
ახალი ბინის ძებნა დაუჯერებლად სასიამოვნო, თუმცაღა, რთული მისიაა. ამ დროს ხომ იდეალური, თანაც შეზღუდული ბიუჯეტის შესაბამისი ვარიანტი უნდა იპოვოთ. აი, იპოვეთ საცხოვრებელი, რომელიც იდეალურს ჰგავს: დიდი ფართობი, კარგი უბანი, თვალწარმტაცი ხედი ფანჯრიდან. თუმცა, საბოლოო ჯამში აღმოჩნდება, რომ ამ შესაშურ 100 კვ.მ.-ში უფრო მეტი დისკომფორტია, ვიდრე წინა ოროთახიანში. ეს ყველაფერი წარუმატებელი დაგეგმარების ბრალია.
ჩვენი რედაქცია გაგაცნობთ 6 დაგეგმარებას, რომლებზეც უარის თქმას გირჩევთ. განსაკუთრებით, თუ რემონტისთვის შეზღუდული ბიუჯეტი გაქვთ.
როგორ შევარჩიოთ ბინა სწორად
სანამ ბინას შეიძენდეთ, აუცილებლად წარმოიდგინეთ მაინც, თუ როგორ განალაგებთ ავეჯს და რა სახის რემონტის გაკეთება გინდათ. თქვენი მოლოდინის საბოლოო სურათზეა დამოკიდებული გეგმა და არა პირიქით. თქვენი საცხოვრებელი ხომ, უპირველეს ყოვლისა, უნდა იყოს მყუდრო და არა უბრალოდ დიდი ან მაღალჭერიანი. აი, 6 მაგალითი ყველაზე წარმატებული დაგეგმარებისა.
1. თავისუფალი დაგეგმარება
ასეთი ბინები ახლა მოდაშია და ჩვეულებრივზე უფრო ძვირი ღირს. შიგნით მხოლოდ მზიდი ბეტონის კედლები ან სვეტებია, ყველა დანარჩენს კი მფლობელი, თითქოს, თავისი შეხედულებებისამებრ გააკეთებს. ერთი შეხედვით, ფანტაზიისთვის ნამდვილი იპოდრომია. თუმცა, რეალურად, თავისუფალი დაგეგმარების ბინების გეგმებზე ყოველთვისაა მითითებული სამზარეულოსა და სან.კვანძების განლაგება, ვენტილაციური გაყვანილობა, ოთახების რაოდენობა.
ნებისმიერი გადაგეგმარებისთვის თანხმობა დაგჭირდებათ, რაც დიდ დროსთან, ხარჯებთან და ნერვებთანაა დაკავშირებული. ამიტომ, ბინის შერჩევისას, ჩაიხედეთ გეგმაში და არა თავისუფალ დაგეგმარებაში, რომელსაც მშენებელი გიჩვენებთ. ამასთან, ასეთ ბინაში რემონტი ძალიან ძვირი დაგიჯდებათ, რადგან ყველა ტიხარი თავად უნდა ამოაშენოთ.
2. ფანჯრების სიმცირე
ბინის ბუნებრივი განათება ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია. თუმცა, ახალაშენებულ დიდ ბინებში შეიძლება მხოლოდ ორი ფანჯარა იყოს. გაითვალისწინეთ, რომ ფანჯრების ფართობი, იდეალურ შემთხვევაში, საერთო საცხოვრებელი ფართობის 1/7-ს უნდა შეადგენდეთ, მშენებელთათვის მინიმალური ნორმა კი 1/10-ია. ამიტომ, ასეთ ბინაში არანაკლებ 5 სტანდარტული ზომის ფანჯარა უნდა იყოს.
3. ძალიან დიდი აივანი
ერთი შეხედვით, დიდი აივანი შესანიშნავი ბონუსია, რადგან მას საცხოვრებელ ფართს მიუერთებთ და ბინის ფართობს გაზრდით. თუმცა, ეს ყოველთვის შესაძლებელი როდია.
