
ღია თაროები – ინტერიერის დიზაინში ერთ-ერთი მთავარი ტრენდია, რამდენადაც ისინი შესანიშნავი შესანახავი სისტემაა, თანაც, სივრცეს არ აბრკოლებს. თუმცა, მათზე ნივთების სწორად განლაგება არც ისე მარტივია, რადგან არსებობს უწესრიგობისა და მოუხერხებლობის შეგრძნება. ჩვენი რედაქცია გაწავლით, თუ როგორ დაალაგოთ ღია თაროებზე ნივთები ისე, რომ მათ ინტერიერი არ დაამახინჯონ, პირიქით, გაალამაზონ კიდევაც.
თქვენ შეგინიშნავთ, რომ სტელაჟები და თაროები, რომლებიც ჟურნალების ყდებზეა მოცემული, სავსებით განსხვავებულად გამოიყურება, ვიდრე რეალობაში? აქ საქმე ის კი არაა, რომ ეს ბრენდული ავეჯია, და რომ მათზე განლაგებული ნივთები ძვირადღირებული და ექსკლუზიურია. უბრალოდ ადამიანები სწორად მიუდგნენ თაროებზე ნივთების განლაგების საკითხს და დაიცვეს ყველა ძირითადი წესი.
1. ვერტიკალურად და ჰორიზონტალურად
წიგნების ზოლებად, ჰორიზონტალურად განლაგება აუცლებელი არაა. სცადეთ ექსპერიმენტირება და დაუმატეთ კომპოზიციას როგორც ვერტიკალური, ისე ჰორიზონტალური დასტები. ამრიგად, თქვენ შექმნით დინამიკას, და საერთო სურათი გაცილებით უფრო საინტერესო გახდება. გარდა ამისა, ჰორიზონტალური დასტები ხშირად გამოიყენება დიზაინერების მიერ, წიგნების შემზღუდველების სახით, თუ თარო ბოლომდე არაა გავსებული.
2. მოათავსეთ თაროებზე არამხოლოდ წიგნები
ლიტერატურული ნაწარმოებების სწორი რიგები შესაფერისი იქნება მხოლოდ მინი-ბიბლიოთეკის შემთხვევაში. ხოლო, თუ მისაღებში ან საძინებელში ჩვეულებრივი სტელაჟი დგას, თაროები შეგიძლიათ და უნდა გააზავოთ სხვადასხვა ჩარჩოიანი ფოტოთი, პატარა ლარნაკებით, ქანდაკებებით, დეკორატიული სანთლებითა და მსგავსი საინტერესო ნივთებით. ამ შემთხვევაში, სტელაჟი ახალი ფერებით ათამაშდება, ინტერიერში მკვეთრ აქცენტად იქცევა.
3. გააფორმეთ თაროები ფერების მიხედვით
ადრე ძალიან მოდური იყო თაროებზე წიგნების ფერების მიხედვით განლაგება. საჭირო ნაწარმოების პოვნა ასე უფრო მოსახერხებლად ითვლებოდა, თანაც, ეს ხრიკი ლამაზი და უჩვეულო იყო. თუმცა, ბოლო დროს, დიზაინერები სულ უფრო შორდებიან ამ ტრენდს და თვლიან, რომ იგი უკვე აღარაა აქტუალური.
საინტერესო გადაწყვეტილებაა ცალკეული თაროების სხვადასხვა ფერში გაფორმება. ზედა თაროებზე მოათავსეთ ცისფერი წიგნები, საშუალოზე – მწვანე, ქვედაზე – წითელი ან ყვითელი. თუ ერთი ფერის წიგნები ცოტა გაქვთ, თავად გააკეთეთ სასურველი შემოსაკრავები ლიტერატურისთვის.
4. დადგით მძიმე ნივთები ქვედა თაროებზე
კომპოზიციები რომ არ დამძიმდეს, ეცადეთ, მასიური ნივთები და წიგნები ქვედა თაროებზე დაალაგოთ, ხოლო მსუბუქები – ზემოთ. ამასთან, აუცილებელია ნივთების არამხოლოდ ფაქტობრივი წონა, არამედ ვიზუალურიც. უზარმაზარ ენციკლოპედიებს არაფერი ესაქმებათ სტელაჟების თაროებზე. უმჯობესია, ისინი ქვემოთ, იატაკთან ახლოს დაალაგოთ. ხოლო თვალის დონეზე შესანიშნავად გამოიყურება პატარა დეკორი, მცირე ზომის წიგნები ლამაზი შემოსაკრავებით, მკვეთრი ჟურნალები და საყვარელი ქანდაკებები.
5. მოაწესრიგეთ ხილული ზონა
თუ გეჩვენებათ, რომ სტელაჟს რაღაც სჭირს, სავსებით შესაძლებელია, რომ უბრალოდ დიდი ხანია, არ დაგილაგებიათ. ხანდახან, სწორედ დალაგებაა ყველაზე მარტივი და ეფექტური საშუალება, რომელიც ავეჯს განსხვავებულ იერს მიანიჭებს. პირველ რიგში, დაკავდით იმ თაროებით, რომლებიც თვალის დონეზეა – ისინი ყოველთვის იქცევს ყურადღებას.
