ბედნიერი ცოლი ინტერნეტ-მომხმარებლებს ქმრის მიერ გაკეთებული რემონტის ფოტოებს უზიარებს

ყველა ჩვენს ახალგაზრდა თანამოქალაქეს როდი უმართლებს საცხოვრებლის საკითხში. თუ ვიღაცას ბინა ბებიისგან ერგო, ან შეძლო დიდი სატრანსპორტო საშუალების საცხოვრებელ სახლად გადაკეთება, სხვები ახლაც ხრუშოვკებსა და ბარაკებში ცხოვრობენ. განსაკუთრებით სამწუხაროა მდგომარეობა რეგიონეშსი: ხანდახან, ადამიანები ცხოვრობენ ავარიულ სახლებში იმ იმედით, რომ ისინი რამდენიმე წელს კიდევ გაძლებენ.

რა თქმა უნდა, სამუდამოდ შეიძლება კრიზისზე, დოლარის გაძვირებასა და მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილების არარსებობაზე წუწუნი, რაც ხელს გვიშლის სასურველი კვადრატული მეტრების იპოთეკით აღებაშიც. თუმცა, ყოველთვის არსებობს სხვა გზაც – საკუთარი ხელებით მოწყობა. ეს მარტივი არაა, მოგიწევთ ტვინისა და ხელების განძრევა, თუმცა შედეგი ამ მსხვერპლს ამართლებს.

ახალგაზრდა წყვილს, ბავშვთან ერთად, საცხოვრებელი ბიჭის მშობლებისგან ხვდა წილად. მასში არც კანალიზაცია, არც წყალგაყვანილობა, არც ადეკვატური გათბობა არ იყო.

ჩვენს გმირებს ამ ფარდულისებრ სახლში მოუხდათ გამოზამთრება, სანამ ღირსეული რემონტისთვის დააგროვებდნენ ფულს.

რემონტის დაწყებამდე, საცხოვრებელი სახლი ძალიან ცუდად გამოიყურებოდა.

მოშორებულ ოთახს საწყობად იყენებდნენ, რადგან ნორმალური კარადებიც არ ჰქონდათ.

იატაკი იმდენად დალპა, რომ მისი სრული დემონტაჟი და თავიდან დაგება იყო საჭირო.

მრუდე კედლები საგულდაგულოდ გაასწორეს, თაბაშირმუყაოს ქვეშ კი ახალი სადენები გაიყვანეს.

გვერდი ვერც უსწორმასწორო ჭერს აუარეს. სხვათა შორის, სანამ ქმარი რემონტით იყო დაკავებული, ცოლი და ქალიშვილი დედამთილთან ცხოვრობდნენ.

საქმე ძალიან ბევრი იყო, თუმცა მამაკაცი მიზანმიმართულად და თამამად აქცევდა ფარდულს ნამდვილ საცხოვრებელ სახლად.

ძველი, დამპალი ფანჯრები ნაგავსაყრელზე გააშურეს, მათ ნაცვლად კი ოსტატმა ახალი, პლასტმასის ფანჯრები დააყენა.

ნაწილობრივი რემონტი ამ შემოდგომაზე დასრულდა. მამაკაცმა გააკრა შპალერი და დააგო ლინოლეუმი. ცოლი და შვილი მასთან გადავიდნენ, თუმცა, წინ კიდევ წყალგაყვანილობისა და კანალიზაციის, ასევე, გათბობის სისტემის გაყვანა იყო საჭირო.

გარედან, შნოდა ზუსტად ასე გამოიყურება, თუმცა მალე, მამაკაცმა სან.კვანძი მიაშენა.

სხვათა შორის, გარედან შენობა ზუსტად ასე გამოიყურებოდა, თუმცა, მამაკაცმა მალევე მიაშენა მას სან.კვანძი.

სახლი კი ამ დროისთვის უკვე საკმაოდ მყუდრო იყო.

მოუხერხებელი სამზარეულო დიასახლისის ბედნიერების კუნძულად იქცა. სახლი წვნიანებისა და ნამცვრების არომატებით აივსო.

პატარა ოთახი საბავშვოდ გადაკეთდა.

ეკონომიის მიზნით, უჯრები საბავშვო საწოლში ჩააშენეს.

გარკვეული დროის შემდეგ, შეიყვანეს კანალიზაცია და წყალგაყვანილობა, სახლი აღჭურვეს გათბობით.

თანდათან დაამატეს ახალი ავეჯი და წვრილმანები: ფარდები, სარჯეები, ყვავილების ქოთნები.

სამზარეულოს აღჭურვილობა თანდათან შეიცვალა. ღუმელი თავის მოვალეობებს ჯერ კიდევ უმკლავდებოდა.

აი, ძველი მაცივარი კი ახალი კოლეგით ჩანაცვლდა.

სან.კვანძი ნულიდან აშენდა. სავსებით კომოფრტულია.

ახალი სარეცხის მანქანა და საშხაპე ასე გამოიყურება.

სახლი გარედანაც გაარემონტეს: პლასტმასის გარშემოსაკრავი და ახალი კარი.

მშვენიერია.

აი, ასე ხდება, როცა ოქროსხელება ქმარი გყავს.