იმედგაცრუება რომ თავიდან აიცილოთ და არ იფიქროთ, თუ როგორ უნდა დაათბოთ უზარმაზარი აივანი, მონოლითური ან მონოლითო-აგურის ახალაშენებული ბინის შეძენისას, მიმართეთ სახლის პროექტის ავტორს ან კონსტრუქტორთა ბიუროს, რომელმაც იგი შეიმუშავა, რათა გადაგეგმარების შესაძლებლობა დააზუსტოთ.
4. უჩვეულო ფორმები
რამდენად მოდურად გამოიყურება დიზაინერულ პროექტებსა და გეგმებში ბინები უჩვეულო ოთახებით. ეს სპეციალურად გაჩენილი კუთხეები და ნიშები სუფთა ჰაერის ჩასუნთქვად გვეჩვენება, მობეზრებული კვადრატული ბინების ფონზე. თუმცა, რაც უფრო უჩვეულოა იგი, გამოყენებაში მით უფრო მოუხერხებელია.
რეალურად, თქვენ ფულს იხდით ბასრ კედლებსა და გამოსვლებში, რომელთა ფუნქციურად გამოყენება, პრაქტიკულად, შეუძლებელია. ამიტომ, ბინის დათვალიერების ეტაპზე გათვალეთ, სად შეიძლება კარადის, დივნისა და სხვა დიდი ზომის ავეჯის მოთავსება. ხანდახან, პატარა ფართი უფრო ხელსაყრელია ცხოვრებისთვისა და რემონტისთვის, ვიდრე დიდი, თუმცა არაპროპორციული ფორმებით.
5. სიმრგვალეები
უჩვეულო კუთხეებთან ერთად, მოდაში მომრგვალებული სახლებიცაა. შენობის გარეგანი სილამაზისთვის, არქიტექტორები, ხშირად, ცხოვრებისთვის სავსებით არახელსაყრელ ბინებს აშენებენ. ერთ-ერთ ოთახში შეიძლება რკალური კედელი გქონდეთ. თუმცა, ასეთი საცხოვრებელი ფართის მოწყობა საკმაოდ რთულია ჩვეულებრივი ავეჯით – მოგიხდებათ მისი შეკვეთა კერძოდ. ასევე, ასეთი ოთახის ზონებად თუ ცალკეულ ოთახებად დაყოფაც გაცილებით რთულია.
6. ერთი ძელი
თუ გეგმაში მხოლოდ ერთი ძელია გათვალისწინებული, დაივიწყეთ სამზარეულოს ან სან.კვანძის გადაგეგმარების შესახებ. თქვენ ვერ შეძლებთ სამზარეულოსა და შემოსასვლელის ან მისაღების გაერთიანებას ან კიდევ ერთი სააბაზანოს მოწყობას საძინებლის გვერდით. კარგია, თუ კარიდან ორივე მხარესაა კომუნიკაციების წყარო. ასეთ შემთხვევაში, არ მოგიხდებათ იატაკის დონის წამოწევა სველი წერტილის ბინის მეორე ნახევარში გადასატანად.
რა თქმა უნდა, უნდა აირჩიოთ თქვენთვის ყველაზე მოსახერხებელი გეგმის ბინა. უბრალოდ იფიქრეთ მომავალზე – რამდენად გაგიმარტივდებათ გარემონტება და მყუდროდ მოწყობა. ასევე, ყოველთვის ყურადღებით შეისწავლეთ ტექნიკური დოკუმენტაციაც, ან აჩვენეთ იგი ნაცნობ ინჟინერს. ბევრი რამაა დამოკიდებული შენობასა და ნიადაგზეც, რომელზეც სახლი დგას.
თუ სახლის აშენებამდე ამ ტერიტორიაზე ჭაობი იყო, არ გაგიკვირდეთ, თუ ბინაში მუდმივად იქნება ნესტი. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი: მიწა, რომელზეც სახლი დგას, იჯარით არ უნდა იყოს აღებული.
თუ ბინის შეძენას ახლო მომავალში არ ან ვერ გეგმავთ, აქციეთ ნაქირავები ბინა თქვენთვის კომფორტულ და მოსახერხებელ საცხოვრებელ ადგილად, ამ რჩევების დახმარებით.