14 ეშმაკობა, რომლებიც თქვენს სახლს მუდმივად მოწესრიგებულად გამოაჩენს

ყველას გვინდა, რომ მძიმე სამუშაო დღის შემდეგ სუფთა და კომფორტულ ბინას დავუბრუნდეთ. თუმცა ყველა ვერ ახერხებს სრულყოფილი სისუფთავის შენარჩუნებას. ამაში ჩვენ დაგეხმარებით! თუ გსურთ თქვენი სახლი ყოველთვის სუფთად გამოიყურებოდეს (მტვერსასრუტისა და ცოცხის გარეშე), მაშინ ეს 14 მარტივი ხრიკი ამაში აუცილებლად დაგეხმარებათ!

1. მსუბუქი ფერები

დიახ, უკეთესია თავისუფალი სივრცე და მსუბუქი ფერები. მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ ისინი ვიზუალურად აფართოებენ ადგილს და გავლენას ახდენენ სისუფთავეზე. კარგი ვარიანტი იქნება თეთრი, კრემისფერი ან ღია ცისფერი ფერის კედლები. მსუბუქი ხის ავეჯი და პატარა დეტალები: ფარდები, ხალიჩა, საწოლი. ნათელი ოთახი უფრო სუფთად გამოიყურება.

2. სწორი ხაზები და კუთხეები

გამოკვლევების თანახმად, ადამიანები ხაზებსა და კუთხეებს წესრიგსა და სისუფთავეს უკავშირებენ. ეს ერთ-ერთი გზაა, რომ სახლი სუფთა და მოწესრიგებული იყოს. კარგი იქნება ავეჯი მკაფიო ხაზებით და სწორი კუთხით. ეს სახლს გარკვეულ დახვეწილობას, თავშეკავებას და, რა თქმა უნდა, სისუფთავეს მისცემს.

3. დატვირთული საგნები

ერთ–ერთი ფაქტორი, რომელიც გავლენას ახდენს სახლის არაკეთილგანწყობილებაზე, არის ნივთების გროვა, ავეჯზე, სამზარეულოში, საძინებელში… იმისათვის, რომ არ გაივსოს სკამი, უბრალოდ ჩამოკიდეთ იგი საკიდებზე და შეინახეთ კარადაში. (ამას ერთ წუთზე მეტი არ სჭირდება). ყველაფერი რაც თქვენ გჭირდებათ არის სიზარმაცის თავიდან მოშორება.

4. მინიმალიზმი

მოიცილეთ ყველა ზედმეტი ნივთი! თქვენს ოთახს დააკვირდით ყურადღებით და დაინახავთ, რომ იქ უამრავი ისეთი ნივთია, რომელსაც დიდი ხანია აღარ იყენებთ. შეინახეთ ან გადაყარეთ ასეთი ნივთები.

5. სუფთა ბალიშები

თუ მტვერი ყველაფერს მოაშორეთ, მოწმინდეთ იატაკი, გააპრიალეთ ნათურები, მაგრამ ბალიშები სწორად არ დააწყვეთ, მაშინ არც ერთი შესრულებული სამუშაო არ გამოიღებს სასურველ შედეგს. მაგრამ დივანზე მოთავსებული საბანი და ლამაზად დაწყობილი ბალიშები ამ ადგილს უფრო სუფთად წარმოაჩენს.

6. მოწესრიგებული ფეხსაცმელი

ფეხსაცმლის კარადის ყიდვა ერთ-ერთი საუკეთესო ინვესტიციაა, რომელიც შეგიძლიათ თქვენს სახლში განახორციელოთ. რა თქმა უნდა, შეგიძლიათ იპოვოთ ფეხსაცმლის შესანახი კარგი ადგილი. ორივე ვარიანტი ხელს შეუწყობს სახლში სისუფთავის შენარჩუნებას. ვის მოსწონს ფეხსაცმელი, რომელიც დერაფანშია მიმოფანტული?

7. დამალეთ საგნები

ძველი, დადასტურებული მეთოდი. და ერთ-ერთი ყველაზე ეფექტურიც! შეკრიბეთ ყველა მიმოფანტული ნივთი და მოათასვეთ დახურულ ადგილას: კალათაში, თაროზე, ყუთში.

