
სტატისტიკის მიხედვით, მსოფლიო მოსახლეობის 20%-ს სეზონური დეპრესია აქვს. ყინვა, დღის შუქის შემცირება, კუშტი ამინდი, მუდმივი დაღლილობა, ძილიანობა, ძალების დაქვეითება – ეს ყველაფერი ცუდი განწყობის მიზეზია და ნეგატიურად ისახება საერთო თვითშეგრძნებაზე. თუ თქვენს ნაცნობებს შორის არსებობენ ადამიანები, რომლებსაც უჭირთ ზამთრის გადატანა და დეპრესიაში ცვივდებიან, როგორც კი თერმომეტრის სვეტი 5 გრადუსს ჩასცდება, მიართვით ახალ წელს ქვემოთ შემოთავაზებულ საჩუქართაგან ერთ-ერთი. ძღვენი მათ ნამდვილად აუმაღლებთ განწყობას, გაახსენებთ ზაფხულისა და სითბოს შესახებ.
1. მულტიფუნქციური ქვაბი
თუ თქვენი მეგობარი ან ნათესავი ზამთარში მომატებულ დაღლილობას განიცდის და თავს ვერ აიძულებს საშინაო საქმეებით დაკავებას, აჩუქეთ მულტიფუნქციური ქვაბი. ეს მოწყობილობა მარტივად და, რაც მთავარია, სწრაფად მოამზადებს ნებისმიერ კერძს. სამზარეულოს ტექნიკა უპრობლემოდ თუშავს, წვავს, ხარშავს და აცხობს კიდევაც – მოკლედ, აკეთებს ყველაფერს, რაც თქვენს სულსა და გულს გაუხარდება.
2. გამათბობელი ლეიბი
ეს საჩუქარი იდეალურია მათთვის, ვისაც ცუდად გადააქვს სიცივე და კარგად გამთბარ ბინაშიც კი იყინება. თხელი ლეიბი ვერ ამაგრებს ხერხემალს, თუმცა, ნაკეთობის ძირითადი ფუნქცია ეს არ არის. იგი უნდა დაადოთ ძირითად მატრასს, რის შემდეგაც, ადრესანტი დატკბება თბილი და მყუდრო ატმოსფეროში, რომელსაც ნაკეთობა კომფორტული ძილისთვის ქმნის. მომხმარებელთა გამოხმაურებების თანახმად, გამათბობელი მატრასი თავის ფუნქციებს შესანიშნავად ასრულებს და სავსებით შეესაბამება გაჩენილ მოლოდინებს.
სასიამოვნო ბონუსი, რომელსაც თქვენი საჩუქრის მიმღები შეაფასებს – ტემპერატურის დარეგულირების შესაძლებლობაა. ასევე, ზოგიერთი მოდელი მატრასის არა მთელ ფართობს, არამედ ცალკეულ მონაკვეთებს ათბობს.
3. არომატული სანთლები
ეს საჩუქარი, როგორც არაფერი სხვა, შეახსენებს ადამიანს მკეთრ, თბილ ზაფხულს. მთავარია, სწორი არომატი შეარჩიოთ. ეს შეიძლება იყოს მაფხიზლებელი ციტრუსი, ზღვის ნაზი ბრიზი, ყვავილების ნაზი და ფაქიზი არომატი. აირჩიეთ ის სურნელი, რომელიც, თქვენი აზრით, იდეალური იქნება თქვენი ახლობლისთვის. არომატული სანთლები მარტივად აამაღლებს მის განწყობას, განსაკუთრებით, თუ მათ სააბაზანოში დადგამს და ქაფიანი აბაზანის მიღების დროს აანთებს.
