როგორ აქციეს ხრუშოვკა სკანდინავიური სტილის შეუდარებელ ნიმუშად

დამწყებმა ინტერიერის დიზაინერმა ნატალია ჩუვინოვამ პირველად გადაწყვიტა მშობლებისგან თავის დაღწევა და დამოუკიდებელი ცხოვრების დაწყება. მან იქირა ძველი ოროთახიანი ხრუშოვკის ტიპის ბინა და მისი გადაკეთება საკუთარი ხელით გადაწყვიტა. ამას 6 თვე და დიდი ძალისხმევა დასჭირდა, რადგან ბინა მეხუთე სართულზეა და ნაგავი და სამშენებლო მასალა თვითონ უნდა გაეტანა. მაგრამ, როგორც ამბობენ, მთავარია სურვილი და შეუძლებელი არაფერია. საბოლოოდ აღმოჩნდა ნათელი, თანამედროვე და უჩვეულო ინტერიერი.

გოგონას თავდაპირველად რთული დავალება ჰქონდა, რადგან ბიუჯეტი საკმაოდ მოკრძალებული, ხოლო ხარჯი ძალიან ბევრი იყო.

ამის მიუხედავად, მის მის გათვალისწინებულ ბიუჯეტს მაინც გაცდა, რადგან იყო გაუთვალისწინებელი და სპონტანური ხარჯები. მან რემონტის დაწყებამდე მიიღო გარკვეული გადაწყვეტილებები. მაგალითად, ნატალიამ იცოდა, რომ იგი იატაკებსა და კედლებს თეთრად შეღებავდა, რადგან მას აბსოლუტურად ნებისმიერი დეკორი და ფერები ერწყმის. მეორე ფერი, რომელიც ინტერეში ჭარბობს, არის შავი.

წინა კარი შეღებილი იყო შავად და მოხატული იყო ცარცით.

შესასვლელის პირდაპირაა კედელი, რომელსაც აქვს გეომეტრიული შავი და თეთრი ფიგურები.

მინიმალისტური კარადები.

მოულოდნელად თბილი, ნათელი და ფართო ოთახი.

ბევრი ფერი და მსუბუქი ავეჯი ეკო მეგობრული ინტერიერის ნიშანია.

დივანის – სხვადასხვა სტილის უამრავი ნახატი.

ულამაზესი აივანი პატარა მაგიდით.

სამზარეულოს აქვს ყველაფერი რაც თქვენ გჭირდებათ.

სარეცხი მანქანა კარადაშია ჩასმული.

პატარა მაცივარი, ჭურჭლის თარო და მიკროტალღური ღუმელი.

საძინებელში არის ფართო საწოლი, რომელიც ხის ყუთებზე დგას.

აქ დიზაინერმა გადაწყვიტა, რომ კარადა არ არის საჭირო.

აბაზანა შექმნილია მაქსიმალურად მარტივად.

ტუალეტისთვის მათ შეარჩიეს ღრმა ლურჯი ფერი.