8. დალაგებული საწოლი

არეული, გასასწორებელი საწოლი ყოველთვის უსიამოვნო შთაბეჭდილებას ტოვებს, როდესაც საქმე ეხება სახლის ესთეტიკას. მის ალაგებას დილით მხოლოდ რამდენიმე წუთი სჭირდება. შესაბამისად, მძიმე სამუშაო დღის შემდეგ თქვენს განწყობას არეული საწოლი არ გააფუჭებს.

9. სხვადასხვა საგნისთვის განკუთვნილი ადგილები

დააკვირდით თქვენს ოთახს და ნახავთ, სხვადასხვა ნივთები ყველგანაა მიმოფანტული. ბავშვის სათამაშოები, ჟურნალები, ტანსაცმელი, ფირფიტები, გასარეცხი ყავის ჭიქები… ამ ყველაფერს გარკვეული ადგილი უნდა ჰქონდეს, რათა სახლში სისუფთავე შეინარჩუნოთ.

10. ცოცხალი ყვავილები და მცენარეები

იმ სახლშებში, სადაც ქოთანში ან ლარნაკში მოთავსებული ცოცხალი ყვავილებია, სახლს უფრო სუფთას და ლამაზს ხდის. შეარჩიეთ მცენარეები, რათა ყველაფერი ჰარმონიულად გამოიყურებოდეს. გარდა ამისა, მცენარეები თქვენს სახლს ჟანგბადით შეავსებენ!

11. ბინძური ჭურჭელი

ალბათ, სახლში არაფერს შეუძლია შექმნას სიბინძურის ისეთი ძლიერი შეგრძნება, როგორც სამზარეულოში დაყრილ გასარეცხ ჭურჭელს… როგორც კი კვებას დაასრულებთ, დაუყოვნებლივ გარეცხეთ ჭურჭელი.

12. დაკეცილი პირსახოცები

ისევე, როგორც სწორი ხაზები და კუთხეები იძლევა წესრიგისა და სისუფთავის განცდას, ასევე დაკეცილი ნივთები ახდენს გავლენას თქვენი სახლის ესთეტიკაზე. დარწმუნდით, რომ საოჯახო საგნები ლამაზად დაალაგეთ: პირსახოცები აბაზანაში, პატარა სამზარეულოს პირსახოცები, დივანზე გადასაფარებელი და ხალიჩები.

13. უჯრების გამოყენება

კიდევ ერთი კარგი ინვესტიცია არის თანამედროვე უჯრების შეძენა. მათთან ერთად, თქვენ მარტივად შეძლებთ ნივთების ორგანიზებულად შენახვას. მიმოფანტული ნივთები ნამდვილად არასასიამოვნოა. უმჯობესი იქნება, თუ მცირე ზომის უჯრებს გამოიყენებთ. ეს ძალიან სუფთად და თანამედროვედ გამოიყურება.

14. მოწესრიგებული ქაღალდები

ფურცლები, ჩეკები, ბარათები, სავიზიტო ბარათები… ხშირად ამ ყველაფერს თქვენს მაგიდასთან, საწოლთან, თაროებზე, სამზარეულოს მაგიდაზე იპოვით. თუ ასეა, აუცილებლად უნდა იფიქროთ მათთვის შესაფერისი ადგილის მოძებნაზე. ამის შემდეგ, თქვენი სახლი იქნება არა მხოლოდ მოწესრიგებული, არამედ სუფთა.

ასე რომ, დაიმახსოვრეთ ეს მარტივი წესები, რომლებიც ხელს შეუწყობს თქვენი საცხოვრებელი ადგილის ვიზუალურად სისუფთავეს: აირჩიეთ დიზაინი ნათელი ფერებით; ნუ მოათავსებთ ნივთებს ოთახების კუთხეებში; გადაყარეთ არასაჭირო ნივთები; შეინარჩუნეთ ბალიშების სისუფთავე; არ დატოვოთ დაყრილი ფეხსაცმელი; არ დაყაროთ ნივთები იატაკზე; გააფორმეთ სახლი ახალი ყვავილებით; ჭურჭლის სარეცხი მანქანაში დამალეთ ბინძური ჭურჭელი; დაკეცეთ პირსახოცები და სხვა საყოფაცხოვრებო ნივთები…

გაუზიარეთ ეს საინტერესო სტატია თქენს მეგობრებსაც.