5 გზა ღვინის ბოთლის გასახსნელად, თუ ხელთ კორპსაძრობი არ გაქვთ

რამდენად ხშირად აღმოჩენილხართ სიტუაციაში, როცა სასწრაფოდ გჭირდებათ ღვინის ბოთლის გახსნა, ხოლო კორპსაძრობი ხელთ არ გაქვთ? ადრე თუ გვიან, მსგავსი მდგომარეობა სუფრაზეც ჩნდება. აღმოჩნდა, რომ ბოთლის გახსნა უამრავი ხელსაყრელი გზითა და მოწყობილობით შეიძლება. ახლა რამდენიმე ყველაზე მარტივ და ხელმისაწვდომ მეთოდს გაგაცნობთ.

1. დანა, მაკრატელი, გასაღები

ღვინის ბოთლის გახსნა ჩვეულებრივი დანითაც შეიძლება. ფრთხილად ჩადეთ დანა, დახრილი კუთხით, საცობში, ამის შემდეგ კი მოაბრუნეთ დანა და მტკიცედ დაიჭირეთ ბოთლი. საცობი დანასთან ერთად დაიწყებს ბრუნვას. ამრიგად, თანდათან “ამოხრახნეთ” იგი ბოთლიდან.

ამავე სახით შეგიძლიათ ბოთლის გახსნა ჩვეულებრივი მაკრატლისა და ჩვეულებრივი გასაღების გამოყენებით. გახსნის პრინციპი ყველა შემთხვევაში იგივეა.

2. ჩანგალი და თვითმჭრელი

როგორც ცნობილია, ყველაფერი გენიალური – მარტივია. თავიდან, აიღეთ სახრახნისი და მისი გამოყენებით ჩახრახნეთ საცობში თვითმჭრელი. უმჯობესია, აირჩიოთ მაქსიმალურად განიერთავიანი ხრახნი. ამის შემდეგ, წამოაცვით თვითმჭრელს ჩანგალი და მოქაჩეთ.

3. ცეცხლი

ღვინის ბოთლის გახსნა შეგიძლიათ ფიზიკის კანონის გამოყენებითაც. საცობის მოსაშორებლად, გაათბეთ ჰაერი, რომელიც ღვინოსა და უშუალოდ საცობს შორისაა მოქცეული. თუ გაგიმართლებთ, საცობი თვითონ ამოხტება, ან, უკიდურეს შემთხვევაში, ისე ამოიწევა, რომ ხელით ამოღება შეგეძლოთ.

4. კომპრესორი

ეს მემანქანეებისთვის იქნება ხელსაყრები. ფარეხში წადით და აიღეთ კომპრესორი. დაგჭირდებათ პირი ფეხბურთის ბურთების დასაბერად. ჩადეთ იგი საცობში ისე, რომ ცარიელ ადგილამდე ჩავიდეს. დაიწყეთ ჰაერის ქაჩვა და საცობი თავისით ამოვარდება.

5. ლურსმანი და ჩაქუჩი

აიღეთ რამდენიმე ლურსმანი და ფრთხილად ჩააჭედეთ საცობში, დახრილად. ამის შემდეგ, ამოიღეთ ლურსმანი შესაფერისი ინსტრუმენტით და დაიწყეთ ამოქაჩვა. ცოტაოდენი ძალისხმევით, საცობი მარტივად ამოვა თავისუფლებაზე.