4. სასაჩუქრე ყუთი ტროპიკული ხილით
ანალოგიური საჩუქარი, ცოტათი განსხვავებული ინტერპრეტაციით – ხილის თაიგული. უფრო “საზაფხულო” საჩუქარს ვერც მოიფიქრებდით. საჩუქარი შეგიძლიათ საკუთარი ხელით გააკეთოთ, ან პროფესიონალებს შეუკვეთოთ. მეორე ვარიანტი, რა თქმა უნდა, უფრო ლამაზად და სადღესასწაულოდ გამოიყურება, თუმცა, ფასის მიხედვით, გაცილებით უკეთესი იქნება საკუთარი ხელით აწყობილი თაიგული.
5. საშინაო ფლოსტები
რბილი და მყუდრო საშინაო ფლოსტები, დათბობილი ქეჩით, საუკეთესო გამოვლინება იქნება თქვენი სიყვარულისა და ზრუნვისა, ახლობლის მიმართ. ამ ნივთის გარეშე ზამთრის გადატანა ძალიან რთულია, მითუმეტეს, თუ ადამიანი ცივ ბინაში ცხოვრობს ან ფეხები მუდმივად ეყინება.
6. შუქთერაპიის სანათი
უმეტეს შემთხვევებში, სეზონური დეპრესიები და სწრაფი დაღლა დაკავშირებულია D ვიტამინის ნაკლებობასთან. ეს ნივთიერება ორგანიზმში მზის სხივების ზემოქმედებისას გამომუშავდება. ამ მდგომარეობით გამოწვეულ პრობლემებთან გამკლავებაში დაგეხმარებათ თერაპევტული სანათები. ისინი დღის შუქის იმიტაციას ქმნის და ასწორებს დღის რიტმს. ეს იმას ნიშნავს, რომ აღნიშნული მოწყობილობა ზრდის დღის განმავლობაში შრომისუნარიანობის დონეს და უზრუნველყოფს ღამის სრულყოფილ ძილს.
7. ყვავილოვანი ჩაი
თუ თქვენი ახლობლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია სიმშვიდე და შინაგანი ჰარმონია, ყვავილოვანი ჩაი შესანიშნავი საჩუქარია. იმის ცქერა, თუ როგორ იფურჩქნება ფინჯანში ჟასმინის ყვავილები – ეს მთელი რიტუალუა, რომელსაც დიდი მნიშვნელობა აქვს აღმოსავლეთის ქვეყნებში. ყვავილოვანი ჩაი საშუალებას გაძლევთ, იხილოთ მცირე წარმოდგენა, რომლის მთავარ როლებსაც ყვავილების ფურცლები ასრულებენ, და დატკბეთ ამ შესანიშნავი სპექტაკლით. ეს, ამავდროულად, არომათერაპიაცაა და შესაძლებლობაც, შეიგრძნოთ ჩაის დაუჯერებლად ნატიფი და დახვეწილი გემო. გარდა ამისა, მას სამკურნალო თვისებებიც აქვს, ამიტომ ასეთი საჩუქარი სუსტიმუნიტეტიანი ადამიანისთვისაც შესაფერისია.
8. ფინჯნის ჩასადები
თუ თქვენს საყვარელ ადამიანს მუდმივად ავიწყდება ჩაით სავსე ფინჯანი, და სასმლის შესახებ მხოლოდ მაშინ იხსენებს, როცა იგი ყინულის ფენით იფარება, აჩუქეთ ფინჯნის ჩასადები. ესაა ერთგვარი ტანსაცმელი, რომელიც სასმლის ტემპერატურას თითქმის იმ დონეზე შეაჩერებს, რომელიც თქვენ გჭირდებათ. “თანსაცმელი” ნებისმიერი ზომის ფინჯანს ეცმევა, ამიტომ არ იდარდოთ, რომ იგი ძალიან დიდი ან პატარა იქნება. მოწყობილობა USB-ადაპტერით მუშაობს და ძალიან მოსახერხებელი და პრაქტიკული საჩუქარია, განსაკუთრებით, თუ ახლობელი ცივ ოფისში მუშაობს.