ბებია ყოველთვის მიმტკიცებდა: “ნუ გაიტან ნაგავს საღამოს!” ახლა უკვე ვიცი, რატომაც

ბებიაჩემი ძალიან ცრუმორწმუნე ადამიანი იყო და ნებისმიერი წვრილმანი მის ცხოვრებაში რაღაც მნიშვნელოვანს ნიშნავდა. შავმა კატამ გზაზე გადაურბინა, სარკე დაიმსხვრა თუ მარილი დაიბნა – ეს ყველაფერი ჩემთვის ყოველთვის შეთითხნილ ზღაპარს ჰგავდა.

მისი ერთი რჩევა ჩემს მეხსიერებაში წარუშლელად დაილექა – არ გადამეყარა ნაგავი გვიან საღამოს. ბევრ ადამიანს სმენია ამ ცრურწმენის შესახებ: მზის ჩასვლის შემდეგ სახლიდან არაფერი უნდა გადაყაროთ.

მე დიდხანს არ მესმოდა ამ ცრურწმენის არსი და მუდმივად ვეძებდი პასუხს. ინტერნეტში უამრავი განსხვავებული და დაუჯერებელი ვერსიები თუ თეორიები ვიპოვე. ზოგიერთი მათგანი სულელურია, თუმცა მათ შორის ისეთებიცაა, რომლებსაც სრული სერიოზულობით უნდა მოვეკიდოთ.

ძვლ დროში, ნაგავი გარეთ ღამით იმიტომ არ გაჰქონდათ, რომ ყველას სჯეროდა კუდიანებისა და ავი სულების არსებობის შესახებ. იმდროინდელ ადამიანებს ეჩვენებოდათ, რომ კუდიანებს ადამიანის დაწყევლა შეეზლოთ, ქუჩაში შებინდებისას გასვლა კი უსაფრთხო საქმიანობად არ ითვლებოდა.

მორე ვერსიის თანახმად, ნაგვით, რომელიც ღამით დატოვეთ, იკვებება ფუძის სული. წარსულში ადამიანები ამ სულებთან ურთიერთობის დალაგებას ცდილობდნენ, რადგან ისინი სახლს იცავდნდენ. თუ ფუძის სული საცხოვრებელს დატოვებდა, მფლობელებს შიმშილი და უბედურება ელოდათ.

რა თქმა უნდა, თანამედროვე ადამიანებს ნაკლებად ადარდებთ ძველი ცრურწმენები, რადგან ახლა ნაგვის ბუნკერები ყოველ ნაბიჯზეა. აი, წარსულში კი ადამიანები ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ კუდიანების წყევლასა და ფუძის სულებთან კარგ ურთიერთობას.

თუ ფენშუის პატივს სცემთ, არავითარ შემთხვევაში არ გაიტანოთ ნაგავი სახლიდან საღამოს! დაოსური პრაქტიკის თანახმად, ნაგვის გატანა ღამით ფულის მოშორების სიმბოლოა, ასე სახლში სიღატაკე გამეფდება. მეორე მხრივ, პრაქტიკა გვასწავლის უსარგებლო ნივთების მოშორბას, რათა ენერგიის დადებითი ბალანსი შევინარჩუნოთ.

მე მაინც ბოლო ვერსიას ვემხრობი. ენოტი-მრეცხავები – ღამის ცხოველები არიან, ნაგავსაყრელებზე უკეთეს ადგილს კი ვერ იპოვიან. ვინ იცის, რა შეუძლიათ მოშიებულ მღრღნელებს, ამიტომ ყოველთვის გადადეთ ნაგვის გატანა დილისთვის.

ყველა ირჩევს იმას, რისიც უნდა, რომ სჯეროდეს. არ აქვს მნიშვნელობა, როდის გაიტანთ ნაგავს. მთავარი თავად მოქმედებაა. იმ სამყაროს დაბინძურბა, რომელშიც ვცხოვრობთ, უბრალოდ ღორობაა!