15 შესანიშნავი იდეა მრავალფუნქციური ინტერიერისთვის

სივრცის ეფექტური და ფუნქციური ორგანიზების საკითხი ყოველთვის მწვავედ დგას ადამიანების პირისპირ, როდესაც ახალი სახლის აშენება ან იაფი რემონტის გაკეთებაა საჭირო. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საცხოვრებელი ფართი მცირე ზომისაა. გარდა ამისა, ყველაფერი არა მხოლოდ პრაქტიკული უნდა იყოს, არამედ ლამაზადაც უნდა გამოიყურებოდეს და სიმყუდროვის შეგრძნებას უნდა განიჭებდეთ.

ჩვენმა რედაქციამ თქვენთვის 15 კლასიკური იდეების ნაკრები მოამზადა მრავალფუნქციური ინტერიერისთვის. დარწმუნებული ვართ, რომ ამ ფანტასტიკურ ვარიანტებს შორის თქვენც იპოვით თქვენთვის სასურველ იდეას.

ინტერიერის იდეები

1. თუ სახლში შინაური ცხოველი გყავთ, იზრუნეთ მის პირად სივრცეზე. იმისთვის, რომ ცხოველის ბუნაგმა ოთახებს შორის ადგილი არ დაიკავოს, შეგიძლიათ მისთვის კიბის ქვეშ მოაწყოთ პატარა კუთხე.

2. სტუმრების მისაღებად ან დასასვენებლად ასეთი ადგილი უდაბნოს შუაგულში არსებულ ოაზისს ჰგავს. ძალიან მოდურია!

3. შეგიძლიათ ოთახში მოაწყოთ ადგილი განტვირთვისთვის, თუ კედელზე ღრუბლების სურათს ან შპალერს გააკრავთ, იატაკზე კი ბევრ ბალიშს მოათავსებთ. იდეალურია…

4. თუ სახლში რამდენიმე ბავშვი ცხოვრობს, ორსართულიანი საწოლები – საუკეთესო გამოსავალია. თქვენ შეგიძლიათ დაზოგოთ სივრცე, რომ ბავშვებმა თამაში შეძლონ.

5. არაჩვეულებრივი იდეა აგარაკის ან კერძო სახლის მფლობელთათვის… ზაფხულობით შეგიძლიათ თავი ისე იგრძნოთ, თითქოს ბარში ხართ და საღამოს წვეულებები მოაწყოთ.

6. ხშირად კიბის საფეხურების ქვეშ ადგილი ცარიელია. შეგიძლიათ იქ ასეთი საყვარელი პატარა დასასვენებელი კუთხე მოაწყოთ.

7. კიდევ, საფეხურების ქვეშ მყუდრო სამუშაო კუთხის მოწყობაც შეიძლება.

8. ვარსკვლავებიანი ცა საძინებელში – ძალიან რომანტიულია! თამამად შეგიძლიათ გააკეთოთ ალტერნატივა გასაჭიმი ჭერისა და პატარა ნათურების მეშვეობით.

9. ეს მართლაც იდეალური გამოსავალია პატარა ერთოთახიანი ბინისთვის. გენიალურია!

10. კარიც შეიძლება იყოს გამოსადეგი…

11. კარგი ვარიანტი პატარა სამზარეულოსთვის. ასე შეიძლება ტრანსფორმირდეს ტუმბო პატარა მაგიდად.

12. თუ სააბაზანო ოთახს გააკეთებთ, იგი მხოლოდ ასეთი უნდა იყოს. სილამაზისა და ჯანმრთელობის საშინაო ცენტრი.

13. ავეჯი რაც შეიძლება უფრო ტევადი უნდა იყოს.

14. იმისთვის, რომ ბუხართან მართლა შეძლოთ გათბობა…

15. წყალი და ცეცხლი – ორი ყველაზე ძლიერი სტიქია. უბრალოდ წარმოიდგინეთ, როგორ განიტცირთებით ასეთ სააბაზანოში.

ყველა ფართში, არ აქვს მნიშვნელობა, დიდი იქნება იგი თუ პატარა, შეიძლება სილამაზის შექმნა. მთავარია, მკაფიოდ გამოხატოთ თქვენი სურვილები და რემონტს კრეატიულად მიუდგეთ. ახლა არსებობს მრავალი ხარისხიანი და უსაფრთხო მასალა, რომლებიც ქვების, ძვირადღირებული ხეების, ხავერდის, მარმარილოს იმიტირებას ახდენს, და მათი წყალობით ჩვენ შეგვიძლია ზემოთჩამოთვლილი იდეები განვახორციელოთ.