
ძველ ბინაში წარმატებული რემონტი რომ გააკეთოთ, მხოლოდ 1 ფერია და 1 სურვილი დაგჭირდებათ! სასწაულები რომ ხდებოდეს, ყველაფერი სწორედ ასე იქნებოდა, ეჭვიც არ მეპარება…
რეალურად, საშინელ მდგომარეობაში ჩავარდნილი პატარა ბინის მოწესრიგება ძალიან რთულია. სასწაულებს არ უნდა ელოდოთ – ისინი საკუთარი ხელებით უნდა შექმნათ! იმის დასამტკიცებლად, რომ განადგურებული ბინის განახლება და გალამაზება შესაძლებელია, წარმოგიდგენთ ერთ-ერთი ასეთი განახლების პროექტს დაწვრილებით.
რემონტი პატარა ბინაში
1.
- პროექტი: II-18-01/09 მიკ.
- ფართობი: 32 კვ.მ.
- კედლების მასალა: აგური
- სართულების რაოდენობა: 9
- ჭერის სიმაღლე: 2.55 მ
- სამგზავრო ლიფტი, გაჩერება სართულთშორის სივრცეზე.
- აშენების წელი: 1965.
2. აი, როგორ გამოიყურებოდა საწყისი პროექტი. ფერიასაც კი შეეშინდებოდა, დიზაინერს კი არა.
ერთი შეხედვით, სიტუაცია უიმედოა. ამ სახლის თითოეულ კუთხეში გამოუვალი მდგომარეობა და წყვდიადი სუფევს.
პატარა ბინები, ხშირად, ბნელია. თუმცა, როგორც ჩანს, ამ სახლის გამოგლოვება ძალიან ადრეა!
საქმე წამოიწყეს და შედეგმაც გაამართლა… იგი იმედს მისცემს ყველას, ვინც ნორმალურ პირობებში ცხოვრებაზე ოცნებობს. ნებისმიერი ბინა, ყველაზე პატარა და სავალალოც კი, შეიძლება შესანიშნავ საცხოვრებლად იქცეს.
3. განათება… ვიწრო, ბნელ კორიდორს ვეღარ იცნობთ!
ასეთ სარკეზე ვოცნებობ!
4. გადავიდეთ სამზარეულოში – ახლა აქ კერძების მომზადება სიამოვნებასაც მიანიჭებს დიასახლისს.
5. რა სილამაზეა!
6. ფოტოები იმაზე მეტს ამბობს, ვიდრე მე შემიძლია. მცირე ბინებში ლამაზი ინტერიერის მოწყობა შესაძლებელია. ყველაფერი შესაძლებელია!
რა მოგეწონათ და რა – არა ამ გარდასახვაში?