როგორ გავათავისუფლოთ სახლი ზედმეტი ნივთებისგან: იაპონური პრაქტიკა

კლასიკური იაპონური ინტერიერი არის საოცრად ცარიელი სივრცე ჩვენი სტანდარტებით, რომელშიც, ერთი შეხედვით, ავეჯის ნაწილები თითქმის არ გვხვდება.

აქ ყველან მინიმალიზმის სტილია. ოთახში შეიძლება მხოლოდ ჩაის მაგიდა იდგას, კუთხეში კი პატარა ტატამი. მაშინ სად ინახავენ იაპონელები თავიანთ ნივთებს?

სახლი იაპონურ სტილში

საქმე ავეჯში კი არა, თავად იაპონურ კულტურასა და ტრადიციებშია, რომლებიც ბუდიზმისა და შინტოიზმის პრინციპებზეა აგებული. სიცარიელე, შეუვსებლობა არის ბუდიზმის არსებობის სამი მახასიათებლიდან ერთ-ერთი.

სუფთა სახლი შინტოიზმში ღვთაებების წარმატებისა და კეთილდღეობის გასაღებია. თავად სიტყვა “კირეი”, ანუ “სუფთა” ასევე აღნიშნავს “ლამაზს”.

ბინების მცირე ფართობებმა იაპონელებს ზომიერი საცხოვრებელი ადგილის შექმნა ასწავლა. ხშირი მიწისძვრების გამო ხალხმა მსუბუქი და მობილური ავეჯის გამოყენება დაიწყო.

იაპონელები არასდროს ყიდულობენ რაიმე ზედმეტს, ისინი ფულს რაც შეიძლება რაციონალურად ხარჯავენ. მაგალითად, თუ იაპონელი ბინაში მარტო ცხოვრობს, მას მხოლოდ ერთი თეფში და ჩანგალი აქვს.

მაგრამ ავეჯი იაპონელებს ასე თუ ისე, მაინც აქვთ. პოდიუმები, რომლებიც ხშირად იაპონური ინტერიერის ნაწილია, სინამდვილეში ძალიან ტევადი შესანახი ადგილია.

იატაკში არსებული ლუქები, უჯრები და ნიშეები ყველაზე საჭირო ნივთებს იტევს, დანარჩენი ნივთები კი ჩაშენებულ კარადებშია შენახული, რომლებიც კედლის ფერშია შეღებილი.

ოდითგანვე იაპონელები ისხდნენ და ეძინათ ფუტონებზე – სპეციალურ მატრასებზე. მხოლოდ მრავალი საუკუნის შემდეგ ევროპული ტრადიციებიდან მათ გადმოიღეს საწოლები, დივნები, სავარძლები და სკამები.

დასასვენებელ ადგილს კი ამ დრომდე დაწნული ჭილოფი, პატარა ბალიშები და ქსოვილის ჭილოფები წარმოადგენს, რომლებიც ნებისმიერ მომენტში შეგიძლიათ აიღოთ ოთახიდან.

სივრცის შევსებას სინათლით და სიმარტივის შეგრძნების შექმნას ნახევრადგამჭვირვალე ქაღალდისგან შექმნილი, თხელი ხის ჩარჩოში ჩასმული ტრადიციული იაპონური კარები უწყობს ხელს.

ინტერიერის დიზაინის იაპონური სტილი გთავაზობთ საკუთარ, სპეციალურ ვარიანტს ევროპელებისთვის ნაცნობი ავეჯისთვის. თუ ჩვეულებრივ ევროპულ სკამს ფეხებს მოაშორებთ, ხოლო მაგიდის ფეხებს რამდენიმე სანტიმეტრით დაამოკლებთ, მაშინ მიიღებთ სრულიად ტრადიციულ იაპონურ სასადილო კომპლექტს.

იაპონელი მარი კონდო, საყოფაცხოვრებო ცხოვრების ორგანიზების შესახებ ყველაზე გაყიდვადი წიგნების ავტორი დარწმუნებულია, რომ თუ ადამიანები მოიცილებენ მართლა უსარგებლო ნივთებს, მაშინ ბევრად უფრო ბედნიერები გახდებიან.

სუფთა, მოწესრიგებულმა სივრცემ, რომელშიც ადამიანი იმყოფება, შეიძლება მნიშვნელოვნად გააუმჯობესოს მისი ემოციური მდგომარეობა. მე ერთი რჩევა განსაკუთრებით მომწონს: თუ რაღაც ნივთი წლების განმავლობაში არ გამოგიყენებიათ, უბრალოდ გადააგდეთ ან ვინმეს აჩუქეთ.

იაპონური ინტერიერის ფილოსოფია შეიძლება იქნას აღწერილი, როგორც “სილამაზე მინიმალიზმში”, პათოსის გარეშე, ცქრიალა ფერებისა და ზედმეტი დეტალების გარეშე.

ფსიქოლოგები აღნიშნავენ, რომ ბინას, რომელიც იაპონურ სტილშია გაფორმებული, დამამშვიდებელი ეფექტი აქვს ყველა მის მკვიდრზე, ხელს უწყობს სიმშვიდის შენარჩუნებას და მოდუნებას.