
ახალგაზრდების უმეტესობამ კარგად იცის, თუ რა ძვირია ჩვენს დროში საცხოვრებელი. თუმცა, ამ ბრიტანელმა წყვილმა მოიფიქრა, თუ როგორ აეცილებინათ თავიდან ძვირადღირებული ბინის გადასახადი. მათ მხოლოდ 1 წელი და 10 000 ფუნტი დასჭირდათ იმისათვის, რომ ძველი ფურგონი კომფორტულ ბორბლებიან სახლად ექციათ.
მაიკ კროფტსა და ნიკი პეპერელს ძალიან უყვართ მოგზაურობა, გზაში დროის კომფორტულად გატარებაში კი მათი მოძრავი სახლი ეხმარებათ. მასში ყველაფერია დროის სასიამოვნოდ გატარებისთვის: პატარა სამზარეულო, საძინებელი, ტუალეტი, საშხაპე და მისაღებიც კი.
ბორბლებიანი სახლი საკუთარი ხელებით
სამზარეულოში პატარა ნიჟარა და გაზქურაა, რომელიც საშუალებას იძლევა, საკვები პირდაპირ ფურგონში მოამზადონ.
3 500 ფუნტად მეორადი მანქანის შეძენის შემდეგ, ახალგაზრდა წყვილმა კიდევ 6 500 ფუნტი დახარჯა იმისათვის, რომ იგი კომფორტულ საცხოვრებლად ექცია.
ოფისის სამსახურთან და ცხოვრების ჩვეულ წესთან დამშვიდობების შემდეგ, მაიკი და ნიკი გეგმავენ ევროპაში ხანგრძლივ მოგზაურობას. არა, ისინი უსაქმურად არ იქნებიან, ახალგაზრდები მუშაობასა და მოგზაურობას ერთდროულად აპირებენ. იმედია, ამას შეძლებენ.
გაუზიარეთ მეგობრებს ეს უჩვეულო ისტორია, შესაძლოა, მათ ცხოვრებისეული ცვლილებებისთვისაც შთააგონებთ. ასევე, ნახეთ, როგორ გადააკეთა ახალგაზრდა ამერიკელმა მამაკაცმა ჩამოწერილი სამედიცინო ფურგონი საცხოვრებელ სახლად.