თუ ხანძარი გაჩნდა: ამ რვა მარტივმა წესმა შეიძლება თქვენი და თქვენი შვილების სიცოცხლე იხსნას

უკვე რამდენი წელია, ხანძრის სტატისტიკა საქართველოში მხოლოდ იმატებს. სულ ცოტა ხნის წინ, ტრაგიკულად დასრულდა ხანძარი ერთ-ერთ სოფელში, რასაც 11 წლის ბიჭის სიცოცხლე შეეწირა.

ასეთი ტრაგედიები მილიონობით ადამიანს აფიქრებინებს: “როგორ მოვიქცეთ ხანძრის დროს?” რა უნდა გააკეთოთ, თუ დიდ შენობაში ხართ და კვამლი შენიშნეთ? როგორ ვიხსნათ ბავშვების სიცოცხლე?

ჩვენი რედაქცია გაგაცნობთ წესებს, რომელთა დაცვის შემთხვევაში, თქვენ შეძლებთ ხანძრის შემთხვევაში გადარჩენას. ყველაზე მნიშვნელოვანია პირველი სამი. ასევე, თქვენ ვალდებული ხართ, ასწავლოთ ეს ყველაფერი თქვენს შვილებსაც, რადგან სწორედ ისინი არიან ყველაზე მოწყვლადი ხანძრისა და მის მიერ გამოწვეული პანიკის მიმართ.

როგორ მოვიქცეთ ხანძრის დროს

1. წინასწარ გათვალეთ გასვლის გეგმა

როცა ნებისმიერ ხალხმრავალ ადგილას ხართ, გაერკვიეთ, როგორ შეიძლება მისი დატოვება საგანგებო სიტუაციის დროს. სპეციალისტების თქმით, ასეთი ქცევა ჩვევად უნდა შემოიღოთ. თუ სავაჭრო ცენტრში ხართ, გაერკვიეთ, თუ რა გზით უნდა იმოძრაოთ ევაკუაციის დროს.

ჩაკეტილ სივრცეში მოხვედრისას გათვალეთ, საით წახვალთ, რა გზით. სასურველია, ეს ბავშვებსაც ასწავლოთ. ამის გაკეთება თამაშ-თამაშშიც შეიძლება, მსხვილ სავაჭრო კომპლექსში, გასართობ ცენტრში ან სხვა დიდ შენობაში შესვლისას.

2. ნუ მიეცემით პანიკას

თუ ხანძრის ნიშნები შენიშნეთ ან კვამლის სუნი იგრძენით, სხვებს კი ეს ჯერ არ შეუმჩნევიათ, ეცადეთ, არ ჩავარდეთ პანიკაში. უმჯობესია, ასეთ სიტუაციაში ხმამაღლა, მშვიდად და სწრაფად შეატყობინოთ სხვებს, რომ შენობაში კვამლიანობის საშიშროებაა, მოუწოდეთ ადამიანებს შენობის დატოვებისკენ, თუმცა ნურავის დაელოდებით და თავადაც გაეშურეთ გასასვლელისკენ.

უნდა გახსოვდეთ, რომ სხვა ადამიანების გადარჩენის მცდელობისას, შეიძლება ვერც ვერავინ გადაარჩინოთ, ამიტომ, იფიქრეთ ჯერ საკუთარ უსაფრთხოებასა და მათზე, ვისზეც პასუხს უშუალოდ აგებთ.

3. სასუნთქი ორგანოები დაიცავით

თუ თან წყალს ატარებთ, ამან შეიძლება თქვენი სიცოცხლე იხსნას. დაასველეთ მაისური, შარფი, ქუდი ან ბიუსტჰალტერი, მიიდეთ ცხვირსა და პირზე, აკონტროლეთ თავი – ისუნთქეთ სველი ქსოვილის გავლით. თუ წყალი არ გაქვთ, გამოიყენეთ საკუთარი შარდი.

წყალს ყოველთვის არ ვატარებთ თან, ბავშვები კი – თითქმის არასდროს. ამიტომ, გადარჩენისთვის ნებისმიერი ტანსაცმელი გამოგადგებათ. შარდი უკეთ ფილტრავს კვამლსა და მავნე ნივთიერებებს, ვიდრე წყალი. ჩვეულებრივ, ბავშვებს ეცინებათ, როცა პედაგოგები ამ წესს უხსნიან, თუმცა, ყველა თანხმდება, რომ საშიშ სიტუაციებში ამის გაკეთება სირცხვილი არაა.

4. ასწავლეთ ბავშვებს საკუთარ თავზე ზრუნვა

ბავშვები პანიკაში უფროსებივით ცვივდებიან. თუმცა, საზოგადო პანიკის ატმოსფეროში, მათ ფარის შეგრძნება გაუჩნდებათ. თუ ბავშვმა რაღაც საგანგებო სიტუაციის შესახებ გაიგო, დიდი ალბათობით, იგი იქეთ-აქეთ დაიწყებს ცქერას ან მასწავლებლის ან ვინმე უფროსის ბრძანებას დაელოდება, თუმცა, გასასვლელისკენ თავად არასდროს დაიძვრება.

