
თუ ახალ წლამდე ძველი ნაგვის მოშორება გადაწყვიტეთ და ხელში ძველებური ხაზის ტელეფონი მოგყვათ, რომელსაც დისკზე ციფრების ნაკრები აქვს, ნუ იჩქარებთ მის გადაგდებას. სხვათა შორის, ბავშვებს ძალიან უყვართ ყველა სახის ღილაკზე თითის დაჭერა, ამიტომ, ნუ იჩქარებთ ამ ძველი ნივთის გადაგდებას, ჯერ აჩვენეთ იგი თქვენს შვილს, იქნებ ეს თქვენი შვილის საყვარელ სათამაშოდ იქცეს.
დისკიანი ტელეფონი
თუ ძველი ნივთების შეკეთება და გადაკეთება გიყვართ, ეს სტატია სწორედ თქვენთვისაა. დღეს ჩვენი რედაქცია გასწავლით როგორ გადააქციოთ წარსულის საგნები ორიგინალურ სანათებად. ეს, სხვათა შორის, არცთუ ისე ცუდი იდეაა ხელნაკეთი საჩუქრისთვის.
თქვენ დაგჭირდებათ
- 1 სამშენებლო სამაგრი
- 3 ც ხრახნი
- 2 ც ჭანჭიკი
- 2 LED ნათურა
- 2 ც ნათურის ვაზნა
- სახრახნისი
- საიზოლაციო ლენტა
- ბურღი
1. სახრახნისით გახსენით ტელეფონის კორპუსი.
2. დრელის მეშვეობით გააკეთეთ პატარა ხვრელი ტელეფონის ზედა საფარის გვერდითა მხარეს.
3. მსუბუქად გადაღუნეთ სამშენებლო სამაგრი რკალისებურად და ზემოდან ყურმილის კაბელი გადაახვიეთ.
4. ყურმილიდან ყველა ნაწილი გამოიღეთ. ქვემოთ დრელით პატარა ხვრელი გააკეთეთ, რათა ჭანჭიკის მეშვეობით დაამაგროთ სამაგრი ყურმილზე. ჭანჭიკის მეშვეობით დააფიქსირეთ სამაგრი ტელეფონის კორპუსზე.
5. შეაერთეთ კაბელები ნათურის პატრონებთან და შეერთების ადგილს ზემოდან იზოლენტა გადაახვიეთ.
6. ორი პატრონა ტელეფონის ყურმილში მოათავსეთ.
7. ხრახნი სამშენებლო სამაგრზე დაამაგრეთ და თავად სამაგრი დაატრიალეთ ჭანჭიკიანი კაბელისკენ.
8. იზოლენტა შემოახვიეთ კაბელის ბოლოებს პატრონებიდან და ნათურები დაამაგრეთ.
9. აწ უკვე სანათს მოხსენით ზარი და დისკის ციფერბლატი, მის ნაცვლად შეგიძლიათ ნივთს საათის ციფერბლატი დაამაგროთ. ტელეფონის ზედა საფარი ქვედა ნაწილს დაუმაგრეთ და სულ ესაა.
სანათი შეგიძლიათ შეღებოთ ან ხელსახოცებით დეკუპაჟი გააკეთოთ, რომ ინტერიერის ახალი ნაწილი უფრო გაალამაზოთ. უფრო დაწვრილებით იმის შესახებ, თუ როგორ გადააკეთოთ ძველებური ხაზის ტელეფონი ორიგინალურ სანათად, იხილეთ ქვემოთ მოცემული ვიდეო.