
თითოეული ადამიანის სახლში ნაძვის ხის ადგილი განსაკუთრებული უნდა იყოს, შეიძლება ითქვას, რომ ჯადოსნურიც. ჩვენ გეტყვით, თუ როგორ უნდა განსაზღვროთ ნაძვის ხის ადგილი, სადაც ახალი წლის ღამეს სასწაულები მოხდება.
დავიწყოთ ბანალურობით: ეს შეიძლება იყოს მისაღები ოთახის კუთხე. ეს ნაძვის ხის დასადგმელად ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადგილია. თუმცა, ეს ადგილი მას ეხმარება უფრო ლამაზად და განსაკუთრებულად გამოიყურებოდეს.
თუ სახლში არ გაქვთ საკმარისი ადგილი, ან აპირებთ წვეულების გამართვას და ელოდებით სტუმრებს, მაშინ ყავის მაგიდაზე ან კარადის თავზე მინიატურული ნაძვის ხე მოათავსეთ. მისი არჩევა არ გაგიჭირდებათ.
,,ოჰ, ეს რა ანათებს თქვენი ჭერიდან?” – ნამდვილად შეძლებთ სტუმრების გაოცებას.
მოათავსეთ დეკორაატიულ ბოთლში და დადგით ფანჯრის რაფაზე. სადა ნაძვის ხე ამ შემთხვევაში ბევრად უფრო ესთეტიური იქნება.
ახალი წელი სახლის ყველა კუთხეში უნდა იგრძნობოდეს, მათ შორის სამზარეულოშიც. მითუმეტეს მაშინ, როდესაც სადღესასწაულო მზადება ამ ოთახში ხდება.