როგორ ვაქციოთ პატარა ბინა სრულყოფილ აპარტამენტად. ამ დიზაინერებმა შეუძლებელი შეძლეს

29 კვადრატული მეტრი განაჩენი არაა. თუ საქმეს ხელს პროფესიონალი დიზაინერები ჰკიდებენ, ასეთ პატარა სივრცეშიც კი მარტივად მოთავსდება სამზარეულო, საძინებელი, მისაღები და გარდერობი.

ეს შესანიშნავი მაგალითია იმისა, თუ როგორ უნდა გადავაწყოთ ერთოთახიანი ბინა ოროთახიანად და გავხადოთ სახლი მეტად ფუნქციური. აიღეთ შთაგონება ამ იდეებისგან და არასდროს შეწყვიტოთ სახლის მორგება საკუთარ თავზე.

როგორ მოვაწყოთ პატარა ბინა

მთავარი პრობლემა, რომელსაც დიზაინერები გადაგეგმარების დროს აწყდებიან – ესაა ზუსტი გათვლები.თუ ცოტათი მაინც შეეშლებათ, ეს შეცდომა საბედისწერო შეიძლება აღმოჩნდეს: პატარა ბინაში ნებისმიერ სანტიმეტრს აქვს მნიშვნელობა. მოცემულ ბინაში კედლები მზიდი არ აღმოჩნდა, ამიტომ დამპროექტებლების ფანტაზიას არაფერი ზღუდავდა.

მთელი ავეჯი დაკვეთით დამზადდა, სპეციალურად ამ პატარა ბინისთვის. ყურადღება გაამახვილეთ ინტერიერში ფერების შერწყმაზე: კრემისფრის, ნაცრისფრის, ოქროსფრისა და ჩალისფრის ყველა ელფერი ძალიან წარმატებულია. იქმნება გაუფრთხილებელი სიმდიდრის ატმოსფერო, რაც უნებურად ზრდის ბინის ფართობს ჩვენს თვალში.

სამზარეულოს მოსახერხებელ კუთხეს დიდი ფანჯრები ალამაზებს. სინათლე აფართოებს სივრცეს, ამ ფანჯრების გვერდით თავს ნებისმიერი ადამიანი კომფორტულად იგრძნობს. წარმოიდგინეთ თავი ამ მდიდრულ სამზარეულოში, როგორ ფიქრობთ, მოგეწონებოდათ იქ ყოფნა?

სანათები ინტერიერის დასრულებულ სახეს აძლევს. მრგვალი ჭაღები შესანიშნავად გამოიყურება ბინის ნებისმიერ ზონაში.

საძინებელი უცხო თვალისგან ჩაშენებული კარადის დახმარებითაა დამალული. ყველა დეტალი გათვლილია, ძილის ადგილი ძალიან ჰარმონიული გამოვიდა.

სან.კვანძიც ძალიან სასიამოვნო გამოვიდა, თუმცა, ამასთან, უბრალოდ და მოსაწყენად ნამდვილად არ გამოიყურება. ყველაფერს წყვეტს აქცენტები.

შესასვლელში არსებული სარკე მთავარი და ძალიან მკვეთრი აქცენტია. ბამბით გატენილი სავარძელი და სანათი კი ძალიან მოდურად გამოიყურება!

ბინა სილამაზისა და ფუნქციურობის თქვენეულ აღქმას რომ დაემთხვას, მის მოსაწყობად საკმაოდ დიდი ძალისხმევა დაგჭირდებათ. სამაგიეროდ, მდიდრულ სახლში ძალიან ეცდებით, ბედნიერი იყოთ.

ყოველთვის გახსოვდეთ, რომ თქვენი მდგომარეობა პირდაპირაა დამოკიდებული იმ ადგილზე, რომელშიც იმყოფებით, იმ ნივთებზე, რომელთა გარემოცვაშიც ხართ. შეინარჩუნეთ თქვენს სახლში სისუფთავე და სილამაზე, აუცილებლად შეცვალეთ რაღაც ინტერიერში, პერიოდულად მაინც. გაგიკვირდებათ, თუ რამდენად უკეთ იგრძნობთ თავს.