7 შეცდომა, რომლებსაც ნივთების შენახვისას უშვებთ და არეულობას იწვევთ

ალბათ, ბევრ დიასახლისს უწევს გაუმკლავდეს ისეთ პრობლემებს, როგორიცაა გაწმენდა, დასუფთავება, დალაგება. ეს ყველაფერი ნივთების არასწორი შენახვითაა გამოწვეული. ეცადეთ ყველაფერი სწორად დააწყოთ, ეს ყველა პრობლემას მოაგვარებს.

1. ნივთების ტყვე

ბინაში არასოდეს იქნება წესრიგი, თუ ძალიან ბევრი უსარგებლო ნივთი გაქვთ. ისინი უმოქმედოთ ინახება თქვენს თაროებზე, აგროვებენ მტვერს და უფრო ცოტა ადგილი გრჩებათ მნიშვნელოვანი ნივთების შესანახად. ასე რომ, თუ გსურთ, რომ დაამყაროთ იდეალური წესრიგი, დროდადრო დაალაგეთ თაორები, გადაყარეთ ყველაფერი, რაც ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში არ გამოგიყენებიათ. იმის დასადგენად, გჭირდებათ თუ არა ნივთები, იხელმძღვანელეთ მხოლოდ ორი პრინციპი: პრაქტიკულობა და სიხარული. ანუ დატოვეთ მხოლოდ ის, რასაც მართლა იყენებთ და ის, რაც სიხარულს განიჭებთ.

2. მოუხერხებელი სისტემები

ყველა ეს ყუთი და ნაქსოვი კალათა ძალიან ლამაზად გამოიყურება. თუმცა, მას აქვს მხოლოდ ვიზუალური ეფექტი. ძალიან მოუხერხებელია ნივთების დახურულ ყუთებში მოთავსება, რადგან დროთა განმავლობაში საერთოდ გადავავიწყდებათ. გამოსავალი ძალიან მარტივია – გამოიყენეთ ყუთები მხოლოდ იშვიათად გამოყენებადი ნივთების შესანახად.

3. არაფერი არაა თავის ადგილას

თუ მიჩვეული ხართ ნივთების დაყრას ნებისმიერ ადგილას, ნუ გაგიკვირდებათ, რომ ყოველთვის არეულობა გექნებათ. თუ გსურთ შეცვალოთ სიტუაცია – იფიქრეთ იმაზე, რა და სად უნდა მოთავსდეს და დაიცავით ეს წესები. წესრიგს უყვარს სისტემა, რაც მოსახერხებელი უნდა იყოს თქვენთვის და სხვა მაცხოვრებლებისთვის. ნივთები უნდა ინახებოდეს იქ, სადაც იყენებთ. თუ მიჩვეული ხართ საძინებელში ჩაცმას, მაშინ თქვენი ტანსაცმელი აქ უნდა ინახებოდეს.

4. “ცხელი” წერტილები

ნებისმიერ ბინაში არის ე.წ. ,,ცხელი წერტილები”. ყველაზე ხშირად ეს ის ადგილებია, სადაც დიდ დროს ატარებ. ყველაზე გავრცელებულია: მაგიდა, საწოლის გვერდით მოთავსებული კარადა, საძინებლის სავარძელი ან დერეფნის იატაკი. ამრიგად, ამ ადგილებს ყველაზე ფრთხილად უნდა მოეკიდოთ, რადგან ყოველდღე სიტუაცია მხოლოდ გაუარესდება. პატარა ადგილის დასუფთავებას მხოლოდ 5-10 წუთი სჭირდება.

5. მალავთ საჭირო ნივთებს

თითოეულ ადამიანს ყოველთვის აქვს ყველაზე საჭირო ნივთების ნაკრები, როგორიცაა ყურსასმენები, სანათებელა, სათვალე, დამტენი და სხვა პატარა ნივთები. უმჯობესია ეს ნივთები არ დამალოთ თქვენს კაბინეტში. არამედ შეინახეთ მოსახერხებელ და ღია ადგიალს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს თქვენ უფრო მეტ არეულობას გამოიწვევს.

6. მოქმედებთ მარტო

თუ მარტო არ ცხოვრობთ, მნიშვნელოვანია სახლის დასაგებისას გყავდეთ დახმარება. წინააღდეგ შემთხვევაში, თუ სხვის ნივთებს არასწორ ადგილას დადებთ, ეს უფრო მეტ ქაოსს გამოიწვევს. გაცილებით ეფექტურია ოჯახის ყველა წევრს ჰქონდეს სწორად დალაგებული საკუთარი კუთხე. თავდაპირველად ეს არ იქნება ადვილი, ზოგჯერ თქვენ მოგიწევთ ყველაფრის დასუფთავება, მაგრამ დროთა განმავლობაში ისინი მიეჩვევიან და თქვენი სახლი გაცილებით მოწესრიგებული გახდება.

7. ზედაპირული წესრიგი

კიდევ ერთი შეცდომა არის წესრიგი მხოლოდ ზედაპირზე. საქმე იმაშია, რომ თქვენ ასუფთავებთ ზედაპირებს და ის კარგად გამოიყურება, მაგრამ კარადების შიგნით ნამდვილი ქაოსია. იმისათვის, რომ უფრო მარტივი იყოს წესრიგის დაცვა, დაყავით უჯრები სექციებად და ისე მოათავსეთ მათში სასურველი ნივთები.