცირე თავისუფალი სივრცე თავისუფლდება.
ქურა და ნიჟარა ფანჯარასთან
გარე კედლის გასწვრივ ვაყენებთ ქურასა და ნიჟარას. მათ ადგილას ვდგამთ მაცივარს. კომპაქტურ ტუმბოებში ტაფებისა და ქვაბების შენახვა შეიძლება.
სასადილო ზონა სამზარეულოს გარეთ
თუ თქვენს ოჯახში მიღებულია სამზარეულოს გარეთ ჭამა, დავალება ცოტათი გამარტივდება. შეგიძლიათ, იფიქროთ სარეცხი ან ჭურჭლის სარეცხი მანქანის დადგმაზეც.
სამუშაო სამკუთხედი ფანჯარასთან
მცირე ზომების ტექნიკა საშუალებას გაძლევთ, მოათავსოთ ნიჟარა, ქურა და მაცივარი ფანჯრის გვერდით. ასე გაცილებით მეტი თავისუფალი ადგილი გაჩნდება. დასაკიდი კარადებიც ამაში დაგეხმარებათ.
სასადილო ზონა ფანჯარასთან
თუ ოჯახში ორ ადამიანზე მეტი არ ცხოვრობს, მაგიდის ზედაპირის ფუნქცია შეიძლება ფანჯრის რაფას შეასრულებინოთ. საკვებად სივრცე საკმარისია.
ახლა უკვე იცით, რომ სამზარეულოში სივრცის გასადიდებლად კედლების დანგრევა, გადაგეგმარება ან ბინის შეცვლა საჭირო არაა. უბრალოდ სწორად მიუდექით ავეჯის არჩევისა და განლაგების საკითხს.