
საბჭოთა დროს ბევრ ხრუშოვკას აშენებდნენ, თანაც ძალიან სწრაფად. იმისათვის, რომ საცხოვრებლის სივიწროვე რაღაცნაირად მაინც აენაზღაურებინათ, ნიჭიერმა არქიტექტორებმა სხვადასხვა სასარგებლო რამ მოიფიქრეს სახლისთვის. ერთ-ერთი მათგანია პატარა ფანჯარა სააბაზანოსა და სამზარეულოს შორის.
ამ ამოუცნობი ფანჯრის შესახებ ფიქრისას, ბევრი მოქალაქე მხოლოდ ყურს იქავებს. არსებობს ვერსია, რომ ფანჯარა გვეხმარება წყლის გამათბობლის აფეთქების ეფექტის შემცირებაში, თუმცა, საქმე ისაა, რომ მას ჯერ კიდევ მანამდე სვამდნენ, სანამ გაზს, როგორც გათბობის საშუალებას, აითვისებდნენ.
აბა, მასში გადაძვრომა ძალიან რთული, თუმცა სავსებით რეალური ვარიანტია.
თუმცა, არქიტექტორების პასუხი უფრო მარტივი და პროზაულია. სააბაზანოში არსებული ფანჯარა შუქისთვისაა დატოვებული. ასე იზოლირებული ოთახი დღით განათდება, რაც ელექტროენერგიას დაზოგავს. ძველად კი ადამიანები ვერ დაანთებდნენ ბენზინის ჭრაქს ყოველ ჯერზე, როცა ხელების დაბანას დააპირებდნენ.
გარდა ამისა, ფანჯარა ოთახის უკეთეს ვენტილაციას უზრუნველყოფს, რაც უკიდურესად მნიშვნელოვანია სააბაზანო ოთახისთვის. ასევე, ეს ფანჯარა ვიზუალურად აფართოებს ოთახს, ამიტომ სახლი უფრო ვრცელი ჩანს.
აი, რისთვის აყენებდნენ ადრე ფანჯარას სააბაზანოსა და სამზარეულოს შორის. და არა, ნამდვილად არა იმისთვის, რომ ოჯახის წევრებს ბანაობისას ერთმანეთისთვის ეცქირათ.