
ნაცნობია თუ არა თქვენთვის “ბანერული სიბრმავის” ცნება? იგი მაშინ იჩენს თავს, როცა, რეკლამების დიდი რაოდენობით გამო, ადამიანი უბრალოდ აღარ იმჩნევს მათ. ჩვეულებრივ, აღნიშნული ტერმინი ინტერნეტ-რეკლამის მიმართ გამოიყენება, თუმცა, რეალურ ცხოვრებაშიც იგივე ხდება ხოლმე.
სწორედ ამის დამტკიცებას ეცადა ამერიკული ტანსაცმლის ბრენდის, Fruit of the Loom-ის საინტერესო ექსპერიმენტი, სარეკლამო სააგენტო CP+B-სთან ერთად. ქვედა საცვლების მწარმოებლებმა და სარეკლამო აგენტებმა, სარეკლამო კამპანიის ფარგლებში, ათასობით დოლარი პირდაპირ ნიუ-იორკის ქუჩებში დამალეს, გვერდით კი დაწვრილებითი ინსტრუქცია განათავსეს მათ საპოვნელად. თუმცა, იგი თითქმის ვერავინ შენიშნა.
თითოეულ სამალავში კომპანიის ქვედა თეთრეული და 1851 დოლარი ელაგა (კომპანიის დაარსების წელთან დაკავშირებით).
გვერდით იყო ინსტრუქცია განძის საპოვნელად. ეს სადღაც უზარმაზარი, ტექსტიანი ბანერი იყო, ხოლო სადღაც QR-კოდის სკანირება იყო საჭირო.
აქ, მაგალითად, დურბინდში უნდა ჩაეხედათ.
ხოლო აქ “განძის რუკა” ხელში სასაცილო ადამიანს ეჭირა.
აი, ასე გამოიყურებოდა სამალავები: ველოსიპედის კალათი, მეტალის ყუთი.
ზოგიერთ ადგილას ფული პირდაპირ ბანერის მიღმა იყო.
გვერდით განთავსებული იყო კამერები, რომლებიც გამვლელთა რეაქციებს აფასებდა.
ადამიანები მართლაც ვერაფერს ამჩნევდნენ.
9 მილიონი მაცხოვრებლიდან მხოლოდ ექვსმა ადამიანმა გაამახვილა ყურადღება შუა ქუჩაში არსებულ უცნაურ ნივთებზე.
ამ დაკვირვებულმა ახალგაზრდებმა კი ნამდვილად ბევრი მოიგეს.
ინსტრუქციის შესრულების შემდეგ, მათ მშვიდად აიღეს განძი.
მაგალითად, ნახეთ ეს წყვილი.
მათი ემოციები ფასდაუდებელია.
მწარმოებლებმა იმით ისარგებლეს, რომ, რეკლამების სიჭარბის გამო, ქალაქის მაცხოვრებლები მათ უბრალოდ აღარ ამჩნევენ. როგორც მათი ქვედა საცვლები, რადგან იგი ძალიან მსუბუქია (თუ სლოგანს დავუჯერებთ).
ასე, რომ დაკვირვებულობა ძალიან მომგებიანი რამაა, გაითვალისწინეთ.
ხოლო, თუ რამის დამალვა გსურთ, აირჩიეთ ყველაზე თვალსაჩინო ადგილი. მაინც ვერავინ მიხვდება…
ესეც ექსპერიმენტის ამსახველი ვიდეო: