მსოფლიოს საუკეთესო ბოსმა თავის თანამშრომლებს 400 ბინა და 1260 მანქანა აჩუქა

სავჯი დოლაკია ბრილიანტების ინდოელი მაგნატია, რომელიც მსოფლიოს 70 ქვეყანას სწორედ აქედან ამარაგებს ძვირფასი ქვებით. თუმცა, იგი ყველა საინფორმაციო გამოცემის გმირი ამიტომ არ გამხდარა. როგორც გაირკვა, გარდა ზემოხსენებულისა, იგი დედამიწაზე ყველაზე გულუხვი უფროსიცაა.

აი, ის – საოცნებო უფროსი

ბიზნესმენმა, რომელიც კომპანია Hare Krishna Exports-ს ფლობს ქალაქ სურატში, თავის საუკეთესო ქვეშევრდომებს 400 ბინა და 1260 მანქანა აჩუქა, როგორც ჯილდო კომპანიის მიზნების მიღწევისთვის, განსაზღვრულ პერიოდში.

კომპანიის მიზანი, უახლოესი 5 წლისთვის, მისი სიტყვებით, არის თანამშრომლების უზრუნველყოფა საკუთარი საცხოვრებლებითა და პირადი ავტომობილებით.

ამიტომ, მან მიიღო გადაწყვეტილება, წაეხალისებინა საუკეთესო თანამშრომლები ინდურ დღესასწაულ დივალიზე.

მამაკაცი ძალიან მსხვილ კომპანიას ფლობს.

და ეს ინდოელი მილიარდერის პირველი მსგავსი საქციელი არაა: მან 2014 წელსაც აჩუქა თავის თანამშრომლებს ბინები, მანქანები და ძვირფასეულობები. იგი განსაკუთრებით აღნიშნავს, რომ მსგავსი ბონუსები სწორედ თანამშრომლების თავდაუზოგავი შრომის შედეგია.

ამის გამო, სავჯი დოლაკიას უკვე ყველა დროის საუკეთესო უფროსი შეარქვეს.

კარგი იქნება, მთელი მსოფლიოს ბოსები ასევე რომ აფასებდნენ თავიანთ თანამშრომლებს…