
ინტერიერის თითოეულ დიზაინს უნდა ჰქონდეს რაღაც, რაც მას ხაზს გაუსვამს. წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი უსახური გახდება და მთელ თავის ინდივიდუალობას დაკარგავს. რა თქმა უნდა, შეგიძლიათ შეარჩიოთ ყველაზე თანამედროვე სარემონტო მასალები და ძვირადღირებული ავეჯი. მაგრამ თუ ამავდროულად რაღაც კონკრეტულზე აქცენტს არ გააკეთებთ, მაშინ თქვენი ინტერიერი სტუმრებს თავს ვერაფრით დაამახსოვრებს. ამ ბინის მეპატრონეებმა მთელს ბინაში რემონტი ნათელ ფერებში გააკეთეს. რემონტი ძალიან მაგარი გამოვიდა, მაგრამ აქცენტები საკმარისი არ იყო.
1. თითქმის თოვლივით თეთრი ბინა
დღესდღეობით, თეთრი, ბეჟი, ყავის და პასტელის ჩრდილები წამყვანი და ყველაზე პოპულარულია ბინების ინტერიერში. ისინი ყოველთვის ხელსაყრელად გამოიყურება. ხასხასა და მუქი ფერებისგან განსხვვებით, ისინი არ “იპარავენ” კვადრატულ მეტრებს, არამედ პირიქით, ფართს ვიზუალურად უფრო დიდს ხდის, ჭერს – მაღალს და ოთახში უფრო მეტი “ჰაერი” შემოდის.
2. სააბაზანო
აბაზანა თეთრი კაფელითაა შესრულებული. გამოყენებულია როგორც გლუვი, ისე ტექსტურირებული ვარიანტები. ოთახი გაკეთებულია გეომეტრიული ფორმების აქცენტით. კუთხურობა და ხაზოვნება თითოეულ დეტალში შეიმჩნევა, პირსახოცის საშრობზეც კი.
ტუალეტი ძალიან მარტივადაა გაკეთებული, გაფორმებულია მსუბუქი ატმისფერი ფილებით. თავად უნიტაზი კი დასაკიდია. ტუალეტი თაროებით არ გადატვირთეს.
3. შემოსასვლელი დერეფანი
დერეფანი ასევე გადაწყვეტილია ნათელ ფერებში. კედლებზე – მოყავისფრო შპალერია, იატაკზე – დიდი თეთრი მარმარილოს ფილები. კუთხეში ჩასმულია კარადა-კუპე სარკიანი კარებით.
კაბინეტში კარი არ დააყენეს, უბრალოდ კედელში ნიშე დატოვეს. განათების სახით გამოიყენეს ჭერის ცივი სანათები.
4. საძინებელი
საძინებელი თეთრი არ არის, მასში ატმის და ყავის ფერები ჭარბობს. იატაკზე ლამინატი დააგეს, ფანჯრებზე კი წული და ღამის ფარდები დაკიდეს. დიდი ორსაწოლიანის გარდა, ოთახში არის კომოდი, ტელევიზორი და ტუმბო.
5. მისაღები ოთახი
ამ ოთახში მინიმალური ავეჯია. ეს გახლავთ მხოლოდ დიდი დივანი და მის მოპირდაპირე მხარეს ჩამოკიდებული პლაზმური ტელევიზორი. ტელევიზორის ქვეშ განთავსებულია თეთრი ფერის ტუმბო მოდერნის სტილში.
6. სამზარეულო
შემოსასვლელი დარბაზის გასაგრძელებლად, სამზარეულოს იატაკზეც იგივე მარმარილოს ფილები დააგეს. სამზარეულოს ფართუკი ნაცრისფერი ფილებით გააკეთეს, რაც ბეტონის იმიტირებას ახდენს.
სამზარეულოს გარნიტურა ორ ფერშია შესრულებული: შავ და ყავისფერ ფერებში. დიზაინში შეინიშნება თანამედროვე სტილის თანდაყოლილი მკაფიო და ლაკონური ხაზები.
7. კაბინეტი
სამუშაო ოთახშიც ასევე მოთავსებულია დიდი კუთხის დივანი იმ შემთხვევისთვის, თუ სტუმარი ან ნათესავი ღამის გათევას გადაწყვეტს. ასევე აქ არის კუთხის კომპიუტერის მაგიდა და წიგნების თაროები.