
როგორია თქვენი ოცნების სახლი? იქნებ, ეს ქალაქგარე მამულია? ან ბინა ცათამბჯენში? იქნებ, ეს სასახლე ან მოკრძალებული, სოფლური სახლია? უამრავი ვარიანტი არსებობს.
თუმცა, რას იტყოდით, იურტაში ცხოვრება რომ შემოგვეთავაზებინა? დიდი ალბათობით, ამ საკითხს სკეპტიკურად მიუდგებოდით, თუმცა, ეს მანამ, სანამ დიანახავდით თანამედროვე და მოდურ იურტას, რომელიც ზაკისა და ნიკოლის წყვილმა პორტლენდიდან 20 წუთის სავალზე, აშშ-ს შტატ ორეგონში ააშენა.
წყვილი ამ სახლს 1 წლის მანძილზე აშენებდა.
მათ შექმნეს საიტი “Do It Yourtself”, რომელშიც დაწვრილებით აღწერეს მთელი პროცესი.
დასახელება შეიცავს სიტყვების თამაშს და შედგება გამოთქმა “Do it yourself”-ისა და სიტყვა “Yurt”-ისგან, რომლებიც ნიშნავს (შესაბამისად) “თვითონ გააკეთე” და “იურტა”.
მაშ ასე, როგორ შეძლეს ამის გაკეთება?
აი, ასეთი იყო ინტერიერის გეგმა.
დასაწყისისთვის, რისგან შედგება იურტა:
ესაა პლატფორმა, რომელზეც იგი დგას, ღობე, ნივნივი, მკუმშავი წრე და საფარი.
მიუხედავად საიტის სახელისა, ზაკი მაინც გვირჩევს იურტის შეძენას.
იგი თვლის, რომ ჩონჩხისა და მასალების დამზადება თანამედროვე იურტისთვის, დამოუკიდებლად შეუძლებელია. ჩვენ ხომ მომთაბარენი არ ვართ და საცხოვრებელი დიდი ხნით გვჭირდება, არა?
ყველაზე რთული ეტაპი – პლატფორმის დაყენება.
ზაკმა მისი სირთულე ხუთიდან 4.5 ქულით შეაფასა.
ამ პროცესს 12 დღე დასჭირდა.
პლატფორმა 10 000 დოლარი (დაახლოებით, 29 000 ლარი) დაჯდა.
მეგობრების დახმარების გარეშე, რა თქმა უნდა, არაფერი გამოვიდოდა.
შემდეგი ეტაპი – უშუალოდ კონსტრუქციის დამონტაჟება.
ოთხქულიანი სირთულე, რომელსაც 1 დღე დასჭირდა.
თუმცა, ეს მოითხოვდა ერთობლივ, გუნდურ მუშაობას.
ღობე აღიმართა…
ესეც მკუმშავი წრე.
ნივნივიც.
ლამაზი კადრის გადაღება უკვე შესაძლებელია.
შემდეგი ეტაპი – იურტის დათბობა და გადახურვა.
კიდევ ერთდღიანი საქმე.
ეს ეტაპი ზაკმა შეაფასა, როგორც მარტივი
ხუთიდან 2 ქულით.
ახლა ოთახი და სხვენი…
ეს ასე დაგეგმეს.
პროცესმა 10 დღე წაიღო.
3 დღე ელექტრობის გაყვანას დასჭირდა.
4 დღე – წყალგაყვანილობებს.
2 დღე – შეშის ღუმლის დამონტაჟებას.
14 დღე – შიდა მოპირკეთებას.
იატაკი…
კედლები
ესეც სხვენში ამავალი კიბე.
ავეჯი
ბოლო შტრიხები…
3 დღე მცენარეების განსალაგებლად.
იურტაში ძალიან ბევრი მწვანე მეგობარია.
ისინი მოდურ ინტერიერს ავსებს და აახლებს.
კიბის დასრულება.
ამოსუნთქვის დროა!
ვნახოთ, რა გამოვიდა…
შესასვლელი ზონა
სამზარეულო
საპირფარეშო
სააბაზანო
კაბინეტი
ზემოხსენებული კიბე, რომელსაც სხვენში ავყავართ.
და უბრალოდ ჯადოსნური საძინებელი…
დეტალები
ოჯახს იურტა 65 000 დოლარი (დაახლოებით, 188 000 ლარი) დაუჯდა.
თვითონ იურტას 31 000 დოლარი დასჭირდა, 10 000 – პლატფორმას, ხოლო 24 000 – ავეჯს, მოპირკეთებასა და სხვ.
აბა, იცხოვრებდით აქ?
თქვენ როგორ მოაწყობდით იურტას?