გოგონა ახალ სახლში გადავიდა და გაიგო, რომ იქ მარტო არ იყო. ძველმა ბინადრებმა მას “მემკვიდრეობა” დაუტოვეს

ახალ სახლში გადასვლამ შეიძლება სტრესი გამოიწვიოს, განსაკუთრებით, თუ უეცრად ირკვევა, რომ ძველმა ბინადრებმა იქ პატარა სურპრიზი დატოვეს, სამზარეულოში დასარეცხი ჭურჭლის დასტისა და ვირთხების სახით. თუმცა, 23 წლის ვაშინგტონელი მირანდას შემთხვევაში, საქმე უფრო სასიამოვნო მოულოდნელობით დასრულდა. როცა გოგონა ახალ სახლში გადავიდა, უჩვეულო წერილი იპოვა სახლის ძველი ბინადრებისგან, რომელშიც ეწერა, რომ სახლში ერთი ბინადარი დარჩა, რომელზეც ახალმა მფლობელმა უნდა იზრუნოს.

აი, ესეც წერილი.

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს საყვარელ სახლში!
იმედია, იგი თქვენ ისევე მოგეწონებათ, როგორც ჩვენ. თქვენთან ერთი თხოვნა გვაქვს, რომლის შესრულებასაც არ გავალდებულებთ, თუმცა, გაგვიხარდება, თუ დაგვეხმარებით. უკანა ეზოში ცხოვრობს მოხუცი კატა – იგი ველურია და ჩვენს ეზოში 12 წლის წინ გაჩნდა. მას თათი აქვს დაზიანებული და ახლოს არ მიგიკარებთ. ჩვენ მას ყოველდღე, დღეში ორჯერ ვკვებავდით, ბოლო 4 წლის განმავლობაში. ჩვეულებრივ, მას მშრალ ან სველ საკვებს ვაძლევდით, წყალთან ერთად, უკანა ეზოს ვერანდაზე. მას პატარა სახლიც ვუყიდეთ, ზამთრისა და წვიმიანი დღეებისთვის, რომელიც დადგმულია უკანა ეზოს კედელთან. მართლა ძალიან გაგვიხარდება, თუ მის გამოკვებას თქვენ გააგრძელებთ. ჩვენ მართლა ვწუხვართ, რომ მას ასე ვტოვენთ.

ღმერთმა დაგლოცოთ და ბედნიერებას გისურვებთ თქვენს ახალ სახლში!

მალე ეს მოხუცი ბინადარი სახლის ზღურბლზე გამოჩნდა.

-“ჩვენ გადავწყვიტეთ, მისთვის რაზუმ-დარი დაგვერქმია, თუმცა, დიდი ალბათობით, შემოკლებით რაზს დავუძახებთ. ახლა მას ეზოში, ქვაზე სძინავს.
დღეს მან ჩვენი ძაღლი ნიქსი გაიცნო და, ჩემი აზრით, ყველაფერმა ნორმალურად ჩაიარა. მათ უბრალოდ შეხედეს ერთმანეთს ეზოს სხვადასხვა მხრიდან. კატა არ გაქცეულა, ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს კარგის ნიშანია. თუმცა, ასე მგონია, იგი ველური სულაც არაა, როგორც წერილშია ნათქვამი.”

კატა უშიშარი აღმოჩნდა, ამიტომ, როცა მირანდა გარეთ გავიდა, იგი არსად გაქცეულა.

და მან ფოტოების გადაღების საშუალებაც კი მისცა გოგონას.

გოგონას თქმით, იგი კატას გამოკვებავს და მასთან დამეგობრებასაც ეცდება.

ყველაფრის მიხედვით, კატას ახალი მაცხოვრებლები მოეწონა.

ისინი ხომ ფისუნიას კატაბალახით გაუმასპინძლდნენ.