
ალბათ უკვე აღარავინ იყენებს ძველებურ ტელევიზორებს მათი დანიშნულებისამებრ. თუმცა, ასეთი “დრომოჭმული” მოდელები მაინც ინახება ზოგიერთი სახლის სხვენში, საკუჭნაოებსა და აივნებზე. რა უნდა გააკეთოს მეპატრონემ ამ ერთი შეხედვით ზემდეტი ნივთით? თუ სახლში ასეთი რამ მოგეპოვებათ, შეგიძლიათ გადააგდოთ, ვიღაცას აჩუქოთ ან კერძო მყიდველს მიჰყიდოთ… მაგრამ ხომ შეიძლება რაიმე უკეთესის მოფიქრება?
დღეს ჩვენი რედაქცია მოგიყვებათ, როგორ შექმნათ დიდი და ლამაზი ნაკეთობები საკუთარი ხელებით ძველი ტელევიზორებიდან. საკმარისია სულ ცოტა თავისუფალი დრო გამოყოთ უსარგებლო ნივთებით სახლის დეკორაციის შესაქმნელად.
საკუთარი ხელით შექმნილი ნაკეთობები
თუ სახლში შინაური ცხოველი გყავთ, მაშინ შეგიძლიათ მისთვის ძველი ტელევიზორისგან აი ასეთი ლამაზი სახლი გააკეთოთ. მთავარია, რომ ლამაზი ნაკეთობა მოგეწონოთ არა მხოლოდ თქვენ და თქვენს სტუმრებს, არამედ თავად ცხოველსაც.
ხოლო მათ, ვისაც უწყინარი თევზები უყვართ, შეიძლება მოეწონოთ ძველი ტელევიზორისგან საოცარი აკვარიუმის შექმნის იდეა. უბრალოდ წარმოიდგინეთ, როგორ გაოცდებიან თქვენი ოჯახის წევრები, როდესაც მისაღებ ოთახში ასეთ სილამაზეს დაინახავენ.
თუ კითხვა გიყვართ და უპირატესობას ანიჭებთ არა ელექტრონულ, არამედ ქაღალდის ვარიანტს, მაშინ ალბათ მოგეწონებათ საყვარელი წიგნებისთვის ასეთი პატარა შესანახი ადგილის იდეა.
და თუ დროის გატარება არა სიჩუმეში, არამედ მეგობრების ხმაურიან კომპანიაში გიყვართ, მაშინ ნამდვილად ღირს ძველი ტელევიზორის გადაკეთება მინი-ბარის სტილში. აქ ბევრი ძლიერი სასმელი დაეტევა.
ასევე შეგიძლიათ ძველი ტელევიზორით შვილები გაახაროთ, თუ მათ ამ უსარგებლო მოწყობილობისგან პატარა მყუდრო სახლს მოუწყობთ თოჯინებისთვის. ეს ერთგვარი საჩუქარია ბავშვისთვის და ასევე დეკორაცია სახლისთვის. თუმცა, ასეთი სილამაზის შესაქმნელად საკმაოდ დიდი ძალისხმევა დაგჭირდებათ.
ძველებური “ვესნას” ან “ელექტრონის” გამოყენება ბაღშიც შეგიძლიათ. ამით ბევრად საინტერესო ყვავილების სარგავის გაკეთებაა შესაძლებელი, რომელიც თქვენი ბაღის გარეგნობას ახალ შტრიხებს შემატებს.
და თუ ძალიან ზარმაცი ხართ და ტელევიზორის გადაკეთება გეზარებათ, ასეთ შემთხვევაში შეგიძლიათ იგი უბრალოდ გადაატრიალოთ და სულ რამდენიმე წამში მიიღებთ პატარა მაგიდას.
როგორც ხედავთ, ძველმოდური ტელევიზორისგან საკუთარი ხელებით დიდი ნაკეთობების შექმნა არცთუ ისე რთულია, საკმარისია ჩართოთ ცოტაოდენი ფანტაზია, რომ ძველი ხარახურა სახლისთვის სასარგებლო ნივთად აქციოთ.