როგორ გავწმინდოთ რბილი ხალიჩა

დამღლელი დღის ბოლოს, რა ჯობია სახლში მისვლას, თბილი საღამურების ჩაცმასა და ფუმფულა ხალიჩაზე ფეხშიშველა გავლას… ხანდახან, ხალიჩაზე წამოწოლაც კი სასიამოვნოა, ბავშვივით, კატასთან თამაში ან უბრალოდ თვალდახუჭული ოცნება.

თქვენდა გასაკვირად, იდილიას უეცრად დაარღვევს სუნი, რომელსაც მკვეთრად გრძნობთ, იგი კი სწორედ თქვენი საყვარელი ხალიჩის თმებიდან ამოდის. თქვენ აკვირდებით და მასზე ნაკლებად ცნობილ ლაქებსაც ამჩნევთ. პრინციპში, მათ ყურადღებას არც მიაქცევდით, თუმცა, თქვენი შინაგანი პერფექციონისტი მათ ვერ ეგუება. ხალიჩა გასაწმენდია!

როგორ გავუმკლავდეთ რთულ ლაქებს რბილი ხალიჩის ზედაპირზე?

დასაწყისისთვის, გირჩევთ, არ ინერვიულოთ წინასწარ – არაფერი ზებუნებრივი არ მომხდარა, ხალიჩებს ასეთი რამეები ნებისმიერ სახლში მოსდის. თუ უქმეებამდე ვეღარ ითმენთ ან ხალიჩის ქიმწმენდაში წაღება არ გინდათ, განაახლეთ თქვენი სახლის ატმოსფერო საშინაო საშუალებების გამოყენებით.

შეიარაღდით მტვერსასრუტით, დანარჩენს კი ახლავე მოგიყვებით.

ხალიჩების წმენდა

ერთბაშად რამდენიმე რჩევა რომლებზეც აუცილებლად უნდა გაამახვილოთ ყურადღება. მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, რომ ხალიჩების უმეტესობას არ უყვარს წყალი, ამიტომ, უპირატესობა მშრალ წმენდას ენიჭება. თუ ჯაგრისის გამოყენება გადაწყვიტეთ, გაწმინდეთ ლაქა კიდეებიდან ცენტრამდე, ჭუჭყი უფრო რომ არ გავრცელდეს. თუ უბრალოდ ჯაგრისით წმენდთ, გააკეთეთ ეს ბუსუსების მიმართულებით, მისი სტრუქტურის დასაცავად.

ბუნებრივი საწმენდი საშუალებები

1. მარილი და სოდა

მაშ ასე, ხალიჩა დაუყოვნებლივ უნდა გაიწმინდოს, მაგრამ გეშინიათ, უარესი არ დამართოთ? აი, რამდენიმე საშუალება, რომლებიც დაგეხმარებათ: ხალიჩა გასუფთავდება და ვერც დააზიანებთ. დასაწყისისთვის, დაამუშავეთ მტვერსასრუტით, რათა ზედმეტი ჭუჭყი და წვრილი ნაგავი მოაშოროთ.

მარილი და სოდა – ესეც თქვენი პირველი დამხმარეები, რომლებიც სიამოვნებით გაასუფთავებენ საყვარელ ხალიჩას. შეურიეთ 1:1 პროპორციით და თამამად მოაყარეთ ხალიჩას, მეტი თავდაჯერებულობისთვის, შეაზილეთ იგი ლაქებს, 20 წუთში კი დაამუშავეთ მტვერსასრუტით.

2. ძმრის ხსნარი

თუ მარილის გამოყენება არ გინდათ, სცადეთ ძმარი. ჩვეულებრივი, სუფრის ძმარი, რომელიც თქვენს კარადაში მოწყენილი დევს. არ დაიჯერებთ, თუმცა, მისი სუსტი ხსნარი ფუმფულა ზედაპირს მნიშვნელოვნად განაახლებს.

ძმრით წმენდამდე აუცილებლად დაამუშავეთ ხალიჩა მტვერსასრუტით, ამის შემდეგ, გადაუარეთ ჯაგრისით ან ძმარში ჩალბობილი ღრუბლით. პროპორციები ასეთია: 1 ლ წყალზე აიღეთ 15-20 მლ სუფრის ძმარი. ლაქა ჩაალბეთ უფრო ძლიერ ხსნარში. გაისეირნეთ 20 წუთით, შემდეგ გაწმინდეთ მშრალი ჯაგრისით, თმების მიმართულებიტ. დარწმუნდით, რომ ხალიჩა აბსოლუტურად მშრალია, და არ დაგავიწყდეთ ოთახის განიავებაც.

3. ჩაი

კიდევ ერთი მეთოდი, თუ ყავას ჩაი გირჩევნიათ, თქვენი ბინის ინტერიერი კი მუქ ტონებშია. ანუ, ეს მეთოდი ღია ფერის ხალიჩებისთვის შეუფერებელია, ამიტომ ჩართეთ ოთახში სინათლე და დარწმუნდით, რომ ხალიჩა ნამდვილად მუქია. თუ უკუჩვენებები არ აღინიშნება, შეუდექით საქმეს.

ამისთვის, წინასწარ უნდა მოამზადოთ მაგარი ჩაი, შემდეგ გადაწუროთ, ფოჩები კარგად დაწუროთ და მოაყაროთ ხალიჩას. მაინცდამაინც ნუ ჩაახრჩობთ ჩაის ფოთლებში… მოაყარეთ იქ, სადაც ჭუჭყი გეგულებათ. აცადეთ შეშრობა და აიღეთ ცოცხით ან მტვერსასრუტით. საინტერესო დაკვირვება: ფოთლები არამხოლოდ ლაქებს აშორებს, არამედ უსიამოვნო სუნსაც.

აი, ასე! აქ წარმოდგენილი თითოეული საშუალება დაგეხმარებათ ხალიჩის წარმატებით გაწმენდაში. თუ, გარკვეული მიზეზების გამო, შედეგი არ გაკმაყოფილებთ, სცადეთ ხალიჩის გაწმენდა ნავთით, სახამებლით, ნიშადურის სპირტით ან თოვლით.