ანუ, ბავშვებს უნდა აუხსნათ, რომ ნებისმიერი კვამლის ან აფეთქების დროს, მათი დავალებაა მომენტალურად გავიდნენ ქუჩაში. ნუ დაელოდებიან მშობლებს ან მეგობრებს.

5. არ იმოძრაოთ ბრბოს წინააღმდეგ

თუ ბრბოში აღმოჩნდით, მხოლოდ მისი მიმართულებით იმოძრავეთ. ამასთან, უნდა აუწყოთ ფეხი სხვებს და არავის მიბიძგოთ. თუ ბავშვი გახლავთ, თქვენ უკან კი არა, წინ უნდა იმოძრაოს. ასე მას უკეთ დაიცავთ.

თუ დაკვამლიანება არაა ძლიერი, პატარა ბავშვი შეგიძლიათ მხრებზე შემოისვათ. მათ, ვინც მარტო გადაადგილდება, ხელები მკერდზე უნდა გადაიჯვარედინონ, იდაყვები ოდნავ გაწიონ, ხოლო მუშტები მომუჭონ. მაშინაც კი, თუ გადაგივლიან, ასეთ პოზაში თავისუფლად ისუნთქებთ.

აუხსენით ბავშვებს, რომ არ შეიძლება ბრბოს წინააღმდეგ მოძრაობა ან გაჩერება მშობლების საძიებლად. მოიკრიბონ გონება და წავიდნენ გასასვლელისკენ სხვებთან ერთად. მშობლებს შენობის დატოვების შემდეგ შეხვდება.

6. სწრაფად ადექით, თუ დაეცით

ყველაზე საშიში, რაც შეიძლება მოგივიდეთ ბრბოში, ესაა დაცემა, რადგან ამ დროს შეიძლება გაგთელონ. ასე რომ არ მოხდეს, მოძრაობის დროს აუცილებლად იყურეთ, რა არის ფეხქვეშ. მოერიდეთ ბასრ კუთხეებსა და წინაღობებს.

მას, ვინც ბრბოში დაეცა, მხოლოდ სამი წამი აქვს ასადგომად. ასეთ სიტუაციაში გადასარჩენად ნებისმიერი საშუალება გამართლებულია. არავითარ შემთხვევაში არ ეცადოთ დაჯგუფება ან ლოდინი, რომ ვიღაც დაგეხმარებათ. ნაცვლად ამისა, ჩაეჭიდეთ უახლოეს ფეხებს, ჯინსებს, პალტოს და პირდაპირი გაგებით აცოცდით ადამიანზე.

7. ძლიერი დაკვამლიანების დროს, იატაკზე იხოხეთ

სხვა ტაქტიკაა საჭირო, თუ ძლიერ დაკვამლიანებულ შენობაში იმყოფებით. წვის პროდუქტები ყოველთვის ზემოთაა მიმართული, ამიტომ თქვენი დავალებაა, დაეშვათ მაქსიმალურად დაბლა, იატაკზე, მაშინაც კი, თუ მოძრაობა ასე შენელდება.

თუ ამის შესაძლებლობა გაქვთ, იმოძრავეთ ოთხზე, იცოცეთ ან ძალიან ძლიერ მიეჭიდეთ იატაკს. წვის მავნე პროდუქტები, რომლებიც ადამიანს გონებას აკარგვინებს, თქვენი სხეულის დონის ზემოთ იქნება. ჟანგბადი, დაკვამლიანების დროს, დაბლა უფრო მეტია და აქ ხილვადობაც მაღალია.

8. მოერიდეთ ლიფტს

სასურველია, ამ დროს კიბეებით ჩახვიდეთ დაბლა, ოღონდ არა ლიფტით. სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების შესახებ ტექნიკური რეგლამენტისა და სამშენებლო ნორმებისა და წესების თანახმად, საევაკუაციო გზები არ უნდა მოიცავდეს ესკალატორებს.

ხანძრის დროს, ადამიანებს ურჩევნიათ ესკალატორების გამოყენება. ამასთან, დიდია უკვე შენელებულ ზონაში მოხვედრის რისკი. კიბე უფრო უსაფრთხოა, რადგან იგი დაყოფილია ტიხრებითა და ხანძარსაწინააღმდეგო კარებით.

ესკალატორები, ხანძრის დროს, ავტომატურად ითიშება. თუმცა, თუ საგანგებო სიტუაცია წარმოიქმნება და ისინი ისევ ჩაირთვება, შესაძლოა, ადამიანები დაეცნენ და ტანსაცმლით მოძრავ ნაწილებში გაიჭედონ.