სურპრიზი დედისთვის: 42 კვ.მ. ხრუშოვკის რეინკარნაცია

ისტორია ისეთივე ძველია, როგორც თავად ბინა. ამ ხრუშოვკაში არაერთი თაობა გაიზარდა. კედლებს ახსოვთ ბებია და ბაბუა, რომლებიც პირველები ცხოვრობდნენ ამ ბინაში. აქ რემონტი თითქმის ორ ათწლეულზე მეტია არ გაკეთებულა. და აი ახლა, გოგონამ გადაწყვიტა ინტერიერში რადიკალური ცვლილებები შეეტანა, რათა დედისთვის სიურპრიზი გაეკეთებინა.

ამ პროექტის ავტორი დიზაინერი ირინა ჩერტიხინა იყო. მან მიზნად დაისახა, ძველი და უსიცოცხლო საცხოვრებელი დედისთვის 42 კვ.მ. ბინად გადაექცია, სადაც ქალი თავს მაქსიმალურად კომფორტულად იგრძნობდა. საჭირო იყო ნოსტალგიის სულის შენარჩუნება და ინტერიერში სიახლის შემოტანა. აქედან გამომდინარე, დეკორაცია ახალი და თანამედროვე სტილით შეიცვალა, ავეჯი კი ძველი დატოვეს და უბრალოდ რესტავრაცია ჩაუტარეს.

ბინის საწყისი განლაგება აუცილებლად შესაცვლელი იყო. ეს იყო ტიპური ხრუშჩოვკა პატარა სამზარეულოთი, პატარა ოთახებითა და სულ პაწაწინა აბანო-ტუალეტით. ამიტომ, სამუშაოს დასრულებამდე გადაწყდა, რომ მოეხსნათ კედელი სამზარეულოსა და მისაღებ ოთახს შორის. სააბაზანო საერთო გახადეს, მოხსნეს კედელი და ანტრესოლი.

ბინის ზოგადი ვიზუალი პრაქტიკულად არ შეცვლილა და ძველი იერსახე შეინარჩუნა.

პარკეტის რესტავრაცია ვერ მოხერხდა, ამიტომ იგი კერამოგრანიტით შეცვალეს.

ხალიჩა ოჯახის რელიქვიად ითვლებოდა, ამიტომ იგი უბრალოდ გაასუფთავეს და იატაკზე დატოვეს.

და ვინაიდან კომოდი უკვე 100-ზე მეტი წლისაა, მან ბინაში საპატიო ადგილი დაიკავა.

საძინებელში მთელი ავეჯი, საწოლის გარდა, ანტიკვარებს მიეკუთვნება.

სამუშაო სივრცე და საყვარელი ფოტოები წარსულიდან…

სამზარეულოს ხალისიანი “ფართუკი” ფარდებსა და სკამების გადასაკრავებზეა შეხამებული.

არაორდინალური ნახატები ხაზს უსვამს მთლიან ინტერიერს.