აი, როგორ განაახლა მამაკაცმა ძველი იატაკი თავის ბინაში…

ბევრი ცვლის ძველ იატაკს პარკეტით, ლამინატით, მასიური დაფებითა და სხვა თანამედროვე საფრით. თუმცა იმან, რაც ჩემი ძველი მეგობრის ახალგარემონტებულ ბინაში ვნახე, გამაკვირვა და შთამაგონა კიდევაც.

ნატა ცოტა ხნის წინ გადავიდა ახალ ბინაში, რომელიც დიდი ბებიისგან ხვდა მემკვიდრეობით. სახლი ძალიან ძველი იყო და რემონტს ითხოვდა.

ხელოსნებმა მას ურჩიეს ძველი იატაკის აყრა, თუმცა ნატას ქმარმა სხვა გადაწყვეტილება მიიღო. ის, რაც შედეგად მიიღო, ნამდვილად იმსახურებს აღტაცებას. ახლა ასეთი იატაკი არავის ექნება! თანაც, ეს გადაკეთება ძალიან იაფი დაუჯდათ.

ხის იატაკის განახლება

სანამ იატაკის დაფები დამპალა, აირჩიეთ იმაზე უფრო ეკონომიური ვარიანტი, ვიდრე პარკეტის ლამინატით შეცვლაა. ყველაზე იაფი გზა ძველი იატაკის გასაახლებლად – შეღებვაა.

რა თქმა უნდა, ზედაპირის უბრალოდ ერთ ტონში გადაღებვა გაცილებით მარტივია, თუმცა, თუ პროცესს უფრო კრეატიულად მიუდგებით, ძველ დაფებს ეფექტურ იატაკად აქცევთ, შეღებვის რთული მეთოდების გამოყენებით.

ჩვენმა რედაქციამ მოამზადა 27 კრეატიული იდეა ძველი იატაკის ბიუჯეტური განახლებისთვის.

1. ესეც რეკონსტრუქციის ყველაზე მარტივი საშუალება. ძველი პარკეტი, გადაღებილი ახალ, უფრო მოდურ და სასიამოვნო პიტნისფერში, გაცილებით უფრო ეფექტურად გამოიყურება, ვიდრე მონოტონური ლამინატი. უბრალოდ გადაუსვით ზემოდან ლაქი, რათა ზედაპირი მექანიკური დაზიანებებისგან დაიცვათ.

2. 

3. მოხატული იატაკის იდეა შეიძლება პრაქტიკული იყოს ვიწრო დერეფანში. ჩვეულებრივი ბილიკისგან განსხვავებით, თქვენი მოხატული იატაკი შეიძლება საკმაოდ ნათელი იყოს.

4.

5. სამუშაოების დაწყებამდე, იატაკი უნდა მოამზადოთ. მოწმინდეთ, შეავსეთ ნაპრალები და წაუსვით გრუნტი. შემდეგ, ყალიბის გამოყენებით, უბრალოდ დახატეთ ფერადი საღებავით დამატებითი ფიგურები.

ასვეე, შეგიძლიათ, ამ ფიგურას ზემოდან უფრო მუქი ან ღია ფერის საღებავი წაუსვათ. ასე თქვენს ფერწერას დამატებით, ლამაზ მოცულობას მიანიჭებთ.

6.

7. ეს კი შესანიშნავი ვარიანტია ძველი დაფების გასაახლებლად, დეკუპაჟის ტექნიკის გამოყენებით.

წარმოსახვის უნარს თუ ჩართავთ, სახლში ნებისმიერ ხის ნაკეთობას გაალამაზებთ, “ნაცრისფერ”, მოსაწყენ ინტერიერს კი გასული წლის არისტოკრატის საცხოვრებლად აქცევთ.

8. 

9. ეს ვარიანტი არამხოლოდ პირადი ბინის, არამედ ოფისის ან კაფეს ინტერიერის ორიგინალური აქცენტი იქნება.

