
ყოველ დღე ინტერნეტში ვაწყდებით ახალ მოწყობილობებს, რომლებიც ჩვენს ცხოვრებას უფრო კომფორტულს ხდის. მათი უმეტესობა ჩინეთშია დამზადებული და არა მხოლოდ სასაცილოდ გამოიყურება, არამედ ისინი იშვიათად მუშაობენ ნორმალურად.
დღეს გვსურს გაჩვენოთ ძალიან უჩვეულო ობიექტები, რომლებიც შეიძლება უცნაურად გამოიყურებოდეს, მაგრამ მათ გარეშე ვერასოდეს მიხვდებოით, რომ ეს ნივთი გჭირდებოდათ.
მრუდე მაკრატელი
ერთი შეხედვით, შეიძლება ჩანდეს, რომ ეს არის დეფექტური მაკრატელი. სინამდვილეში, იგი შექმნილია პიცის დაჭრისთვის.
რაღაც კოსმიური
ეს საოცარი დიზაინი ერთგვარი სარბენი ბილიკია. იგი გამოიყენება იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ტრამვირებულნი არიან და გამოჯანმრთელება სურთ. ეს დიზაინი უზრუნველყოფს დამატებით მხარდაჭერას.
რაღაც ხის ნივითი
ხის ეს ლამაზი ნივთი გამოიყენება თეთრეულისთვის, მის გარეცხვამდე და გარეცხვის შემდეგ.
უჩვეულო გასაღები
ამ გასაღებით, ზოგიერთი ხელოსანი ნებისმიერ კარს აღებს.
ხის დაფა
ასეთ დაფაზე ხილს ვერ დაჭრით. მაგრამ ის შეგიძლიათ გამოიყენოთ ღვინის ბოთლისა და ორი ჭიქის დასადგამად.
სუვენირი კატალონიიდან
ასე გამოიყურება ღვინის ესპანური ჭურჭელი. იგი უნდა იყოს დახრილი, ვიწრო კისრით, რომელსაც უჭირავს ზედა ნაწილი.
უცნაური ხელთათმანი
არა, ეს არ არის მიკი მაუსის ხელი. ესაა მდგრადი ხელთათმანი, რომელიც დამწვრობისგან იცავს სტილისტს.
სტომატოლოგიური სარკე
ეს ნივთი წააგავს ერთგვარ სამედიცინო ინსტრუმენტს. სინამდვილეში – ჩვეულებრივი სანიშნეა წიგნისთვის.
ძალიან უცნაური კოვზი (?)
რა თქმა უნდა, მესმის, რომ კერძების მრავალფეროვნება ზოგჯერ შეიძლება დამაბნეველი იყოს, როდესაც ძვირადღირებულ რესტორანში მიდიხარ. როგორც გაირკვა, ეს ნივთი მცირეწლოვანი ბავშვებისთვისაა და იყენებენ მანამ, სანამ არ ისწავლიან დანა-ჩანგლის ნორმალურად გამოყენებას.
უჩვეულო ნივთი
ამ ნივთს გასულ საუკუნეებში მეან-გინეკოლოგები იყენებდნენ ჭიპლარის გადასაჭრელად.
საათი თუ კომპასი?
ასზე მეტი წლის წინ, ნამდვილმა არისტოკრატებმა გამოიგონეს ეს ნივთი და თითზე გაიკეთეს. მას შემდეგ, მამაკაცის აქსესუარად იქცა.
საწამებელი მოწყობილობა
როგორც ჩანს, ასე არაა. ამ მოწყობილობით თქვენ შეგიძლიათ მარტივად მოაშოროთ ქერქი ქოქოსს.
საკმაოდ საშიში ნივთი
ეს არის კრუასანების დაჭრისთვის განკუთვნილი დანა. ვინ იფიქრებდა?
გარდერობის ნივთი
მაგრამ არა ქალისთვის, როგორც ეს ბევრს ეგონა, არამედ მამაკაცისთვის. მამაკაცი ასეთ ნივთს ფეხზე იკეთებდა და პერანგს სპეციალური დამჭერებით ამაგრებდა, რომლებიც ამ მოწყობილობის სამ ქამარზეა.
საეჭვო მოწყობილობა
ამ ხის ნაჭრით ნებისმიერ შუშის ბოთლის გახვრეტა შეგიძლიათ.
კვერცხის შესანახი უჯრა?
არა. ეს მოწყობილობა ხელს უწყობს ხორცის სწრაფად და მარტივად მომზადებას. მასში ათავსებენ ხორცს და ხარშავენ.
რკინის უცნაური ნივთი
ეს ნივთიგამოიყენება ცომისთვის. მისი დახმარებით, ჩვენი დედები და ბებიები ტორტებსა და ნამცხვრებს ამზადებდნენ.
იცოდით რომელიმე ნივთის დანიშნულების შესახებ?