ეს სახლი მხოლოდ უშიშრებისთვისაა, რადგან მის სარდაფში საშინელება ხდება

ყოველი მეორე საშინელებათა ფილმის სიუჯეტი იწყება იმით, რომ ოჯახი გადადის ჩვეულებრივ სახლში, შემდეგ კი აღმოაჩენს, რომ მასში რაღაც რიგზე ვერაა. გმირები ამ საიდუმლოს ამოხსნას ცდილობენ და პოულობენ სარდაფს, რომელშიც საშიში და კოშმარული კუდიანები ცხოვრობენ, ბოლოს კი ყველაზე ძლიერი რჩენა ცოცხალი. თუმცა, ასეთი რამის ფილმში ნახვა და უცნაურობებით სავსე სარდაფის რეალურად პოვნა – რადიკალურად განსხვავებული რამეებია.

საშინელებათა ფილმების პერსონაჟობის მსურველთათვის შესანიშნავი ვარიანტი იქნება სახლი ავსტრალიის ქალაქ ადელაიდაში. ამ სახლში იპოვეს საიდუმლოები, რომლებიც ყველაზე უშიშარ ბინადრებსაც კი ჟრუანტელს მოგვრის.

ავსტრალიაში იყიდება სახლი, რომელმაც მსოფლიოს ყველა საშინელებათა ფილმს მოუჯოკრა.

ერთი შეხედვით, 1856 წელს აშენებული სახლი სავსებით ჩვეულებრივი შენობაა.

ფოტოებით ჩანს, რომ ეს ერთი ჩვეულებრივი სახლია.

აქ მუსიკოს ელის კუპერის ფოტოც კია.

და ინგლისურ საფეხბურთო კლუბ “მანჩესტერ იუნაიტედის” მაისური ჩარჩოშია ჩასმული.

თუმცა, სახლის გამყიდველი აგენტი პოტენციურ მყიდველებს აფრთხილებს:

-“დასათვალიერებლად ვიწვევთ მხოლოდ უშიშრებს, ბავშვები დატოვეთ სახლში ან არ მოადუნოთ ყურადღება მათთან. ფრთხილად იყავით კიბეებთანაც.”

გარდა გაფრთხილებისა, აგენტი მშენებლობის ისტორიასაც გვიამბობს.

-“1800-იანი წლების ეს შესანიშნავი სახლი ააშენა უილიამ ურენმა, რომელიც აქ კორნუოლიდან 10 წლით ადრე ჩამოვიდა. მან ეს ადგილი ბორცვების ძირას, ნაყოფიერ ნიადაგზე, ნაკადულთან ახლოს აირჩია. ამ ეზოდან უილიამი ხედავდა ხომალდებს, რომლებიც ადელაიდის პორტში შემოდიოდა იმ ტყავის შემოსატანად, რომლის იმპორტირებასაც თავად ახდენდა.

სახლში 10 ოთახი, სარდაფი, ვერანდა, სამლოცველო და სადაზვერვო ერდოა.

თუმცა, ყველაზე საინტერესოა სარდაფი, რადგან მასში უკვე ცხოვრობენ…

საშინელებათა მოტივების დეკორაციები მზად არიან და ახალ ბინადრებს ელიან.

ასეთი სარდაფის მქონე სახლი სუსტნერვიანებისთვის ნამდვილად არაა.

თუ ჩვეულებრივი ადამიანისთვის ასეთი სარდაფი უკანმოუხედავად გაქცევის მიზეზია, საშინელებათა ფილმებისა და საშიში თოჯინების მოყვარულთათვის, იგი სწორედ რომ ზედგამოჭრილია.