
ნაქირავებ ბინაში რემონტის გაკეთება – უსიამოვნო საქმეა. თუმცა, როგორ მოვიქცეთ, თუ ბედმა თქვენთვის მოამზადა ცხოვრების ისეთი პერიოდი, რომლის გატარებაც ნაქირავებ ბინაში მოგიხდებათ?
ამ სტატიაში გთავაზობთ რჩევებს, რომლებიც დაგეხმარებათ, ყველაზე საშინელი ბინაც კი, მცირე დანახარჯებით, აქციოთ თქვენთვის მყუდრო და კომფორტულ საცხოვრებლად. დასაწყისისთვის, რა თქმა უნდა, ბინა კარგად უნდა დალაგდეს, გათავისუფლდეს ხარახურისგან და გაირეცხოს ყველაფერი, რაც ირეცხება. შემდეგ… დროა, დაკავდეთ თავშეუკავებელი, შესანიშნავი შემოქმედებით! მე მჯერა, რომ ეს რჩევები თქვენს სახლში ბევრ რამეს შეცვლის. მასში დაბრუნება ყოველთვის სასიამოვნო იქნება თქვენთვის.
ნაქირავები ბინის მოწყობა
1. ქსოვილები
ფარდებზე დაკიდული ლამაზი ფარდები, სამზარეულოსა და სააბაზანოს პირსახოცები, სკამების ზეწრები, საწოლის თეთრეული… ჰარმონიულად შერჩეული ქსოვილები სახლს სრულად გარდასახავს.
ხრიკი მათთვის, ვინც საწოლის ალაგებას ვერ ახერხებს – ბინა სასიამოვნოდ რომ გამოიყურებოდეს, საწოლის ალაგება აუცილებელი არაა. უბრალოდ შეიძინეთ თეთრეულის მკვეთრი კომპლექტი, ხარისხიანი ქსოვილისგან. ასე აულაგებელი საწოლიც კი უბადლოდ შეიძლება გამოიყურებოდეს.
2. სინათლე
მხოლოდ ერთი ცენტრალური ჭაღი მთელი ოთახისთვის, თანაც მკრთალი ნათურებით? დამიჯერეთ, სინათლე ინტერიერის უმნიშვნელოვანესი ნაწილია. ოთახი შეიძლება მოირგოთ და მყუდრო გახადოთ, მხოლოდ რამდენიმე სანათის დამატებით.
სანათები კავებზე – შესანიშნავი გადაწყვეტილებაა, რომელიც სინათლესთან ექსპერიმენტების ჩატარების საშუალებას მოგცემთ. ასევე, არ დაგავიწყდეთ ფერადი ნათურების შესახებაც – შესანიშნავი იდეაა საბავშვო ოთახისთვის.
3. ყუთები და კალათები
შესანიშნავი იდეა – რამდენიმე სარეცხი კალათი, ოჯახის თითოეული წევრისთვის თითო. იგივე – ინდივიდუალური თაროები ფეხსაცმლისთვის. სახლში წესრიგის შენარჩუნება გაცილებით გამარტივდება.
4. ბალიშები და პუფები
ბალიშები საცხოვრებელს გაალამაზებს და დაგეხმარებათ ბინის ინტერიერში ერთიანი სტილის შენარჩუნებაში. ბალიშების გამოყენება შეიძლება არამხოლოდ დივნის, საწოლისა და სავარძლისთვის: ეს ქსოვილის სილამაზე ტაბურეტებსა და სკამებსაც მორთავს.
დიდ ბალიშებს ჩაანაცვლებს პუფები და ამ ღირსებას აუცილებლად დააფასებთ, როცა სახლში ბევრი სტუმარი ერთად გეწვევათ.
5. შუშის ქილები და ბოთლები
მრავალფეროვანი შუშის ქილები, რომლებიც სამზარეულოს თაროებზეა განლაგებული, ბინას გაალამაზებს. გამჭვირვალე ჭურჭლები მოსახერხებელია სხვადასხვა პროდუქტის შესანახავად, იქნება ეს ფაფები, თხილი, ჩირი, ყავა, ჩაი თუ სანელებლები…
ინტერიერში ღვინის შუშის ქილებიც შესანიშნავი ბიუჯეტური დეკორია. ლარნაკების, ზეთის ბოთლის, სასანთლის ნაცვლად.
6. პოსტერები, ფოტოები და ნახატები
დაბეჭდილი ფოტოები და მკვეთრი პლაკატები, ნახატები, პოსტერები – ეს ყველაფერი სახლს მოდურ იერს მისცემს, თუ ისინი, რაღა თქმა უნდა, ინტერიერის ფერებს ემთხვევა. მოსაწყენ კედლებს ასე გაახალისებთ. ერთტონიანი ფოტოები და ნახატები შეგიძლიათ შეუხამოთ ზეწრებსა და ბალიშებს.
შეგიძლიათ, ძველი შპალერები აკრილის საღებავებით მოხატოთ, თუ მხატვრული ნიჭი გაქვთ. როგორი ეფექტურია ეს…
7. მცენარეები
მწვანე კუნძულები ნებისმიერ სახლს გაახალისებს! მცენარეების გარეშე, ყველა სახლი მოსაწყენია. ნუ აირჩევთ ყველაზე რთულად მოსავლელ მცენარეებს. უბრალო ფიკუსები და ფინიკის პალმები, გაზრდილი კურკებისგან, სახლში ატმოსფეროს უკეთესობისკენ შეცვლის.
ყვავილოვანი ქოთნების სახით, შეგიძლიათ გამოიყენოთ ძველი ფინჯნები ან ჩაიდნები სერვიზებიდან, თუნუქის ქილები, გახვეული ქსოვილებსა და ლენტებში, მოხატული, გაფორმებული ხმელი ფოთლებით… ძველი ჩექმებიც კი, რომლებიც ორიგინალურად გამოიყენება, შეიძლება ყვავილის ქოთნებად აქციოთ.
8. გრიფელის დაფა
გრიფელის დაფის დაკიდება ნებისმიერ ადგილზე შეიძლება: მაცივარზე, მაგიდაზე, კარებზე. მოსახერხებელია მასზე მნიშვნელოვანი რამეების დაწერა, ოჯახის სხვა წევრებისთვის შეტყობინებების დატოვება.
9. შირმა
შირმა ყოველთვის გამოგადგებათ ყოფაცხოვრებაში. განსაკუთრებით, როცა დიდი ოთახის რამდენიმე ზონად დაყოფაა საჭირო.
ყველაზე მოსახერხებელია იმ შირმის გამოყენება, რომლის დაკეცვაც შეიძლება. ინტერიერის ეს პრაქტიკული დეტალი შეიძლება სხვადასხვა მასალით იყოს შესრულებული, მოხატული, მორთული ფიგურებით.
10. უბრალო ავეჯი
თუ სახლში ავეჯი არაა საკმარისი, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ძალიან დიდი ფულის დახარჯვა მოგიწევთ. თანამედროვე ავეჯი მასალების მრავალფეროვნებით გამოირჩევა: მაგალითად, მუყაოს მაგიდა და ტაბურეტები! ეს ხომ გენიალურია…
არ დაგავიწყდეთ ისიც, რომ ნებისმიერი ავეჯის გარდასახვა შეგიძლიათ დეკუპაჟის, დამატებითი სანათებისა და მცენარეების გამოყენებით.
ნაქირავები ბინის გადაკეთება მარტივი და სახალისო საქმეა, თუ მას შთაგონებით მიუდგებით და ამ რჩევებს გაითვალისწინებთ.