
პატარა ბინები – ეს ნამდვილი ტრაგედიაა მათთვის, ვინც მარტო არ ცხოვრობს. ხოლო, თუ ბავშვებიც ჰყავთ… ბევრი ტანსაცმელი, სათამაშო და ძალიან ცოტა პირადი სივრცე, რომელზეც ყველას აქვს პრეტენზია.
თუმცა, ნუ ჩაიქნევთ ხელს, მითუმეტეს, თუ საცხოვრებელი თქვენია და არა ნაქირავები. ასეთ შემთხვევებში, დიზაინერები გვირჩევენ პატარა ხრიკების გამოყენებას, მაგალითად, კუთხეების, სამალავების ან ისეთი ავეჯის ათვისებას, რომელიც 2 ერთში ფუნქციას შეასრულებს.
თუ პატარა საძინებლისა და უამრავი ნივთის პრობლემა თქვენთვის ნაცნობია, დაათვალიერეთ ეს ფოტოები – იქნებ რომელიმე იდეამ შთაგაგონოთ.
საწოლები, რომლებიც სივრცეს ზოგავს
1. ოჯახში, სადაც ორი ბავშვია, ასეთი საწოლები ამარტივებს დალაგებას. თანაც, იმდენი თავისუფალი ადგილი რჩება, რომ თამაშში ხელს არაფერი შეუშლით.
2. ბორბლებიანი უჯრები – შესანიშნავი იდეა თეთრეულის, პირსახოცებისა და სათამაშოების შესანახავად.
3. უჯრების გარეშე, საწოლი ვერ დაიტევს თეთრეულს, თუმცა მინი-ბიბლიოთეკის როლს ნამდვილად შეასრულებს. ბიუჯეტური ვარიანტია.
4. ხოლო, თუ უჯრებს ჩასვამთ – ნებისმიერ რამეს შეინახავთ.
5. ფუნქციური საწოლი არამხოლოდ პატარების, არამედ მოზარდებისთვისაც.
6. ახალგაზრდა მეზღვაურის ნავი, რომელშიც განძის დამალვა შეიძლება.
7. არაჩვეულებრივი საბავშვო საწოლი, რომელიც ბავშვს წესრიგს მიაჩვევს. ყველა ნივთს თავისი ადგილი აქვს!
8. თაროები უცხო თვალისთვის უხილავია და ინახავს წიგნებს, ალბომებს, კონსპექტებს… კარგია სტუდენტისთვის.
9. საწოლი კი არა, ნამდვილი სკაა! ალბათ, ჩემი ოთახი ასეთი საწოლით ცარიელი გამოჩნდებოდა.
10. ასეთი განიერი საწოლის ქვეშ ნებისმიერი რამის შენახვა შეიძლება: თბილი საბნისა და ბალიშების თუ საცვლების… ერთი შეხედვით, არ არსებობს ისეთი ნივთი, რომელიც აქ არ ჩაეტევა.
რომელი იდეა მოგეწონათ ყველაზე მეტად?