
ტაფაზე საჭმლის ჩამჯდარი ცხიმი არა მხოლოდ ცუდად იმოქმედებს მის ვიზუალზე, არამედ ხელს შეგიშლით მის ეფექტურად მოხმარებაში. პრობლემა ის არის, რომ ჩამჯდარი ცხიმის მოცილება არც ისე ადვილია. განსაკუთრებით, თუ არ იცით ეს როგორ გააკეთოტ. სწორედ ამ მიზეზებისთვისაა აუცილებელი დასუფთავების ეფექტური მეთოდის სწავლა.
თქვენ დაგჭირდებათ:
- სახრახნისი
- ამიაკი
- ცელოფნის პარკი ან ნაგვის ტომრები
- ფეხსაცმლის მოკლე თასმა
- ჭურჭლის სარეცხი ღრუბელი
- წყლით სავსე თასი
მნიშვნელოვანია: ამიაკს აქვს მკვეთრი სუნი. უსიამოვნო შედეგების თავიდან ასაცილებლად მუშაობის დროს რეკომენდებულია ხელთათმანებისა და პირბადის გამოყენება.
მაშ ასე, თუ ფატას აქვს პლასტმასის სახელური, მაშინ პირველი რაც საჭიროა, ის უნდა მოხსნათ. ამაში ჩვეულებრივი სახრახნისი დაგეხმარებათ. სახელური გაწმინდეთ ცალკე (ლითონის ჩათვლით) ღრუბლის და თბილი წყლის გამოყენებით. ცხიმს ,,ხალხური მეთოდით” მხოლოდ ტაფას მოვაშორებთ. ამისათვის აიღეთ 2-3 ცელოფნის პარკი და დარწმუნდით მათ გამძლეობაში, მოათავსეთ ერთმანეთში ისე, რომ მიიღოთ კონტეინერი.
როდესაც ამას გააკეთებთ, აიღეთ ტაფა და მოათავსეთ იგი პარკში. ამის შემდეგ მას მაგიდაზე ვდებთ და ვასხამთ 50-100 მგ ამიაკს. პარკი მჭიდროდ შეკარით.
კიდევ ერთხელ დარწმუნდით, რომ პარკი ჰერმეტულად დაცულია, ჩვენ ვიწყებთ ცხიმის დარბილებას, მუდმივად ვატრიალებთ. უნდა გაკეთდეს ისე, რომ ამიაკი თანაბრად გადანაწილდეს და გაასუფთაოს ტაფის ყველა ნაწილი. ამის შემდეგ ჩვენ გაგვაქვს აივანზე ვტოვეთ 12 საათის განმავლობაში ვტოვებთ. შეგიძლიათ დაუმატოთ ცოტა ალკოჰოლი. ეს საკმარისი უნდა იყოს ცხიმების დასარბილებლად.
ნახევარი დღის შემდეგ, პარკიდან ფრთხილად ვიღებთ ტაფას და ვაშორებთ ალკოჰოლს. ამის შემდეგ, თბილი წყლის დახმარებით, ცხიმები ძალიან მარტივად და სწრაფად მოშორდება.
შეგიძლიათ იხილოთ ვიდეო: