დროა, რაღაც შევცვალოთ: 13 იდეა ხრუშოვკის გასაუმჯობესებლად

ჩვენი თანამემამულეების მნიშვნელოვანი ნაწილი ხრუშოვკებში ცხოვრობს. იმას, რაც ოდესღაც დროებითი საცხოვრებლის სახით აშენდა, არც ერთი ხელისუფლება არ ჩაანაცვლებს ახალი შენობებით. თუმცა, ცხოვრება ერთ ადგილზე არ დგას და დიზაინერები გვთავაზობენ პატარა ხრუშოვკების კომფორტულად მოწყობის ვარიანტებს.

1. საზღვრების მოშლა

ხრუშოვკის ყველაზე მთავარი პრობლემაა წარუმატებელი დაგეგმარება და ძალიან პატარა საცხოვრებელი ფართი. ამ პრობლემის გადაწყვეტა შესაძლებელია, თუ მისაღებ ოთახსა და სამზარეულოში სრულად ან ნაწილობრივ მოანგრევთ კედელს. მაშინაც კი, თუ უბრალოდ კარის გასასვლელს გააფართოებთ, მოიგებთ რამდენიმე მეტრს სასადილო მაგიდის დასაყენებლად, სამზარეულოსა და მისაღებს შორის.

2. ღია სივრცე

თუ რადიკალური ცვლილებებისთვის მზად ხართ, თამამად ჩამოანგრიეთ კედელი სამზარეულოსა და ოთახს შორის. შედეგად, მიიღებთ საკმაოდ დიდ სივრცეს. თუ უპირატესობას ნათელ ინტერიერს მიანიჭებთ, შეძლებთ მის გადიდებას. ხოლო, თუ ინტერიერს მინიმალიზმის სტილში მოაწყობთ, მიიღებთ ნამდვილად დიდ და მოდურ სივრცეს.

3. ფორმებთან თამაში

თუ ერკერიანი ბინის ბედნიერი მფლობელი ხართ, ოთახსა და აივანს შორის კედლის ჩამონგრევას აზრი ნამდვილად აქვს. ასე, თქვენ არამხოლოდ ზრდით ოთახის ფართობს, არამედ მას უცნაურ ფორმასაც მისცემთ. დაუმატეთ რამდენიმე ნიშა და მიიღებთ ფართო ოთახს, უნიკალური საზღვრებით.

4. მკვეთრი აქცენტი

კიდევ ერთი შესანიშნავი მაგალითი ერთოთახიანი ხრუშოვკის მოდურ სტუდიად გადაკეთებისა, რომლის პიკანტური მარცვალიც ტვ-ზონის აქცენტური კედელია. Novate.ge-ს აზრით, ასეთი დაგეგმარება შეუფერებელია ოჯახური ბუდისთვის, თუმცა მოეწონება სტუდენტს ან მარტოხელას.

5. თანამედროვე სტილი

ხრუშოვკის კიდევ ერთი პრობლემა ისაა, რომ იგი ერთგვაროვანია. უბრალოდ შხედეთ არსებულ სივრცეს სხვა კუთხით: ცოტათი გააფართოვეთ კარის გასასვლელები, ნაწილობრივ მოანგრიეთ კედლები, დადგით ავეჯი განსხვავებულად და შეარჩიეთ მოდური, კეთილშობილი ფერები, რათა თქვენი ბინა რადიკალურად შეიცვალოს.

6. მდიდრული სან.კვანძი

დამეთანხმებით, ამ სან.კვანძის ცქერისას ვერ იტყვით, რომ იგი ტიპურ ხრუშოვკაში მდებარეობს. რეალურად, მსგავსი პროექტის რეალიზება ძალიან პატარა სივრცეშიც შეიძლება. მთავარია, ერგონომიური სანტექნიკა და საგულდაგულო განათება ისე აირჩიოთ, როგორც ფოტოზეა.

