
თუ ტევადი ბინით ვერ დაიტრაბახებთ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ თქვენი მოკრძალებული საცხოვრებლის ინტერიერი ვერ იქნება სტუმრების გაოცების მიზეზი. გასაოცარია არა საცხოვრებელი ფართი, არამედ თითოეული დეტალის გათვლა და კრეატიულობა.
როგორ ვაქციოთ პატარა ბინა მიმზიდველ და მოსახერხებელ საცხოვრებლად? ჩვენმა რედაქციამ არანაკლებ 10 ხრიკი იცის.
ბინის ზონირება
10 რჩევა ინტერიერისთვის
1. ჩამოანგრიეთ ზედმეტი კედლები
წაუგებელი ვარიანტი პატარა ბინებისთვის – ესაა ზონირება. სივრცეს აფართოებენ კედლების ჩამონგრევისა და რამდენიმე ოთახის ერთ დიდ ოთახად გაერთიანების ხარჯზე.
ბინას ზონებად სხვადასხვა ავეჯის, ტიხტისა და ქსოვილის დახმარებით ყოფენ.
2. გამოიყენეთ მთელი სივრცე, იატაკიდან ჭერამდე
ასეთი თაროებიანი კედელი გაძლევთ დამატებით ადგილს სხვადასხვა ნივთის შესანახავად. პატარა ბინისთვის ნამდვილად მნიშვნელოვანია, რომ თითოეული სანტიმეტრი რაციონალურად იქნეს გამოყენებული.
ერთი შეხედვით, ასეთი წამოწყება ძვირი დაჯდება, თუმცა, რეალურად, მასალისა შეძენა და დამონტაჟება იმაზე უფრო იაფია, ვიდრე მზა კარადის ან ჩაშენებული ავეჯის შეძენა.
3. აქციეთ საწყობი სამუშაო ადგილად
მყუდრო საშინაო ოფისის მოწყობა საწყობში შეგიძლიათ. შესაძლოა, სწორედ აქ, კომფორტსი მუშაობისას, უფრო დიდი ბინის შესაძენ ფულს გამოიმუშავებთ.
4. ტიხრები
საცხოვრებელი ფართის ზონირებისას, ყველაზე ხშირად, ტიხრებს იყენებენ. ისინი შეიძლება სხვადასხვა მასალით იყოს შესრულებული. შუშა, ხე, თაბაშირმუყაო – ეს მასალები ყველაზე დიდი პოპულარობით სარგებლობს.
განსაკუთრებით კარდია ტიხრების მოთავსება საწოლის გვერდით.
5. გარდერობი
კარადები ძალიან დიდ ადგილს იკავებს და ძვირიც ღირს. არსებობს უამრავი საინტერესო გზა ნივთების შესანახავად. მოძრავი სტელაჟები და კომოდები – ეკონომიური ალტერნატივაა.
ასეთი ღია შენახვის სისტემების უმეტესობას სწრაფად და მარტივად დაამზადებთ საკუთარი ხელებით.
6. შეარჩიეთ სწორი ავეჯი
პატარა ბინის დიზაინის არჩევისას მნიშვნელოვანია სივრცის ვიზუალური გაფართოება. ჩვენს დროში პოპულარული გამჭვირვალე ავეჯი ამ ფუნქციას შესანიშნავად ასრულებს. იგი თვალში არ გვხვდება და თითქოს ოთახის ფონზე ქრება. ამის წყალობით, ზონირებულ ბინაში არ ჩნდება წინაღობებისა და ხარახურის შეგრძნება.
7. დამალეთ საწოლი
საძინებელი შეგიძლიათ მსუბუქი, ლამაზი ფარდების უკან დამალოთ.
მოკრძალებული კუთხე ორისთვის.
8. კიდული ბაღები
დაკიდული მოდულები მაგიდებსა და თაროებზე დიდ ადგილს დაგიზოგავთ, ხოლო სიმწვანე ოთახს სიახლისა და ბუნებრიობის შერგძნებას მიანიჭებს.
ასეთი ყვავილის ქოთნები ძალიან მოდურად და ორიგინალურად გამოიყურება.
9. ფუნქცია დააკისრეთ ფანჯრის რაფასაც
ნუ აქცევთ ფანჯრის რაფას ადგილად, რომელზეც ათასი წვრილმანი და ქოთნის ყვავილები იმტვერება. ეს ხომ პოტენციური ბარის სადგამი, სამუშაო მაგიდა, დამატებითი სამზარეულო ზედაპირია, ხოლო, თუ ზომა და სიმაღლე ამის საშუალებას იძლევა – მოსახერხებელი დივანიც.
10. დაკიდეთ ტელევიზორი
ჩვენ მიჩვეული ვართ ტელევიზორის ცალკეულ ტუმბოზე დადგმას, ეს კი ძალიან დიდი შეცდომაა, განსაკუთრებით, პატარა ბინაში. ჩააშენეთ პლაზმა კედელში ან სტელაჟებს შორის.
პატარა ბინის ინტერიერის შექმნა დეტალებისადმი ყურადღებასა და, რა თქმა უნდა, ცოტაოდენ სიყვარულსაც მოითხოვს. გაუზიარეთ ეს რჩევები მეგობრებს.