
ადრე თუ გვიან, საშხაპე ყურმილზე ჩნდება აუტანელი ნადები, რომელთან გამკლავებაც გამოცდილ დიასახლისებსაც უჭირთ. ნადები აფუჭებს ნივთის იერს, უკიდურეს შემთხვევებში კი მისი მოქმედების ეფექტურობასაც ამცირებს. იმისათვის, რომ ეს ყველაფერი თავიდან აიცილოთ, უნდა იცოდეთ არანაკლებ ერთი მეტ-ნაკლებად მოქმედი გზა საშხაპე შლანგიდან ნადების მოსაშორებლად.
ნადები ყველა შემთხვევაში გაჩნდება და, დროთა განმავლობაში, ფარავს ცალკეულ ხვრელებს. შედეგად, წყალი საჭირო სახით ვეღარ გამოედინება ან ნაკლები ნაკადით მოდის, სხვადასხვა მხარეს. ვიღაც ამ მდგომარეობას ეგუება, თუმცა, რატომ უნდა ითმინოთ იგი, თუ საშხაპე ყურმილის გაწმენდა სულ რამდენიმე წუთშია შესაძლებელი?
გასაწმენდად დაგჭირდებათ 2 ლ წყალი, ლიმონმჟავა, უსარგებლო კბილის ჯაგრისი და რამე შესაფერისი ჭურჭელი, რომელშიც ყურმილის ჩადება იქნება შესაძლებელი. პირველ რიგში, აადუღეთ ლიმონმჟავიანი წყალი. ამისთვის გამოიყენეთ ჩაიდანი ან ჩვეულებრივი ქვაბი. მას შემდეგ, რაც ხსნარი ადუღდება, სითხე გადაღვარეთ მომზადებულ ჭურჭელში.
შემდეგ სითხეში მოათავსეთ ყურმილი. დაელოდეთ 20 წუთით, შეიარაღდით ჯაგრისით და დაიწყეთ ხეხვა. ცოტაოდენი ძალისხმევის შედეგად, თქვენ მიიღებთ იდეალურად სუფთა საშხაპე ყურმილს.