7. ღია დაგეგმარება

მოდური ნათელი ბინა, ღია დაგეგმარებით, რომელიც უკვე ოთახსა და სამზარეულოს შორის არსებული კედლის ნაწილის დემონტაჟის შედეგად მივიღეთ. კედლის დარჩენილი ნაწილი მოთავსდა სამზარეულოს კუნძულის ქვეშ, რომელიც, ერთი მხრიდან სამუშაო ზედაპირს, ხოლო მეორედან – სასადილო მაგიდას წარმოადგენს.

8. ელეგანტური საძინებელი

ეს საძინებელი, მიუხედავად მოკრძალებული ზომებისა, ძალიან ელეგანტური გამოვიდა. იგი მიიღეს ავეჯის უჩვეულო განლაგებისა და ისეთი ფაქტურული დეტალების გამოყენების ხარჯზე, როგორებიცაა რბილი პანელები, შპალერი, ხალიჩა, ჭერი და ფარდები. რა თქმა უნდა, მსგავსი განლაგება თქვენს ჯიბეს დააზარალებს, თუმცა შედეგი მრავალი წლის განმავლობაში გაგითბობთ გულს.

9. მკვეთრი ინტერიერი

ნათელი საძინებელი, მინიმალური ავეჯით, აქცენტური კედლითა და სასიამოვნო ზეთისხილისფერი დეტალებით – კიდევ ერთი შესანიშნავი მაგალითია პატარა თანამედროვე ოთახის მოსაწყობად.

10. ქათქათა სამზარეულო

ალბათ, ყველაზე დიდი დისკომფორტი ხრუშოვკაში არის ძალიან პატარა, მოუხერხებელი სამზარეულო. თუ ოთახების გაერთიანების ვარიანტი არ მოგწონთ, მოგიხდებათ, სხვა გზებს მიმართოთ პატარა სამზარეულოს მოსაწყობად. უმჯობესია, ამ შემთხვევაში, უპირატესობა მიანიჭოთ თეთრ ავეჯს კარადებით, რომლებიც ჭერამდეა აზიდული, ასევე, იფიქრეთ დასაკიდ სისტემებზეც, რომლებსაც სხვა წვრილმანების შესანახავად გამოიყენებთ.

11. სარკიანი კედლები

კიდევ ერთი ღირსეული მაგალითი ჩვეულებრივი ხრუშოვკის გადასაკეთებლად. აქ, რთული სამუშაოების შედეგად, შეიქმნა ერთი დიდი სივრცე, რომელშიც მოეწყო მისაღები, რომლის კუთხეშიც მოდური საძინებლის ბლოკია განლაგებული და დანარჩენი სივრცისგან სარკიანი კედლებითაა გამოყოფილი.

12. ზონირება

ერთოთახიანი ბინების მფლობელების წინაშე ზონირების საკითხი დგას. თუ არ იცით, როგორ უნდა მოიქცეთ, ყურადღება გაამახვილეთ ამ პატარა ოთახის ინტერიერზე, რომელიც სასიამოვნო ღია ნაცრისფერშია გაფორმებული. სივრცის ერთ ნახევარში განლაგებულია მისაღები, ხოლო მეორეში – საძინებელი. ორი ფუნქციური სივრცე გამოყოფილია ჭერის ლავგარდნებისა და მკვეთრი ფერის, სქელი ქსოვილის ფარდის გამოყენებით.

13. ელეგანტური სამზარეულო

ვინ თქვა, რომ ხრუშოვკაში სილამაზისა და ელეგანტურობის ადგილი არაა? მაშინაც კი, თუ თქვენი სამზარეულო არ გამოირჩევა დიდი სივრცით, მასში მაინც შეგიძლიათ დიდებული ინტერიერის შექმნა. ლამაზი ფარდები, რბილი დივანი, ელეგანტური სკამები, შუშის მაგიდა და სტელაჟი პატარა სამზარეულოსაც კი საოცნებოდ აქცევს.

როგორც ხედავთ, სასურველი ინტერიერის მიღება ნებისმიერ ბინაში შეიძლება, იქნება ეს ახალი თუ ძველი აშენებული კორპუსი.