10. 

11. განსაკუთრებით ლამაზია ასეთი ხის იატაკები აგარაკის ვერანდაზე ან ტერასაზე. ფერწერული “ხალიჩები” იატაკზე საშუალებას გვაძლევს, ვიზუალურად დავყოთ სივრცე.

ამასთან, ეს შეიძლება საინტერესო აქცენტი იყოს კაფეებისა და რესტორნების საზაფხულო ტერასებისთვის.

12. 

13. ორიგინალური ფერადი ნახატი იატაკზე, რომელიც თქვენ მოიფიქრეთ და თავადვე შეასრულეთ – ყველაზე მარტივი გზაა საცხოვრებელი ფართის პირად სივრცედ გადაკეთებისთვის.

14. 

15. როგორ მოგწონთ ასეთი ვინტაჟური გადაწყვეტილება? ჩემი აზრით, აქვს მას რაღაც საინტერესო, არა?

16. 

17. რომბისებრი ნახატი – იატაკის დიზაინში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მოტივია.

იგი შეიძლება იყოს კონტრასტული ან კომბინირდეს ახლობელ ფერებთან, თუმცა, ეს ყოველთვის უნდა იყოს კარგად შერწყმადი ფერები ერთი და იმავე ფერობრივი ტემპერატურისა: ან თბილი, ან ცივი.

18. 

19. იატაკის შეღებვისა და მოხატვის დახმარებით, ბინაში სივრცის ეფექტურად და ფუნქციურად დაყოფა შეიძლება.

20.

21. ასეთი იატაკი ნებისმიერ ოთახს ორიგინალურობასა და სტილს მიანიჭებს, იქნება ეს სამზარეულო თუ სასტუმრო ოთახი.

22.

23. ყალიბების გამოყენება საშუალებას მოგცემთ, შექმნათ რთული ორნამენტი მარტივი საშუალებებით. პრიმიტიული, პატარა ზომის ყალიბები შეგიძლიათ პლასტმასის ფაილით, საქაღალდით ან ძველი ლინოლეუმით დაამზადოთ. უფრო რთულებს კი მაღაზიებში შეიძენთ.

ხის ორფერიანი იატაკი ასეთი ორნამენტით ლამაზად და უჩვეულოდ გამოიყურება.

24. 

25. ამ ცისარტყელისებრ გადაწყვეტილებაზე რას იტყვით?

26. 

27. ეს ყველაზე რთული და ლამაზი ვარიანტია, რომელიც გარკვეულ მხატვრულ შესაძლებლობებს მოითხოვს. წინასწარ შექმნილ ფონზე დახატული ფიგურები თქვენს იატაკს ექსკლუზიურად აქცევს.

ოთახის სტილზე ორიენტირებისას, შეიძლება შექმნათ აბსტრაქტული ორნამენტი, ყვავილოვანი ფიგურები, ხალიჩის იმიტაცია ან ჟანრობრივი სურათი იატაკზე.

ხის იატაკის ორიგინალურად შეღებვის შემდეგ, რეკომენდებულია ზედაპირის დაცვა ლაქით. შეგიძლიათ, აირჩიოთ გამამკრთალებელი ან პრიალა ზედაპირი. პრიალა ლაქებს შორის არსებობს ნახევრადმკრთალიდან სუპერპრიალა ლაქებამდე სახეობები.

ეს უკანასკნელი შესაფერისია კერამიკული ფილების ორნამენტებისთვის, ასევე, ბიუჯეტური იატაკისთვის პრეზენტაბელური იერის მისანიჭებლად.

ინსტრუმენტებისა და უნარების მინიმალური ნაკრებით, ცოტაოდენი გამბედაობითა და ფანტაზიით, თქვენ შექმნით ულამაზეს ხის იატაკს, რომლის მსგავსიც მხოლოდ თქვენ გექნებათ.