ქალს მობეზრდა იპოთეკასთან დაკავშირებული პრობლემები და ფარეხი იყიდა. ახლა მას ყველა შენატრის…

ცნობილია, რომ მხატვრები შემოქმედებითი ადამიანები არიან. ამიტომ იქ, სადაც ერთნი ნანგრევებსა და უბედურებას ხედავენ, მხატვარი პოულობს მიზეზს თავისი შემოქმედებითი თვისებების გამოსავლენად. სწორედ ასე მოხდა მიშელ დე ლა ვეგას შემთხვევაშიც.

როცა მან ქსელში თავისი ავტოფარეხის ფოტოები გამოაქვეყნა, წერილების მიღება მთელი მსოფლიოდან დაიწყო. ყველას უნდოდა, ქალი მსგავსი სახლის მოწყობაში მათაც დახმარებოდა.

ეს ყველაფერი პროზაულად დაიწყო: მიშელმა იპოთეკის უღელი დაიდო მრებზე. დროთა განმავლობაში, ქალს სახლის გაქირავება მოუხდა, რათა ასე ბანკის ვალი გადაეხადა. ამასთან, იგი არ აპირებდა ნათესავებთან ცხოვრებას და გადაწყვიტა, საკუთარ ავტოფარეხი საცხოვრებელ სახლად გადაეკეთებინა.

შენობის შიგნით, მანიპულაციების უმეტესობა თავად შეასრულა. მშენებლები მას მხოლოდ ჭერის წამოწევასა (ასე გაჩნდა მეორე სართული, რომელზეც საწოლი დადგეს) და ფარეხის გაგრძელებაში დაეხმარნენ, რათა სან.კვანძის ადგილი გაჩენილიყო, სააბაზანოსთან ერთად.

ახალი საცხოვრებლის იატაკზე მიშელმა ბამბუკის საფარი დააგო.

ასევე, ქალმა დამოუკიდებლად განაახლა კარადები, რომლებიც ფარეხში იდგა, და შეღება სანათები.

დროებითი საცხოვრებლის საერთო ფართი 23 კვადრატულ მეტრს შეადგენდა.

აი, როგორ გამოიყურებოდა ავტოფარეხი გარემონტებამდე…

მცირე ვიდეო-რგოლი მიშელის ნამუშევრის შესახებ:

ეს ისტორია ნათელი მაგალითია იმისა, რომ გამოუვალი სიტუაციები არ არსებობს. დარწმუნებული ვარ, მიშელი ღირსეულად გაუმკლავდება ამ პრობლემას და მალე დაბრუნდება თავის სახლში, ფარეხს კი სახელოსნოდ აქცევს.