
სამწუხაროდ, არცერთი ადამიანი არ არის დაზღვეული ქუჩაში ძაღლების თავდასხმისგან, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება მიუსაფარ ძაღლებს. ძაღლი, როგორც ნებისმიერი სხვა ცხოველი, არასდროს უტევს პიროვნებას უმიზეზოდ. უფრო მეტიც, თავდასხმის შემთხვევათა ნახევარზე მეტში, თავად ადამიანია დამნაშავე (ისე, რომ ამას ვერც აცნობიერებს ხოლმე). ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ძალიან მნიშვნელოვანია იცოდეთ და დაიმახსოვროთ ძაღლების პროფესიონალი მწვრთნელების რჩევები იმის შესახებ, თუ რა არ უნდა გააკეთოთ ძაღლების თავდასხმის დროს.
1. გაქცევა = სიკვდილი
ძაღლები მგლების ნათესავები არიან. პირველ რიგში, უნდა გვახსოვდეს, რომ ძაღლებს, ისევე, როგორც მტაცებელთა უმეტესობას, აქვთ დადევნების ინსტიქტი. ძაღლი ყოველთვის დაგედევნებათ და თქვენს დაჭერას შეეცდება.
ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ძაღლები, ძირითადად, მგლებივით ნადირობენ – ისინი გარს შემოგარტყამენ, ყურადღებას იპყრობენ და, უმეტესად, უკნიდან ესხმიან თავს. ამიტომ, მისთვის ზურგის შექცევა და მოკურცხლვა მხოლოდ მაშინაა დაშვებული, თუ იგი ჯერ კიდევ შორსაა.
2. არ დაიხაროთ
ძაღლები არიან ძალიან ჭკვიანი ცხოველები, რომელთაც კარგი მეხსიერება აქვთ. ამიტომ, მკაცრად არის რეკომენდებული, რომ არ დაიხაროთ და არაფერი არ აიღოთ მიწიდან. მიუსაფარი ცხოველები ადამიანის მხრიდან ამ უბრალო მოქმედებას აგრესიად მიიჩნევს. ეს იმიტომ ხდება, რომ თითოეული მათგანისთვის ერთხელ მაინც უსვრია ადამიანს ქვა.
3. არა იყვიროთ, მაგრამ არც ჩუმად იყოთ
ძაღლები რეაგირებენ ტუჩების მოძრაობაზე. ამიტომ, ცხოველის თავდასხმის შემთხვევაში, არ უნდა ჩავარდეთ ისტერიკაში და არ დაიწყოთ ყვირილი, თუმცა, არც ჩუმად არ უნდა იყოთ. ამ დროს შეგიძლიათ დახმარების თხოვნა ან ძაღლთან მტკიცე საუბარი, უხეში, დომინანტური ხმით.
4. ნუ მოექცევით ალყაში
შესაძლოა, ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რაზეც უნდა იზრუნოთ რამდენიმე ცხოველის თავდასხმის დროს არის ის, რომ არ უნდა მისცეთ გარშემორტყმის საშუალება. ძაღლები შეეცდებიან, აკონტროლონ სიტუაცია და სხვადასხვა კუთხიდან მონაცვლეობით დაგესხან თავს, ძირითადად, უკნიდან.
5. თქვენში “ადამიანის“ შენარჩუნება
თუ გაირკვა, რომ ყველაფერი ძალიან ცუდად მიდის და თქვენ არ შეგიძლიათ, თავიდან აიცილოთ ცხოველების თავდასხმა, გონებრივად მზად უნდა იყოთ მასთან საბრძოლველად. კონცენტრირდით იმაზე, რაც ხდება, არ იფიქროთ, თუ რა მოხდება შემდეგ. ნუ შეგეშინდებათ ძაღლების დაზიანების. სასოწარკვეთილმა, მშიერმა ცხოველმა არ იცის ადამიანის ცნება.
თუ ხელთ გაქვთ ჩანთა, ზურგჩანთა, ქეისი ან მსგავსი რამ, გირჩევთ, გამოიყენოთ და ეცადოთ მოიქნიოთ. ინსტინქტურად, ძაღლი შეეცდება ჩაეჭიდოს რამეს, რასაც პირით შეეხება. ჩანთას ნებისმიერ დროს შეცვლით.
ცხოველის სუსტი წერტილებია მუცელი, თავის ქალას წინა და უკანა ნაწილები. თუ ძაღლმა ჩანთას კბილები ჩაასო, არ გაუშვათ ხელი. გააჩერეთ და ეცადეთ, უსაფრთხო ადგილას გადაინაცვლოთ. პარალელურად, ვინმეს დახმარება სთხოვეთ.
აუცილებლად უნდა ვთქვა ისიც, რომ მიუსაფარი ძაღლების მსგავსი აგრესია ისევ ჩვენი, ადამიანების “დამსახურებაა”. შესაძლოა, უშუალოდ თქვენ მათთვის ცუდი არაფერი გაგიკეთებიათ, თუმცა, ზოგიერთი ადამიანი ძაღლებს წიხლებსა და ქვებს უქნევს, მდუღარე წყალს ასხამს, დასცინის (რასაც ისინი გრძნობენ), არ აჭმევს… თუ გინდათ, რომ ასეთი თავდასხმა არ გემუქრებოდეთ, დაუმეგობრდით ქუჩის ცხოველებს, ხშირად გამოკვებეთ და მოეფერეთ, იქნებ თქვენ მაინც დაავიწყოთ ის ტკივილი, რომელსაც ქუჩაში, საჭმლის ძიებისა და სიცოცხლისთვის ბრძოლაში განიცდიან.