
თქვენ უკვე წარმოიდგენთ, როგორ შეხვდებით საკუთარ სიბერეს? აი, შვიდმა ჩინელმა დაქალმა კი არამხოლოდ წარმოიდგინა, არამედ მოემზადა კიდევაც მისთვის და ის, რაც მათ გააკეთეს, ნამდვილად იმსახურებს შექებას. ყველაფერი დაიწყო ხუმრობით, რომელიც რეალობაში გადაიზარდა. ჩინელებმა გადაწყვიტეს შეეძინათ სახლი, რომელშიც პენსიაზე გასვლის შემდეგ იცხოვრებდნენ. ასეთი სახლი იპოვეს კიდევაც: იგი გუანჩჟოუდან 70 კმ-ში მდებარე სოფლის შემოგარენშია. პირდაპირ მის წინ კი მინდორია. დაქალებმა იქაურობა კარგად გაარემონტეს და ოცნების სახლად აქციეს.
შვიდმა ჩინელმა დაქალმა გადაწყვიტა, სიბერე ერთად გაეტარებინა.
ისინი ერთმანეთს 20 წელზე მეტია იცნობენ და ამ დროში დედმამიშვილებზე უფრო მეტად დაახლოვდნენ.
და აი, როცა 60 წელი შეუსრულდებათ, ერად შიკრიბებიან და დარჩენილ სიცოცხლეს ერთად გაატარებენ.
ოცნება 2018 წლის იანვარში ოცნება ძალიან დაახლოვდა.
მათ 700 კვ.მ. ფართობის მქონე სახლი შეიძინეს.
ეს იყო წთელი აგურის მიტოვებული შენობა.
მეგობრებს შუშის სახლი უნდოდათ მინდორში, ამიტომ რემონტს შეუდგნენ.
პროექტი მათ 4 000 000 იუანი (1 656 835 ლარი) დაუჯდათ.
სახლის აშენება დაასრულეს და აქციეს მდიდრულ მამულად.
აივანი სამი კუთხიდან შემინულია.
ინტერიერი განსაკუთრებული გემოვნებითაა შესრულებული.
იგი მოდურად და თანამედროვედ გამოიყურება.
ნივთების დიდი ნაწილი ინდოეთიდან და მაროკოდანაა ჩამოტანილი.
პირველ სართულზე საერთო სივრცეა.
სამზარეულოს ხედი მინდორზე გადის.
მისაღებში შეიძლება ვახშმობა, საუბარი და წიგნების კითხვა.
შემდეგ სართულებზე ყველას თავისი ოთახი აქვს.
ოთახები ვრცელია და ბევრი ფანჯარა აქვს.
საწოლზე წოლისას შეგიძლიათ დილის ნისლისა და მზის ამოსვლის დანახვა.
სახლს აუზიც აქვს.
მეგობრებს ჩაის დალევა უყვართ,
ამიტომ მათ ჩაის ფანჩატური პირდაპირ მინდორში მოაწყვეს.
მასთან ბამბუკის ხიდს მივყავართ.
როცა მასზე დადიან, ხიდი ჭრაჭუნობს.
მეგობრები ხუმრობენ, რომ თითოეულმა მათგანმა ამ დროისთვის რაღაც უნარი უნდა შეიძინოს.
მაგალითად, ვიღაც კარგი მზარეულო იქნება.
სხვა – ხილსა და ბოსტნეულს მოიყვანს.
ხოლო ვიღაც ჩინურ მედიცინაში გაერკვევა.
სხვა მუსიკალურ ინტრუმენტზე დაუკრავს.
ისინი გეგმავენ, ერთად მოაწყონ მწვადების წვეულება მინდორში, იმღერონ და სოფელში იარონ პროდუქტებისთვის.
აქ შეგიძლიათ მათ შესახებ ვიდეო-რგოლი იხილოთ.