როგორ განვაახლოთ ინტერიერი, რემონტის გარეშე, თანაც სულ რამდენიმე საათში

მალე ახალი წელია, მე კი მზადება ნოემბრისთვის დავიწყე. ვიღაც საახალწლო აქსესუარებს ამზადებს, ხოლო ვიღაც სადღესასწაულო ტანსაცმელს ეძებს ან საშობაო გვირგვინებს ამზადებს, ინტერიერში საშობაო ატმოსფეროს შესაქმნელად… თუმცა, როგორ უნდა მოიქცეთ, თუ თქვენი ბინა ამ დეკორების გარეშეც ითხოვს ცვლილებებს?

რემონტის ზამთარში, თანაც დღესასწაულების წინ დაწყება მოუხერხებელი საქმიანობაა, თანაც, ამის საშუალებას ბიუჯეტი ყოველთვის არ იძლევა. აი, ჩემმა დამ კი პირად მაგალითზე დაამტკიცა, რომ ინტერიერის გარდასაქმნელად სულ რამდენიმე შტრიხია საკმარიი. სცადეთ თქვენს სახლში თუნდაც ერთი დეტალის გაუმჯობესება, და სახლი მაშინვე უკეთეს იერს შეიძენს.

იდეები სახლის დეკორირებისთვის

სწორედ ამიტომ, მათთვის, ვისაც მოულოდნელად მოუნდა ბინაში რაღაცის შეცვლა, ავეჯის ან კედლების განახლება, ჩვენმა რედაქციამ მოამზადა 11 სწრაფი იდეა საშინაო დეკორისთვის, რომელთა განხორციელებას ნებისმიერი დიასახლისი შეძლებს, თანაც ძალიან სწრაფად. აუცილებლად ჩაუჯექით მომავალ უქმეებზე!

1. ორიგინალური თაიგული მაგიდისთვის

უჭკნობი ყვავილების ორიგინალური თაიგული მზადდება პლასტმასის კოვზებისგან, რომლებიც მკვეთრ ფერებად უნდა შეიღებოს. ეს დეკორი თქვენი სახლის სიმყუდროვის ერთ-ერთ ძირითად ნაწილად იქცევა.

ფერების კონტრასტული შეხამება შესანიშნავ ვიზუალურ ეფექტს იძლევა: კომპოზიციები ფერადი და ცოცხალია. არანაკლებ მიმზიდველია კომპოზიციები, რომლებიც თეთრი და მუქი ტიტებისგან შედგება.

თაიგულის დასამზადებლად დაგჭირდებათ პლასტმასის კოვზების რამდენიმე ნაკრები, სასურველი ფერის აკრილის საღებავები, მავთული, ხის ჩხირები და ორსაათიანი თავისუფალი დრო.

2. კედლების განახლება

მოსაწყენი კედლების იერის განახლებაში ორიგინალური შეღებვა დაგეხმარებათ. ამისთვის მოგიხდებათ სპეციალური ყალიბისა და კონტრასტული ფერის საღებავის შეძენა.

3. სარკის ჩარჩო

ეს პატარა გვირგვინი დერეფნის სარკის შესანიშნავ ჩარჩოდ ან კედლის პანოდ შეგიძლიათ აქციოთ. მასალად კი კვერცხის მუყაოს შეფუთვები გამოგადგებათ.

4. ელეგანტური დეტალი

შემოსასვლელი ოთახის ჩვეულებრივი საკიდის გარდასახვა ან საძინებელში ღია გარდერობის გალამაზება შეიძლება დეკორატიული კრონშტეინების გამოყენებით. უბრალოდ შეღებეთ ისინი ნებისმიერი აეროზოლური საღებავით და მიამაგრეთ საკიდებზე.

5. რბილი ხალიჩა

აი, როგორ გამოიყენა ჩემმა დაქალმა ძველი პირსახოცები! სააბაზანოსთვის ასეთი რბილი ხალიჩის შესაქმნელად, მან ზოლებად დაჭრა ძველი პირსახოცები და დაწნა ასეთი ლამაზი და სასარგებლო ნივთი.

6. კედლის პანო

თუ ვინილის ფირები შემოგრჩათ, გთავაზოთ, აქციოთ ისინი ასეთ ორიგინალურ ნახატებათ. ამისთვის, ფირები ლაქის თხელი ფენით უნდა დაფაროთ, შემდეგ კი, ნებისმიერი ბასრი ინსტრუმენტის გამოყენებით, ამოკაწროთ ფიგურები.

7. კონსოლის მაგიდა

ყალიბისა და თეთრი საღებავის გამოყენებით, ჩვეულებრივ თაროს აქცევთ ელეგანტურ კონსოლის მაგიდად, რომელიც, უპირობოდ, თქვენი ბინის პიკანტური მარცვალი იქნება.

8. დახვეწილი ფიგურები

მოგწყინდათ მონოტონური ჭერი? გარდაქმენით საძინებლის იერი ან მიანიჭეთ აქცენტი ლამაზ ჭაღს, დახვეწილი მოხატულობით. თანაც, ასეთი ჩანაფიქრის განსახორციელებლად არავითარი სამხატვრო უნარი არაა საჭირო! უბრალოდ აიღეთ ორი რკალური ყალიბი, ერთი ქილა საღებავი და ცოტაოდენი თავისუფალი დრო.

9. ფუმფულა ჭაღი

ეს იდეა ჩემი ფავორიტია! ასეთი სილამაზის შექმნაში დეკორატიული ბუმბულები დაგეხმარებათ. უბრალოდ მიაწებეთ ისინი პლაფონს ცხელი წებოს გამოყენებით და დატკბით ჭერის სანათის ახალი დიზაინით.

10. მუყაოს კომპოზიციები

ნუ გადაყრით ფეხსაცმლის ყუთების თავსახურებს, რადგან ისინი შესანიშნავი, ორიგინალური კომპოზიციების შექმნაში დაგეხმარებათ, რომლებიც საბავშვო ოთახისთვისაა ზედგამოჭრილი.

12. იატაკის საფარი

ხის პატარა ფირფიტები – იატაკისა და კედლების მოსაპირკეთებელი ლამაზი და საკმაოდ ბიუჯეტური მასალაა. უპირობოდ, ასეთი იდეის რეალიზებისთვის დაგჭირდებათ დიდი დრო და დამატებითი მასალებიც, თუმცა, საბოლოო შედეგი ნამდვილად ღირს ამად.

ასევე, გთავაზობთ, გაეცნოთ შთამაგონებელ ნაკრებს სახლის საახალწლო დღესასწაულებისთვის მოსამზადებლად. თქვენ მარტივად გაიმეორებთ ამ ყველაფერს, რადგან საჭიროა სრულიად ხელმისაწვდომი მასალები.

ჩვენ, ქალები, როგორც ცნობილია, ბუნებით ცვალებადი და სპონტანურები ვართ. დღეს ოთახის ინტერიერი შეიძლება მოგვწონდეს, თუმცა ხვალ რაღაცის შექმნის სურვილმა აგვიტაცოს.

დარწმუნებული ვარ, ამ იდეების გამოყენებით, შეძლებთ სახლში ატმოსფეროს შეცვლად, როცა მოახერხებთ და ჩაერთვებით შემოქმედებით პროცესში. ხოლო, თუ ასეთი საშინაო დეკორის შექმნისას ახლობლებსა და ნათესავებს დაიხმართ, მიიღებთ ძალიან საინტერესო და დამაახლოებელ საქმიანობას.

აუცილებლად გაუზიარეთ იდეები საყვარელ მეგობრებს.