კანადელმა უნუშევარმა ბიჭმა ქაღალდის სამაგრი ორსართულიან სახლში გაცვალა

დაუჯერებელი ისტორია, რომელიც ამ ახალგაზრდას შეემთხვა ყველას დაარწმუნებს, რომ ადამიანი თუ მოინდომებს, ყველაფერს მიაღწევს.

ჩვენს შორის არიან ადამიანები, რომლებიც მუდამ მზად არიან საოცარი თავგადასავლებისთვის. ეს, რაც მოხდა რეალური ამბავია, რომელიც კანადელ კაილ მაკდონალდს შეემთხვა. ერთხელ მას გაუჩნდა იდეა, რომ ჩვეულებრივი ქაღალდის სკრეპი ნებისმიერ ნივთში გაეცვალა. და მან ეს მოახერხა.

2005 წელს, მან ერთ-ერთ საიტზე გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ ის ქაღალდის წითელ სკრეპს ნებისმიერ ნივთში გაცვლიდა, მან საიტზე ხალხი მოიწვია, რათა პოპულარული საბავშვო თამაში ეთამაშათ.

მან მოახერხა ქაღალდის სკრეპის თევზის ფორმის კალამში გაცვლა.

შემდეგ ის სიეტლში გაემგზავრა, რათა ეს კალამი სხვა ნივთში გაეცვალა.

მას ბევრი რამ შესთავაზეს კალმის სანაცვლოდ, თუმცა კაილმა გადაწყვიტა მასაჩუსეტში გამგზავრება და კალმის გაზის ღუმელში გაცვლა. საბედისწერო დამთხვევით, მეპატრონეს ნამდვილად სჭირდებოდა ექსკლუზიური კალამი, რომელიც შემდეგ მან ყავის სახურავზე მიამაგრა.

შემდეგ კაილმა ის ლუდის ცარიელ კასრში და ამ ბრენდის ნეონის ნიშანში გაცვალა.

გაცვლის იდეამ ბიჭი შეიპყრო და მან გადაწყვიტა ტერიტორიის გაფართოება. მან ნივთები შეერთებული შტატების მასშტაბით გამოფინა.

მალე ლუდის კასრი და ბრენდის ნიშანი კვებეკში წაიღო, რომელიც რადიოს წამყვანს, მიშელ ბარეტს გადასცა.

მას ბიჭის იდეა ძალიან მოეწონა და ერთი თოვლის ბაბუა სატელევიზიო კამერების წინ გაუცვალა, რომელიც კაილმა ჟურნალს, რომელიც თოვლის ბაბუების მოყვარული იყო, გაუცვალა მთებში ერთ კვირიან მოგზაურობაში.

ჟურნალისტებმა კაილის იდეის შესახებ შეიტყვეს და უამრავ სხვადასხვა შოუში მიიწვიეს, რომლის წყალობით გაცვლის მომდევნო რაუნდი დაუწყო. ამჯერად მან ერთ–ერთი კომპანიისგან ავტოგრაფიანი ლოგო მიიღიო მიიღო.

ეს ავტოგრაფი მან 90 წუთიანი მუსიკის ჩაწერაში გაცვალა. შემდეგ მას დაუკავშირდა მომღერალი ჯოდი გრანტი, რომელმაც კაილს შესთავაზა ფენიქსში საკუთარი სახლის უფასო ქირაობა.

ამის შემდეგ კაილი შეხვდა როკ ვარსკვლავ ალისა კუპერს, მან კაილს გადასცა გლობუსის ფორმის სუვენირი ცნობილი როკ-მუსიკოსების ფიგურებით.

ამის შემდეგ ის თავის ოცნებასთან კიდევ უფრო მიახლოვდა: ჰოლივუდის რეჟისორმა, რომელიც ასეთ სუვენირებს აგროვებდა მის სანაცვლოდ, კაილის შესთავაზა კონტრაქტი ფილმში როლის შესრულებისთვის.

შემდეგ ყველაფერი იდეალურად წავიდა: როლი მან ახალგაზრდა მსახიობს ორსართულიან სახლში გაუცვალა, რომლის ღირებულება 80 ათასი დოლარია.

2007 წელს კიპლინგში, ქაღალდის წითელი სამაგრის საპატივსაცემოდ, ძეგლი დაიდგა.