რჩევა: ქვედა თაროებზე შეგიძლიათ დაალაგოთ ლამაზი ყუთები და დაწნული კალათები. მათში წაკითხული წიგნებისა და იმ სუვენირების ჩალაგება შეგიძლიათ, რომლებიც უკვე აღარ მოგწონთ. შენახვის ამ სისტემის წყალობით, ერთდროულად სამ კურდღელს დაიჭერთ: წესრიგს დაამყარებთ, უსარგებლო ნივთებს მხედველობის არიდან მოიშორებთ და სტელაჟებსაც გააფორმებთ.
სხვათა შორის, ლიტერატურა შეგიძლიათ მუდმივად შეინახოთ ქვედა ყუთებსა და კალათებში, მაგალითად, ავტორების ან ჟანრების მიედვით. ასე, თქვენი სტელაჟის დიზაინში შეიტანთ პიკანტურ მარცვალს და შეიმსუბუქებთ დალაგების პროცესსაც – მტვრის გადასაწმენდად საჭირო არაა თაროებიდან ყველაფრის ცალ-ცალკე გადმოღება. საჭირო იქნება მხოლოდ კალათის ჩამოღება. ასევე, შეგიძლიათ ლიტერატურის განლაგებასაც ეთამაშოთ: მაგალითად, დაალაგოთ წიგნები არა გვერდულად, როგორც წესი, არამედ ყდით წინ.
6. გამოიყენეთ ყუთები და ჟურნალის საქაღალდეები
ჩვენთვის უბრალო მუყაოს ან ფანერის საქაღალდეები, რომლებსაც, ჩვეულებრივ, ჟურნალების შესანახავად იყენებენ, არაჩვეულებრივი შესანახავი სისტემაა. მოათავსეთ მათში ტრილოგიები და მრავალტონიანი წიგნები, რათა მაქსიმალურად მოაწესრიგოთ სივრცე.
7. არ გადაავსოთ თაროები
ახლა კი დროა, მინიმალიზმის საწყისებიც გავიხსენოთ: ხანდახან, ცარიელი სივრცე გაცილებით უფრო ლამაზი და ეფექტურია, ვიდრე სავსე. მთავარია გესმოდეთ, თუ როდის უნდა დატოვოთ თარო ნახევრად ცარიელი, ხოლო როდის – გამოიყენოთ შესანახავ ადგილად. შესაძლოა, სწორედ ეს ხრიკი მიგაღწევინებთ იმას, რომ ნივთები არ იქცევა ერთ დიდ არეულობად და ჰარმონიულად გამოჩნდება ერთმანეთის ფონზე. სხვათა შორის, თაროზე მოდურია ერთი ნივთის დადებაც. უბრალოდ მნიშვნელოვანია, რომ იგი დიდი ზომის იყოს და თავისუფალი სივრცის დიდ ნაწილს იკავებდეს.
8. დაალაგეთ ნივთები სამკუთხედებად
არსებობს ერთი საინტერესო კომპოზიციური ხრიკი, რომელსაც “სამკუთხედის წესი” ეწოდება. ხშირად, მას იყენებენ ფოტოხელოვნებაში, თუმცა, ნივთების ღია თაროებზე განლაგების დროსაც სასარგებლო და ეფექტურია. დაალაგეთ ნივთები ისე, რომ ისინი სამკუთხედის წვეროები იყოს, თუ ვიზუალურად ამ გეომეტრიულ ფიგურას დახატავთ. სამკუთხედი შეიძლება სხვადასხვა ფერის, ზომისა და ფაქტურის იყოს, პირობითაც კვეთავდეს ერთმანეთს.
9. არ დაგავიწყდეთ სიმეტრიის შესახებაც
სიმეტრიის პრინციპი – ეს ის ხრიკია, რომელიც არასდროს გიმტყუნებთ და არასდროსაა წამგებიანი. სცადეთ ნივთების სარკისებრად განლაგება ერთმანეთთა მიმართებით – დაე, ისინი ერწყმებოდეს ერთმანეთს ზომით, ფორმითა და ფერთა გამით. ასევე, შეგიძლიათ ორი ერთმანეთის მსგავსი ექსპონატი განალაგოთ მეზობელ თაროებზე.
10. განალაგეთ ნივთები არა ერთ, არამედ რამდენიმე რიგად
თუ სტელაჟზე წიგნების დაბალი დასტა დგას, დაადეთ ზმოდან მცირე ქანდაკებები. ასე თქვენ ამ წვრილმანებს დიდ მნიშვნელობას მიანიჭებთ, მიაქცევთ ყურადღებას. თუ დაბალი ნივთები წინა პლანზე დგას, დაალაგეთ მათ უკან რამე მაღალი, მაგალითად, ჩარჩოიანი ფოტოები ან პოსტერები – ეს მარტივი ხრიკი გააწონასწორებს კომპოზიციის სიმაღლეს და უფრო გაამთელებს.