როგორ განვაახლოთ სააბაზანო რემონტის გარეშე

ყველამ იცის, რომ რემონტი ძვირია. თუ თქვენი სული ცვლილებებს მოითხოვს, მაგრამ არ გაქვთ საკმარისი ფინანსები, ჩვენ მოგცემთ 6 პრაქტიკულ რჩევას იმისათვის, რომ განაახლოთ სააბაზანო რემონტის გარეშე.

1. სტიკერები

თუ ფიქრობთ, რომ აბაზანაში სტიკერების დაკვრა მხოლოდ ბავშვებს შეუძლიათ, ძალიან ცდებით. თანამედროვე სტიკერების სპექტრი იმდენად ფართოა, რომ მათი დახმარებით შეგიძლიათ სწრაფად გააკეთოთ კოსმეტიკური რემონტი. ჩვენ გირჩევთ განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოთ სტიკერებს, რომლებიც კერამიკული ფილების იმიტაციას ახდენენ. თქვენ უბრალოდ უნდა გადააკროთ ისინი არსებულ ფილებს და კედელი მზად არის.

2. ორიგინალური შესანახი სივრცე

აბაზანა საკმაოდ მოკრძალებული სივრცეა, მისი გარდაქმნითვის არც თუ ისე ბევრი ვარიანტია. ჩვენ შემოგთავაზებთ რამდენიმე ვარიანტს, რომლითაც შეგიძლიათ ბიუჯეტურად განაახლოთ აბაზანა. ერთ-ერთი მათგანია შესანახი ადგილის გაკეთება. კარგი იქნება, რომ გამოიყურებოდეს ორიგინალურად და ჰარმონიულად.

ეს შეიძლება იყოს დიდი და პატარა ნაქსოვი კალათები, პლასტმასის კონტეინერები, შუშის ქილები, თემატური ნახატებით მორთული კონტეინერები.

3. ახალი ფარდა

აბაზანისთვის ფარდა წვრილმან ნივთს წარმოადგენს, მაგრამ მისი ჩანაცვლება ნამდვილად ღირს და ეს სივრცეს ცვლის. თუ გსურთ, რომ ცვლილებები პოზიტიური იყოს, შეარჩიეთ მაღალი ხარისხის და თანამედროვე ფარდა. ყურადღება მიაქციე ქსოვილის ფარდებს. რაც შეეხება ფერს, ის უნდა გამოირჩეოდეს ზოგადი პალიტრისგან. სხვათა შორის, ფარდები მოიცავს არა მხოლოდ ქსოვილებს, არამედ საშხაპეების მინის გამყოფები. რა თქმა უნდა, მინის გამყოფს ხშირად ვერ შეცვლით, მაგრამ იგი შეიძლება გააფორმოთ ორიგინალური ნახატებით ან სტიკერებით.

4. დასუფთავება

ალბათ ეს პირველ რიგში უნდა გაგეკეთებინათ. დიახ, გსურთ თქვენი აბაზანა ახალ შუქზე ნახოთ,  დაუყოვნებლივ შეავსეთ სარეცხი საშუალებები, რომლებიც განკუთვნილია სხვადასხვა ზედაპირისთვის. საფუძვლიანად გახეხეთ კედლები, ონკანები, ჭერი, გაასუფთავეთ კერამიკული ფილები, გაასუფთავეთ სარეცხი მანქანა, გარეცხეთ ფარდა.

5. ხალიჩები

თუ აბაზანაში არასდროს გქონიათ ხალიჩები, აუცილებლად შეიძინეთ. ასეთი მარტივი ტექნიკა ინტერიერში ახალ ნოტებს შემოიტანს. თუ ხალიჩები გაქვთ, უფრო კარგად დააკვირდით, შეიძლება ღირდეს მათი ახლით ჩანაცვლება.

6. აქსესუარები

მცირე დეტალებს დახმარებით თქვენ შეგიძლიათ ააწყოთ თანამედროვე ინტერიერი, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება პატარა ოთახს. შეიარეთ სახლის დეკორაციების მაღაზიაში და შეიძინეთ სხვადასხვა პატარა ნივთები, რაც შეიძლება სასარგებლო იყოს თქვენთვის. ყველაფერი ლამაზად მოათავსეთ თაროებზე და ისიამოვნეთ განახლებული სივრცით.